მასკერანომ "ბარსაზე" ისაუბრა

  • 19-08-2020, 12:59
  • მასკერანომ "ბარსაზე" ისაუბრა

    ხავიერ მასკერანომ „ესტუდიანტესთან“ ერთად, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. TNT-სთან ინტერვიუში კი „ბარსელონაზეც“ ისაუბრა.

    „ფაქტია, რომ „ბარსელონაში“ სპორტული მიმართულება კრიზისს განიცდის, თუმცა, მეც მხოლოდ ის ვიცი რასაც ვხედავ და მესმის, ბიჭებთან არ მისაუბრია, არც მესისთან მქონია კონტაქტი, ახლა ამის დრო არ არის, მათ დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ.“

    „ბარსა“ ახლა დუღილის პროცესშია, ეს არის კლუბი, რომელიც გარდა შედეგისა, ყოველთვის ითხოვს სანახაობას, ახლა კი არც შედეგია და არც სანახაობა. უამრავი შეცდომაა დაშვებული, ყველაფრის თავიდან დასაწყებად კი კლუბს ფინანსებიც არ ეყოფა, მდგომარეობა მართლაც ძალიან რთულია.“

    „კლუბის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ უკვე დრო იყო, ჩემი კონკურენტი უკეთ გამოიყურებოდა, ამის აღიარება არასდროს გამჭირვებია, მე ბოლომდე ვეცადე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი დრო ამოიწურა.“

    ასე დაასრულა არგენტინელმა „ბარსაზე“ საუბარი და ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, რომ ამ გზავნილით, ვეტერანებს წასვლისკენ ანიშნა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Bakero Culé [?]

    19 აგვისტო 2020 22:18

    ციტატა: gaucho-gaucho
    აი რაზე ვკაიფობ იცით? ყველას აგენტი გამოვიდა ბუსკეტსიდან დაწყებული და სუათი დამთავრებული და იძახიან ჩემი კლიენტი არ დატოვებსო... მოდი იდი ნ...ით რა. არ დატოვებს კი არა უმრავლესობა პანჩურით უნდა გააგდო მართლა თუ არ წავა. რეალი კასილიასს, რონალდოს და ნებისმიერს შეელია ვინც არ ჩათვალა საჭიროდ და რა წააგო ბოლო წლებში კი ვხედავთ და ამათ მოხუცთა თავშესაფარში გონიათ თავი. რომელს აქვს ნეტა ხავიზე და ინიზე მეტი გაკეთებული რომ ებღაუჭებიან მესის ძმაკაცობას არ წაიღეს ტვინი. რონალდინიო გაუშვეს და თურმე სუარესი არ წავა....მესიან ბართომეიანა ყველა უნდა წავიდეს ვისაც მოტივაცია აღარ აქვს და თავს კლუბზე მაღლა აყენებს!

    👍 👍 👍 👍 👍 👍 👍 10000000000000000%

    1
    საიტზეა
    alen halilovic Culé [?]

    19 აგვისტო 2020 14:38

    ვინ იყო ისე ამის კონკურენტი, უმტიტი?
    ბუსკეტსი კი არ უნდა წავიდეს, სათადარიგოზე უნდა გადაბრძანდეს (თუ ფულს არ ვხამდებით). ტიპი ერთადერთია იმ ფილოსოფიიდან დარჩენილი და გასახდელში საჭიროა.
    პიკეს კიდე შეუძლია თამაში, მარა თუ მაგის ფუფუნება იქნება სათადარიგოზე უნდა დაჯდეს, კონკურენტი მაინც უნდა ყავდეს.
    ალბასთან მე პირადად (სპორტული კუთხით) პრეტენზიები არ მაქვს ასაკის გარდა.
    სუარესში ფულის აღება შეიძლება, მარა ყველაზე ნაღდი გასაყიდი ვინცაა იმას არ ყიდიან - გრიზმანს. კაი ფულსაც ავიღებდით და არ გვჭირდება საერთოდ, მარა არ ესმის აჩკარიჩკას

    2
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    19 აგვისტო 2020 14:32

    საღოლ მასკეს სამწუხაროა რომ ბარსას ყოფილი ლეგენდები და ფეხბურთელები ერიდებიან ისეთი განცხადებების გაკეთებას რომელიც ამ დროისთვის არის საჭირო ცუდია რომ მათი განცხადებები დიპლომატიური არის მასკეს კი საღოლ მართლაც
    იმედია მალე ხავი ინიესტა პუიოლი დანი ალვეზი ეტო ანრი და სხვა ფეხბურთელებიც უფრო აგრესიული განცხადებებით გამოვლენ

    6
    გასულია
    gaucho-gaucho Culé [?]

    19 აგვისტო 2020 13:25

    აი რაზე ვკაიფობ იცით? ყველას აგენტი გამოვიდა ბუსკეტსიდან დაწყებული და სუათი დამთავრებული და იძახიან ჩემი კლიენტი არ დატოვებსო... მოდი იდი ნ...ით რა. არ დატოვებს კი არა უმრავლესობა პანჩურით უნდა გააგდო მართლა თუ არ წავა. რეალი კასილიასს, რონალდოს და ნებისმიერს შეელია ვინც არ ჩათვალა საჭიროდ და რა წააგო ბოლო წლებში კი ვხედავთ და ამათ მოხუცთა თავშესაფარში გონიათ თავი. რომელს აქვს ნეტა ხავიზე და ინიზე მეტი გაკეთებული რომ ებღაუჭებიან მესის ძმაკაცობას არ წაიღეს ტვინი. რონალდინიო გაუშვეს და თურმე სუარესი არ წავა....მესიან ბართომეიანა ყველა უნდა წავიდეს ვისაც მოტივაცია აღარ აქვს და თავს კლუბზე მაღლა აყენებს!

    25
    გასულია
    ferreira10 ფანი [?]

    19 აგვისტო 2020 13:14

    მესი მომავალ ზავფზულს წავა.

    0
    გასულია
    getsby Culé [?]

    19 აგვისტო 2020 13:07

    სად ჩაურტყა ბუსის.დ მაგრამ არ მგონია ბუსის წასვლა გამოსავალი იყოს, ბარსას ფლანგებზე უფრო ჭირდება დავვის გაძლიერება და თან ისეთი ფეხბურთელები ჭირდება შეტევაშიც რომ ამწვავებდნენ.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV