რონალდ კუმანი პიკეს, ბუსკეტსსა და ალბას შეხვდება

  • 19-08-2020, 08:52
  • რონალდ კუმანი პიკეს, ბუსკეტსსა და ალბას შეხვდება

    AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" მომავალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ლიონელ მესის გარდა, კატალონიელთა კიდევ 3 ფეხბურთელს შეხვდება.

    მადრიდული გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს "ბლაუგრანას" ლიდერებთან კონკრეტული საკითხები აქვს გადასაწყვეტი.

    პიკესთან მიმართებაში მას აინტერესებს, არის თუ არა ფეხბურთელი მზად, იცხოვროს იმ სპორტული რეჟიმით, როგორითაც მისი თანაგუნდელები იცხოვრებენ. აქ საუბარია ცხოვრების წესის შეცვლაზე, რაც, მაგალითად, შუა სეზონში აშშ-ში გამგზავრებას გამორიცხავს.

    ბუსკეტსთან კუმანმა უნდა გაარკვიოს, მზადაა თუ არა ვეტერანი გუნდში სათადარიგო როლს შეეგუოს. გავრცელებული ინფორმაციით, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ნიდერლანდელის ფავორიტი მისი თანამემამულე ფრენკი დე იონგი იქნება. თუმცა, კუმანს მიაჩნია, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, ბუსკეტსს გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლია და მას აინტერესებს, შეძლებს თუ არა ესპანელი დამხმარე როლს შეეგუოს ისე, რომ გუნდისთვის პრობლემად არ იქცეს.

    ალბასთან კი კუმანს ის აქვს გასარკვევი, შეუძლია თუ არა 31 წლის მარცხენა მცველს კვლავ მაღალი კონცენტრაციით თამაში, რადგან ბოლო დროს ჟორდის, ამ მხრივ, პრობლემები ხშირად აქვს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    shagu წევრი [?]

    19 აგვისტო 2020 16:42

    ბუსკეცზე გამკვირვებია ხალხო, ასე ადვილად რომ იძახით გასაყიდიაო ვაბშე ტიპი ბარსას ხერეხემალია და რანაირად აკნინებთ ასე?? ფრენკი და ბუსი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შეიძლება ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობენ, მაგრამ ბუსი ვაფშე სხვა დონეაა...

    0
    გასულია
    alen halilovic Culé [?]

    19 აგვისტო 2020 14:41

    იმედია ეს თქვენი (ან უცხოელი ჟურნალისტების) ნაფიქრალი არაა და მართლა ესე ფიქრობს კუმანი, ლოგიკური შეფასებებია

    0
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    19 აგვისტო 2020 14:28

    მძორგლიკაზე რას აპირებს? იმედია ესეც არ მიჩმორდება მესისთან და გასაქონლებულ გამაზილავებულ სუარესს არ ატანტალებს მოედანზე

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 აგვისტო 2020 12:30

    პიკე გასაყიდია ეგ კარგა ხანია ფეხბურთის თამაშზე აღარ ფიქრობს უკვე ბუსი უეჭველი საკმზე უნდა დაჯდეს და ალბას ზამენობაც მოჟნა მარა მანამდე წესიერი შემცვლელი უნდა მოვიყვანოთ ან ტალიაფიკო ან გრიმალდო და ალბა ზამენიდან დაგვეხმაროს ხოლმე ძლიერი სკამიც აუცილებელია

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    19 აგვისტო 2020 11:29

    გასაგებია რომ ეს სამი ფეხბურთელი უნდა წავიდეს, მაგრამ გუნდში ერთი ცუდი რამ ხდება რასაც ყურადღებას არაბინ აქცევთ ამ სამი კაცის წასვლის შემდეგ გუნდს ძირითადში შესაძლოა ერთი ესპანელიც არ ყავდეს, რაც მთავარი პრობლემაა. დარწმუნებულები იყავით სანამ გუნდის ძირითად თერთმეტეულში 4 ესპანელი მეტი თუ არა არ იქნება ბარსას დნმ ვერ აღდგება და შესაბამისად მთავარი ტურნილზე ტიტულებს ვერ მოვიპოვებთ

    1
    გასულია
    MessiAbuTidze4848 ფანი [?]

    19 აგვისტო 2020 11:24

    თუ კარგი ტრანსფერები გაკეთდა , რთული არ იქნება პიკესა და ალბასაგან დამშვდობება ამ სეზონშივე, ალბას პოზიციაზე ტალიაფიკო ან გირმალდო შეიძლება მოვიყვანოთ , პიკეს ადგილას ტოდიბო ან უპამეკანო , დე ლიხს არ მოგვცემს იუვე , აი ბუსკეც საჭიროა სკამზე პლუს ვარჯიშებზე ბევრს ასწავლის სხვებს

    0
    გასულია
    Guro ფანი [?]

    19 აგვისტო 2020 11:04

    რომ ვუყურებ სწორი მიდგომა აქვს კუმანს.პიკეს უტრაკებს რაც მთავარია

    3
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    7coutinho7 გულშემატკივარი [?]

    19 აგვისტო 2020 10:52

    ციტატა: CHEPE
    ციტატა: Andres_Iniesta
    ბუსკეცი მაინც შეუცვლელი ფიგურაა ბარსასთვის

    მერე ყველამ გადაგვირბინა გადმოგვირბინა წავიდა უკვე ამათი დრო და უნდა შეეგუონ ინიესტა რომ ვერ ქაჩავდა ადგადა წავიდა, ხავიმაც თავის თავი ამოწურა და წავიდა ფული აკეთა დარჩენილი წლები და რამდენი ხანი იქნება ბუსკეცი ეხლა ბარსაში 22 წლის ბიჭი კიაღარაა

    ზუსტად მაგიტომ უნდა დავაფასოთ ბუსი :) ძალიან უყვარს ბარსა და ყოველთვის დიდი ინტელექტი ამოძრავებდა მას ყველაზე გამორჩეული ფიგურა დღეს დღეობით ბუსკეცია ბარსაში ტიპი არც თავს გადაჯ.... ბევრს არ ლაპარაკობს სოციალურ ქსელებით არ ერთობა წვეულებებზე არ დადის და არ იკიდებს საქმეს დანარჩენს უნდა მოსდო ერთი ორი შემოლაწუნება და ყურების აწევაა საჭირო მესი რავი ტიპი მხოლოდ ოჯახის კაცი გახდა 🤣🤣🤣 ძაან მიყვარს და ვაფასებ ჩემი კუკირია მარა როგორც კაპიტანი უნდა გაბედონ და სხვა ვინმეს მიცენ უფრო ტერ შტეგენს და ხმა უნდა ამოიღოს ვინმემ გააამხნევოს გასახდელში ჩაკუკულები რო ზიან ხოლმე და ხელი რო აქვთ ჩაქნეული ყველაფერზე კაპიტანი რისთვისღაა მხოლოდ სამკლაურინ ხოარაა და მსაჯთან ლაპარაკი ჯარიმების დროს პირიქით თუ საჭიროა უნდა დაყვიროს ცივსისხლიანად ეს ყველაფერი მესის არ აქვს და სხვას რო გადაეცეს ამდენს მესის ვერ უბედავენ ჩემი აზრით ეს უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში ყველა ჩუმადააა და რატო?? იმიტო რო მესსის ავტორიტეტულობა განაპირობებს ამას ჩემი აზრით ან უნდა მოისპოს ეს და გუნდი წინ ეავა უფრო ან მესსის დროა რომ წავიდეს სადმე სიტიში ან რავი ...

    1
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    19 აგვისტო 2020 10:48

    კომენტარებს გადავხედე და მეც მასე მიმაჩნია ბუსკეცმა ამოწურა საკუთარი თავი და სჯობს კარგად დაემშვიდობოს გუნდს და კარგად დაგვამახსოვროს თავი ვიდრე უფრო განუცდია რეგრესი

    1
    გასულია
    Giorgi99 წევრი [?]

    19 აგვისტო 2020 10:32

    მოაშორონ სამივე

    2
    --------------------
    ⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽ 🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅🎅👻👻👻👻👻👻👻
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    19 აგვისტო 2020 09:33

    ბუსკეტს არა მგონია რამე პრეტენზია ქონდეს ზამენაზე ჯდომის როცა საჭირო იქნება შემოვა ალბა კი გასაყიდია

    5
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    საიტზეა
    Lasho წევრი [?]

    19 აგვისტო 2020 09:12

    ალბა გასაშვებია.. ბუსი ზამენაზე მშვენიერია.. შემოვა და დაალაგებს ხოლმე ნახევარდაცვას საჭიროების შემთხვევაში..

    თუ კარგი მცველი იყიდეს პიკეც გაუშვან

    13
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    19 აგვისტო 2020 09:01

    ბუსკეცი მაინც შეუცვლელი ფიგურაა ბარსასთვის

    3
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV