რამონ პლანესი "ბარსას" ახალი ტექნიკური დირექტორია

რამონ პლანესი "ბარსას" ახალი ტექნიკური დირექტორია

რამონ პლანესმა ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. როგორც ბართომეუმ განაცხადა, ერიკ აბიდალმა თავად გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა, ერნესტო ვალვერდეს გაშვება და კიკე სეტიენის მოყვანა, სწორედ ფრანგის გადაწყვეტილება იყო, ამით მესისთან ურთიერთობა გაიფუჭა და საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდა. აბიდალმა პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა. 

რამონ პლანესი ამ დროის განმავლობაში აბიდალის თანაშემწე იყო, ამ პოზიციაზე "ბარსას" ლეგენდებსაც განიხილავდნენ, მათ შორის აქტიურად მიმდინარეობდა კარლეს პუიოლის კანდიდატურის განხილვა, მაგრამ ეს მხოლოდ ჟურნალისტურ წრეებში, კლუბი კი ამას არ განიხილავს, რადგან კარლესი უკვე გათავისუფლებული სუბისარეტას თანაშემწე იყო და "ბარსა", არსებულ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შედეგად დატოვა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 19 აგვისტო 2020 16:23
    3
    არჩევნებამდე არაფერი არ შეიცვლება
    მთავარია ახლა იმ ოთხთვალამ მარტამდე საჭირო ტრანსფერები მოასწროს და იმას იქეთ წასულა მერე მისი ფესვებიანად (მაქეთ გაუშობს ისედაც ლაპორტა)
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #2 19 აგვისტო 2020 16:03
    1
    თანაშემწის მოყვანას რა აზრი აქვს? აბიდალის ნაირი იქნება ესეც
    ფანი [?]
    #1 19 აგვისტო 2020 14:09
    11
    ესეც უნდა გადაეყენებინათ. მთლიანად უნდა ამოძირკო ძველი და მოიყვანო სრულად ახალი გუნდი.