ორიოლ რომეუმ რონალდ კუმანი შეაქო

"ბარსელონას" ყოფილმა და "საუთჰემპტონის" ახლანდელმა ნახევარმცველმა, ორიოლ რომეუმ, კატალონიური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელზე, რონალდ კუმანზე ისაუბრა.
"კუმანი ხშირად 4-2-3-1 ფორმაციით გვათამაშებდა, თუმცა აქ, "საუთჰემპტონში", ის ზოგჯერ 3-5-2 სქემასაც იყენებდა. მისთვის მატჩის დროს ტაქტიკური ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ზოგჯერ შეხვედრას 4-3-3 ფორმაციით ვასრულებდით.
კუმანმა კარგად იცის, როგორ მართოს გასახდელი. მას შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციას მოერგოს. რონალდმა თითოეული ფეხბურთელის საჭიროებების შესახებ იცის", - ციტირებს ორიოლ რომეუს სიტყვებს Catalunya Radio.
ორიოლ რომეუ და რონალდ კუმანი ერთად 2015/16 წლების სეზონში მუშაობდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]