ფეხბურთელები, რომლებიც რონალდ კუმანის მოსვლით იხეირებენ

ფეხბურთელები, რომლებიც რონალდ კუმანის მოსვლით იხეირებენ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიახლე გულშემატკივრებისთვის, თუმცა, Tribuna-ს მტკიცებით, ნიდერლანდელი სპეციალისტის მოსვლა უფრო მეტად სასიხარულოა რწმენადაკარგული ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც უკეთ ათამაშების შანსი მიეცემათ.

ანტუან გრიზმანი

ვერ ვიტყვით, გრიზმანმა "ბარსელონაში" სადებიუტო სეზონი ცუდად ჩაატარა, თუმცა ფრანგმა ნამდვილად ვერ ითამაშა ისე, როგორც ველოდით. კუმანს შრომისმოყვარე ფეხბურთელები მოსწონს, რაც იმის მანიშნებელია, რომ 29 წლის მოთამაშე ჰოლანდიელი სპეციალისტის ტაქტიკას კარგად უნდა მოერგოს.

საინტერესოა, რონალდი ანტუანს ისევ ფლანგზე განამწესებს, თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გადასწევს, სადაც გრიზმანი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. საერთო ჯამში, დიდი იმედი გვაქვს, რომ ფრანგი შემტევი ძველებურად ათამაშდება.

ჟან-კლერ ტოდიბო

"ბარსელონა" გუნდის გაახალგაზრდავებას აპირებს, რაც 20 წლის მცველს კატალონიურ კლუბში დარჩენის შანსს აძლევს. კუმანმა მატიას დე ლიხტი, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობისა, ნიდერლანდების ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია. შესაბამისად, გამორიცხული არაა, ტოდიბო უახლოეს მომავალში "ბლაუგრანას" სასტარტო მოთამაშედ მოგვევლინოს. ფრანგ მცველს გასულ სეზონში "შალკეში", სადაც ის იჯარით იმყოფებოდა, ცუდი შთაბეჭილება ნამდვილად არ დაუტოვებია.

უსმან დემბელე

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემბელემ კარიერაში ყველაზე საშინელი სეზონი ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელმა 2019/20 წლების გათამაშებაში, ტრავმების გამო, მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. თუ ფრანგ თავდამსხმელს მომდევნო სეზონში დაზიანებები აღარ გატანჯავს, კუმანმა ის, შესაძლოა, შეტევის მარცხენა ფლანგის მთავარ მოთამაშედ აქციოს.

ფილიპე კოუტინიო

აქამდე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელთა თანახმადაც, "ბარსელონა" კოუტინიოს გაყიდდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, ფილიპემ, შესაძლოა, კატალონიურ გუნდში მეორე შანსი მიიღოს. ივარაუდება, რომ კუმანი "ბლაუგრანას" მისი ფავორიტი 4-2-3-1 ფორმაციით ათამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 წლის ბრაზილიელი, საბოლოოდ, შესაძლოა, მის ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნდეს.

კოუტინიოსთვის 2019/20 წლების სეზონი, რომელსაც ის "ბაიერნში" იჯარით ატარებს, ჯერ არ დასრულებულა. ბრაზილიელი ვარსკვლავის აქტივში, ამჟამად, 36 მატჩი, 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

ჟუნიორ ფირპო

გუნდის მთავარმა მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ, სეზონი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელი ფეხბურთელი უკვე 31 წლისაა, ახალი მთავარი მწვრთნელი თავის გამოჩენის შანსებს მისცემს ფირპოს. მიუხედავად იმისა, რომ დომენიკელ ფეხბურთელს 2019/20 წლების გათამაშებაში ბევრი წუნი ჰქონდა, ის იშვიათად, მაგრამ კარგად მაინც თამაშობდა.

23 წლის მოთამაშემ მის სადებიუტო სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #13 20 აგვისტო 2020 11:26
    0
    ციტატა: Guro
    ტერ შტეგენი
    სემედუ გარსია უპამეკანო ალბა
    დეიონგი პიანიჩი
    მესი კოუტინიო დემბელე
    გრიზმანი
    პენია
    ემერსონი ტოდიბო ლენგლე აკიემე
    ბუსკეცი ფერნანდესი
    ტრინკაუ პუჩი ფატი
    სუარესი.
    დამატებული არაუხო,მონჩუ და პედრი.

    ალენია?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #12 20 აგვისტო 2020 07:58
    3
    ჩვენ როდის ვიხეირებთ მამ ფეხბურთელებით ეგეც საინტერესოა იმედია მალე
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #11 20 აგვისტო 2020 07:34
    5
    ციტატა: vitorborbafereira
    ტადიბოს და ფირპოს კაი თამაშის 10 წუთიანი მონაკვეთი მაინც დადეთ რომელიმე თამაშიდან და დავიჯერებ რომ აქ სიმართლე წერია

    ინტერი ბარსა ნახე.

    ტოდიბო მანდ 1-1 საუჯტესო იყო.

    და ფირპოს თამაში ნორნალური მეც არ მახსოვს
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    წევრი [?]
    #10 20 აგვისტო 2020 04:57
    4
    ოღონდ ტოდიბო არ გაუშვათ ეგ ბიჭი ძაან კლასნი იგროკია და იცოდეთ
    ფანი [?]
    #9 20 აგვისტო 2020 03:24
    3
    ტადიბოს და ფირპოს კაი თამაშის 10 წუთიანი მონაკვეთი მაინც დადეთ რომელიმე თამაშიდან და დავიჯერებ რომ აქ სიმართლე წერია
    წევრი [?]
    #8 20 აგვისტო 2020 01:57
    4
    შტეგენი
    ტალიაფიკო-ტოდიბო-უპამეკანო-დესტი
    კოუტინიო-დეიონგი-პიანიჩი
    ნეიმარი-გრიზმანი-მესი😅😅😅
    ეს სასტავი გვყავდეეეს დააა ატვეჩაი ვარ ლიგა ჩვენია😊😅
    გულშემატკივარი [?]
    #7 20 აგვისტო 2020 01:44
    14
    ვინ სად და როგორ ითამაშებს არ ვიცი, მაგრამ გრიზმანი არც ცენტფორვარდია და არც ფლანგის მოთამაშე. შესაბამისად მას ბარსელონაში მომავალი არ აქვს. ეგეთი უაზრო და არაადეკვატური ტრანსფერი რავიცი, ამათგანაც გასაკვირი იყო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 აგვისტო 2020 01:08
    4
    ციტატა: BARCELONA FOREVER
    M10 S9 D11,
    გასაშვები კი მარა ვინ მოყავთ მაგის მაგივრად😀

    რავი ტალიაფიკო გამოაყოლოს ეგება აიაქსიდან შრიოდერმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 20 აგვისტო 2020 01:06
    4
    ტერ შტეგენი
    სემედუ გარსია უპამეკანო ალბა
    დეიონგი პიანიჩი
    მესი კოუტინიო დემბელე
    გრიზმანი
    პენია
    ემერსონი ტოდიბო ლენგლე აკიემე
    ბუსკეცი ფერნანდესი
    ტრინკაუ პუჩი ფატი
    სუარესი.
    დამატებული არაუხო,მონჩუ და პედრი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 20 აგვისტო 2020 01:04
    3
    საერთოდ სად გრიზმანი და სად ბარსა.ვინ აყიდინა ?
    ფანი [?]
    #3 20 აგვისტო 2020 01:01
    6
    ფირპო გასაშვებია. პრინციპში დემბელეც მარა არავის უნდა და შეგვრჩება ისევ
    ფანი [?]
    #2 20 აგვისტო 2020 01:01
    2
    M10 S9 D11,
    გასაშვები კი მარა ვინ მოყავთ მაგის მაგივრად😀
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აგვისტო 2020 00:58
    5
    ფირპო გასაშვებია დანარჩენებს კი იმედია ეშველებათ განსაკუთრებით დემბელეს და გრიზმანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued