"ბარსელონას" დირექტორი: კუმანს, პირველ რიგში, მესისთან გასაუბრება სურს

"ბარსელონას" დირექტორი: კუმანს, პირველ რიგში, მესისთან გასაუბრება სურს

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრი ჩავი ვილაჟოანა აცხადებს, რომ პირველი, რისი გაკეთებაც რონალდ კუმანს კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ უნდა, "ბლაუგრანას" ლიდერთან, ლიონელ მესისთან საუბარია.

"პირველი, რისი გაკეთებაც კუმანს სურს, მესისთან გასაუბრებაა, რადგან რონალდი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ახალ პროექტში წამყვანი ფიგურა იქნება.

მშვიდად ვართ. ლეოს წასვლას არ განვიხილავთ. მესი "ბარსაში" მთელი ცხოვრებაა იმყოფება და მას არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულებას აქ ისურვებდა.

ვმუშაობთ ცვლილებებზე, მესის გაბედნიერებასა და გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდის შექმნაზე. გვინდა, რომ ახალი პროექტი შევქმნათ, რომლის სათავეშიც ლეო იქნება.

არგენტინელის წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. მესის თამაში 40 წლამდე შეუძლია", - ციტირებს ვილაჟოანას სიტყვებს TyC Sports.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი და რონალდ კუმანი ერთმანეთს მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 19 აგვისტო 2020 23:44
    1
    ციტატა: ChaviEsta
    ეს მესიც რა როჟაა, გუნდი განსაცდელში როცაა მაშინ ათამაშებს ტრ...ს. ეს თუ ეხლა გუნდიდან წავიდა ნამდვილად უნამუსობაში ჩაეთვლება და არაკაცობაში,

    კაი კაცო და ისევ ამ ბარსაში დარჩენა თავმოყვარეობაზე და სირცხვილზე არ მოქმედებს ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 აგვისტო 2020 22:50
    1
    ციტატა: Iniesta_8
    მესიზე დამოკიდებული არ უნდა გახადონ კლუბი. გუნდურ ფეხბურთს მივაწვეთ ჯობია. ფეხბური გუნდური თამაშია ბოლო-ბოლო. მთავარია უმაქნისი და უტრაკო სასტავი მოვიშოროთ

    მერე მესიც სულ მაგას არ ითხოვს, აბა ნეიმარი რათ უნდა? იცის რო იმასაც შეუძლია ლიდერობა და როცა ბოლო ბოლო თვითონ არ წაუვა, თამაში იქ ნეიმარი ილიდერებს. პსჟ-თან ეგრე არ იყო?
    უნდა მორჩეს ის დრო, ყველა რო ბურთის მიღებამდე იმას უყურებს ლეო სად დგას, რო დროზე მოიცილონ ბურთი.
    Culé [?]
    #4 19 აგვისტო 2020 22:26
    2
    ციტატა: ChaviEsta
    ეს მესიც რა როჟაა, გუნდი განსაცდელში როცაა მაშინ ათამაშებს ტრ...ს. ეს თუ ეხლა გუნდიდან წავიდა ნამდვილად უნამუსობაში ჩაეთვლება და არაკაცობაში,

    3 წელია უკვე ამ ნაგავში თამაშობს და ითმენს. კარიერის ბოლოსკენაა და შეიძლება არ უნდოდეს ბოლო წლების ასეთ ბარსაში გაფლანგვა. ისეთი სიტუაცია რომ იყოს, რო კიდევ ბართომეო რჩებოდეს რამდენიმე წლით, ალბათ წავიდოდა კიდეც. მარა ახლა აღარ მგონია ეგ გადაწყვეტილება მიიღოს.
    Culé [?]
    #3 19 აგვისტო 2020 21:52
    1
    მესი არის ეპოქალური ფეხბურთელი,ბრენდი,გუნდის გულიდან სული,ასეთი ფეხბურთელით იწყებს სიტუაცია დალაგებას ,რაც თავისთავად სწორია,ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მათ ურთიერთობაზე,არ მგონია მესი მოსვას,მაგრამ ურთიერთპატივისცემა აუცილებელია,კუმანს ერთი დიდი პლიუსი აქვს,გუნდის ლეგენდა!რასაც ბარსაში ძალიან უყურებენ
    Culé [?]
    #2 19 აგვისტო 2020 21:34
    8
    მესიზე დამოკიდებული არ უნდა გახადონ კლუბი. გუნდურ ფეხბურთს მივაწვეთ ჯობია. ფეხბური გუნდური თამაშია ბოლო-ბოლო. მთავარია უმაქნისი და უტრაკო სასტავი მოვიშოროთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 აგვისტო 2020 21:19
    8
    სიმართლე ითქვას, სწორად იქცევა. მესის გუნდში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ამიტომ, არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ სუარესის თემაზე წავა საუბარი და კუმანი იტყვის, რომ სიტუაციის დამლაგებელი მხოლოდ ის იქნება. არავითარი მეგობრობა და ნაცნობობა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...