კრიზისი, ცვლილებები და გეგმები: ჟოზეპ მარია ბართომეუს სრული ინტერვიუ

კრიზისი, ცვლილებები და გეგმები: ჟოზეპ მარია ბართომეუს სრული ინტერვიუ

სულ ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ Barça TV-ს ინტერვიუ მისცა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. 

"ბოლო რამდენიმე საათი ძალიან დაძაბული იყო. სიტუაციის გამოსწორებისთვის ბევრს ვშრომობდი. 

გადავწყვიტე, რომ ახლა არ გადავდგე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ლა ლიგის დაწყებამდე მხოლოდ 5 კვირაა დარჩენილი. გადადგომა ადვილი იქნებოდა, მაგრამ მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ამას არ გავაკეთებ. არჩევნების 15 მარტს ჩატარება საუკეთესო ვარიანტი იყო. 

აბიდალმა წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ და მადლობას ვუხდით იმისთვის, რაც კლუბში მუშაობის პერიოდში ჩვენთვის გააკეთა. 

პრობლემა ინსტიტუციური და ეკონომიკური არ არის - პრობლემა სპორტული პროექტია. მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ გვაქვს, კლუბში კრიზისი არ არის. კრიზისი მხოლოდ სპორტულ პროექტშია და ეს უნდა გამოვასწოროთ.

ცვლილებების განხორციელება ჯერ კიდევ "ენფილდის" შემდეგ უნდა დაგვეწყო. მაშინ მე ჩავთვალე, რომ აჯობებდა, ფეხბურთელებისა და დირექტორებისთვის ერთი შანსი მიმეცა. 

"ბარსელონას" მოთამაშეების ნაწილს მეტი შანსი აღარ მიეცემა. იქნება ცვლილებები და გვეყოლება ახალი ლიდერები, რომლებიც გუნდს წარმატებისკენ გაუძღვებიან. 

ვიცი, რომ ლიონელ მესის კარიერის "ბარსელონაში" დასრულება სურს. მას და მამამისს ხშირად ვესაუბრები. მესი იმედგაცრუებული იყო, ისევე როგორც ყველა, მაგრამ ახლა ტკივილი უნდა დავივიწყოთ და განვითარებაზე ვიფიქროთ. კუმანი ახალი გუნდის მესის ირგვლივ აშენებას აპირებს. მისი კარიერა "ბლაუგრანას" რამდენიმე ერას მოიცავდა, ახლა კი კიდევ ერთი დაიწყება. 

ნეიმარი? დაბრუნება რთული იქნება, რადგან მისი კლუბი ტრანსფერით დაინტერესებული არ არის. წინა სეზონში მათთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებით მილანის "ინტერთან" მოლაპარაკებები გვქონდა, მაგრამ შემდეგ ტურნირები განახლდა და კონტაქტი აღარ შემდგარა. ვნახოთ, რა მოხდება. ტრანსფერებისთვის საკმარისი ფული გვაქვს, თუმცა ხელფასები პრობლემაა. გამორიცხული არაა, რომ ზოგ ფეხბურთელს ხელფასი შეუმცირდეს. 

ანსუ ფატისთან დაკავშირებით შემოთავაზება გვქონდა, მაგრამ ის არ იყიდება. 

ვფიქრობ, გრიზმანის შეძენა კარგი ინვესტიცია იყო. მისი ტრანსფერი კოუტინიოსა და დემბელესგან განსხვავებული იყო. თუ მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, კოუტინიო დარჩება. დემბელეს მიერ თავისი პოტენციალის გამოვლენას ჯერ კიდევ ველით. 

ტერ შტეგენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მას, უბრალოდ, კარანტინის დროს მოლაპარაკებების შეჩერება სურდა. ის შესანიშნავი ადამიანია. 

პედრი და ტრინკაუ არიან ფეხბურთელები, რომელთა შესახებაც თითქმის არაფერი იყო ცნობილი, სანამ ისინი ჩვენს რადარზე გამოჩნდებოდნენ. რა თქმა უნდა, მათ მიმართ ძალიან მომთხოვნები არ ვიქნებით და დავაკვირდებით, როგორ გაიზრდებიან. უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომლებიც მათ სანაცვლოდ იმაზე ორჯერ მეტს იხდიან, რაც ჩვენ გადავიხადეთ, თუმცა ისინი "ბარსელონაში" დარჩებიან. 

"ბარსას" ახლანდელი ბორდიდან, ამ მომენტისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატებზე არავინ ფიქრობს. ახლა ამისთვის არ გვცალია. 

ფინანსური სიტუაცია, COVID-19-ის გამო, გართულებულია. 200 მილიონი ევროთი ვიზარალეთ. მუშაობა უჩვეულო პირობებში გვიწევს, მაგრამ ხარჯს აუცილებლად სწორად გავანაწილებთ. 

წლევანდელი შემოსავლების გათვალისწინებით, "კამპ ნოუს" რენოვაციის პროექტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. სამუშაოები მალე განახლდება. მომდევნო ზაფხულში, სტადიონის ირგვლივ უკვე ამწეები იმოძრავებენ. 

"ბაიერნთან" 2-8-ზე პასუხისმგებლობა კლუბის ხელმძღვანელებს ეკისრებათ, ისევე, როგორც გასახდელის წევრებს.  

რონალდ კუმანის დანიშვნას მალე გავაოფიციალურებთ. ოფიციალურ ანონსს ყველანი მოუთმენლად ველით (იცინის). მისი გამოცდილების და იმის გამო ვენდობით, რომ ის "ბარსელონას" ფილოსოფიის მიმდევარია. ახალი მწვრთნელის ძიება ჯერ კიდევ დეკემბერში დავიწყეთ და კუმანზე მაშინაც ვფიქრობდით, მაგრამ ის ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად იყო. 

პროექტის ხელმძღვანელებს შორის რამონ პლანესიც იქნება, რომელიც ერიკ აბიდალს შეცვლის.  

ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფეხბურთელები არ იღებენ. რა თქმა უნდა, კონსულტაციას ყველასთან გავდივარ, მაგრამ ბოლო სიტყვა ყოველთვის მე მეკუთვნის.

რამდენიმე მოთამაშეს უახლოეს დღეში შევხვდები. მათ იციან, რომ ეს "კამპ ნოუზე" მათი ბოლო სეზონი იყო. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქციეს, მაგრამ ახლა დამშვიდობების დროა და მათ საშუალებას მივცემთ, კლუბი ღირსეულად დატოვონ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი გულშემატკივრები ნამდვილად აღტაცებით უნდა შეხვდნენ - "ლა მასიას" ბევრად უფრო დიდი დატვირთვა ექნება. 

აკადემია ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო დროს პირველ გუნდში თავი ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა მოიყარა. მომავალში, ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ, გუნდის ბირთვში მესი, დე იონგი, ლანგლე, სემედუ, გრიზმანი და დემბელე იქნებიან. შანსი გუნდის ისეთ მოთამაშეებსაც მიეცემათ, როგორებიც არიან მონჩუ, ინიაკი პენია და ილაიშ მორიბა. 

გუნდს გარდატეხის ეტაპი არ ექნება. მომდევნო სეზონიდან ისევ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ". - განაცხადა ბართომეუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #18 19 აგვისტო 2020 18:23
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ლაპარაკი იცის ქვის გულს მოგილბობს მარა საქმე საქმეზდ რო მიდგება ჩაგისვრის ოცნებებში

    რაც შეეხება ტრანსფერებს

    გასაყიდია: რაკიტიჩი ვიდალი რობერტო ფირპო სუარესი ბრაიტვაიტი რაფინია მირანდა ალენია ნეტუ ვაგე ემერსონი კოუტინიო(თუ ვან დე ბეეკი მოვიყვანეს)
    საყიდელია: ნეიმარი გარსია უპამეკანო ვან დე ბეეკი ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი
    დასაბრუნებელია: მატეუშ ფენანდესი
    დასაწინაურებელი: პუჩი ინიაკი პენია

    მეკარე: შტეგენი პენია

    დაცვა: სემედუ გარსია უპამეკანო ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი პიკე ლენგლე ალბა

    ნახევარ დაცვა: პიანიჩი დე იონგი ვან დე ბეეკი პუჩი ბუსკეცი მატეუშ ფერნანდესი პედრი

    შეტევა: მესი გრიზმანი ნეიმარი დემბელე ფატი ტრინკაო

    ალენია უნდა დატოვონ დანარჩენში გეთანხმები

    ციტატა: MESSI 2017

    დასაწინეურებელში მონჩუც მაიმატე

    და დასაბრუნებლებში ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა

    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    kule samudamod

    alenya the talent, puig isn't the talent.

    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #17 19 აგვისტო 2020 14:25
    0
    ტიპი ბაიბურში არაა... მეშინია ტყვია არ დააჭედოს შუბლში ვინმემ
    ისე რომელიმე კანდიდატი კამპ ნოუს რეკონსტრუქციაზე ამბობს რამეს? მე ძალიან არ მომწონს ერთი შეხედვით ეგ პროექტი, მიმდინარე "მილანიზაციის" ერთ-ერთი პუნქტი მგონია. ლაპორტას იმედი მაქვს

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    შენ რომ უნდა გადადგე ეს ფაქტია, რადგან 5 წელიწადში (ნუ 2015 წელს თუარ ჩავთვლოთ) გუნდმა უბრალოდ წესიერი ნაბიჯები ვერ გადადგა
    2016 წელი - 2015 წლის ტრიუმფის მერე საჭირო იყო დავრჩენილიყავით ისევ მაღალ პოზიციაზე,რადგან გუნდს ჰქონდა რესურსი კონკრეტულად კი საკმაოდ ძლიერი შეტევა, მაგრამ წარმოიშვა პრობლემები, კერძოდ დაცვაში და სხვათაშორის მაშინაც აშკარა იყო და ეს პოზიცია ბარსასთვის სულ თავის ტკივილი იყო, მაგრამ რეაგირება ნოლი, ამავე წლის წინ გუნდმა გაყიდა სათადარიგოს კაცი (პედრო) ანუ სეზონს შეხვდა სათადარიგოს გარეშე,ჩემი აზრით, ბარსელონა როცა ხარ სანდრო,მუნირი,არდა თურანი, უბრალოდ არ უნდა აღიქვა იმ კატეგორიად რომელსაც თამაშში შემოუშვებ და რამეს შეცვლის ანუ 2016 წელს მოხდა ყველაზე რეალური რამ, გუნდი ფრინავდა, მაგრამ გადაიწვა (სათადარიგოს არ ყოლის გამო) და უაზროდ გამოვარდით ატლეტიკოთან,სადაც ყველაზე რეალური შანსი გუნდს ქონდა ლიგის დადების
    2017 წელი - წინა წლისგანგანსხვავებით გუნდმა ტრანსფერები გააკეთა,მაგრამ უდიდესი შეცდომა დაუშვა,იმის მაგივრად, რომ გუნდში რეალური ტრანსფერი განეხორციელებინათ, იყიდეს ფეხბურთელები,რომელთაც უბრალოდ ბევრი ისეთი ბარიერი დახვდებოდათ კლუბში რომ გინდა არ გინდა ადაპტაციისთვის მაინც დაჭირდებოდათ ერთი სეზონი,ანუ ბარსასთვის შეუფერისი მოთამაშეებით გატენეს გუნდი, რო ვიყოთ აიაქსი მესმის,მაგრამ გუნდში როცა შედეგი არაუმეტეს იმ წელს გინდა, ვინმე ძლიერი უნდა იყიდო , ანუ აქაც საბოლოოდ ტრანსფერებმა არ გაამართლა,გუნდმაც ჩაისვარა ხო თან იმ წელს მარცხენა მცველის გარეშე დავრჩით ნუ რეალური მარცხენა მცველის გარეშე
    2018წელი- გუნდისთვის ამ მომენტისთვის საბოლოოდ გარდამტეხი წელი, ბარსა გადაიქცა პრაგმატულ გუნდათ,ანუ რისთვისაც გვიყვარს ბარსა ის ბარსა მოკვდა/მოკლეს და დაინიშნა ვალვერდე, რის საფუძველზე ? დღემდე გაუგებარია თამშის სტილით შეუსაბამო, მიღწევებით შეუსაბამო, გამოცდილებით შეუსაბამო,დიდ კლუბებში მუშაობით შეუსაბამო ,არც საფეხბუთო კარიერის დროს წყვეტდა ვარსკვლავებს და თან გაუშვეს გუნდის ბირთვი და უდიდესი ძალა ნეიმარი და რა ქნეს ? იყიდეს დემბელე,რაც არ უნდა მოგწონდეს დემბელე და ჯერჯერობით ღირებულს ვერაფერს აკეთებს გარდა რამდენიმე გოლისა და თან ძნელია ნეიმარის შეცვლა დემბელეთი. ამას დაემატა ,,საოცარი” ტრანსფერი პაულინიოს სახით, კი ბევრს აჯობა იმ სეზონში,მაგრამ რეალურ ბარსაში მისი ადგილი არიყო ხო ამას დაემატა კოუტინიო რომელიც ვერ გამოიყენეს დაფაქტობრივად ფული წყალში გადაყარეს და ამ წელსაც საშინლად შევრცხვით 3-0 დაგვიქამბექა რომამ.
    2019 წელი- ისევ ვალვერდე და ისევ პრობლემები სეზონის სტარტზე,მაგრამ მეორე შანსი მიეცა ყველა ფიქრობდა და მათშორის მეც, რომ რომასთან მარცხი ერთგვარი მაგალითი იქნებოდა, მაგრამ არა, ისევ ის საზიზღარი ფეხბურთი შემოგვახვია თავს და აშკარა გახადა,რომ გუნდში დიდი პრობლემა იდგა 4-0 საოცრად შევრცხვით ისევ და ბარსელონას აერტყა ქამბექლონას სახელი არა იმიტომ,რომ 6-1 დავუქამბექეთ პესეჟეს, არამედ ბევრჯერ დაგვიქამბექეს, ბოლო 4 სეზონში 3-ჯერ
    2020 წელი- საკმაოზე აშკარაა პრობლემები, გუნდი ლა ლიგაში ძაან ცუდად იწყებს სტარტს,უშვებს კოუტინიოს და ზამთარში ატლეტიკოსთან და მერებილბაოსთან ვარდება თასიდან,საბოლოოდ მოგვშორდა ვალვედე და თითქოს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ არა უარესი დაინიშნა, ყველას ეგონა, რომ ის იყო ახალი მესია , კრუიფის შთამომავალი, მაგრამ არა ყველაზე ცუდი მწვრთნელი, ადამიანი, რომელმაც არ იცის რა უნდა, რას თამაშობს, მისი ასისტენტიც, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არავინაა საფეხბურთო სამყაროში, მესის უყვირის და გუნდს რაღაცას არიგებს , ცოტა სასაცილოა და საბოლოოდ დაგვირგვინა ბარსელონამ მისი უკუნისში ყოფნა 8-2 ით საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გუნდში არარაობები სუფევენ და ვფიქრობ ჯობდა მართლა ასე წაგვევო და მალევე მომხდარიყო რეაგირება, რადგან 8-2ს ვერ დაარქმევ არ გაგვიმართლა და წავაგეთს 8-2 არის კატასტროფა !!! ესეთი ანგარიშით ბარსასთან უსუსტეს გუნდს, რომ წაეგო დაუყონებლივ წავიდოდა იმ გუნდის მწვრთნელი და ამიტომ დადებითიც აქვს ამ წაგებას, რომ ბევრ რამე გახადა უფრო აშკარა ამ წაგებამ და ვფიქრობ, საბოლოო დაცემა გუნდს დაეხმარება ფეხზე წამოდგეს თუ სათანადოდ დაეხმარებიან მას და ეს წაგება ბევრად უფრო ძლიერს გახდის ბარსას და იმედია მომავალ წელს იმაზე უფრო ძლიერი ბარსა დაბრუნდება ვიდრე ოდესმე, რადგან გუნდში გვყავს მესი, რომელსაც არ დარჩენია დიდი დრო და სანამ ის არის გუნდში,უნდა შევძლოთ და დავიბრუნოთ ის ადგილი რაც გვეკუთვნის, რადგან ჩვენ ვართ ბარსა და მჯერა, რომ ამ გუნდს მიუხედავად ამდენი პრობლემისა მაინც შეუძლია წარმატების მოპოვება.

    გეთანხმები ყველაფერში 2 რამის გარდა:
    1. სეტიენზე ცოტა სხვა სიტუაციაა ჩემი აზრით
    და 2. შემდეგ წელს არ ვიცი რა უნდა მოხდეს განსხვავებული ამ სტატიის შემხედვარე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 19 აგვისტო 2020 10:11
    4
    ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას მაგონებს ამის ლაპარაკი.
    Culé [?]
    #15 19 აგვისტო 2020 08:12
    1
    M10 S9 D11,
    გასაგდებია *ლენგლეც და არაუხო დასაწინაურებელი
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #14 19 აგვისტო 2020 07:30
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ლაპარაკი იცის ქვის გულს მოგილბობს მარა საქმე საქმეზდ რო მიდგება ჩაგისვრის ოცნებებში

    რაც შეეხება ტრანსფერებს

    გასაყიდია: რაკიტიჩი ვიდალი რობერტო ფირპო სუარესი ბრაიტვაიტი რაფინია მირანდა ალენია ნეტუ ვაგე ემერსონი კოუტინიო(თუ ვან დე ბეეკი მოვიყვანეს)
    საყიდელია: ნეიმარი გარსია უპამეკანო ვან დე ბეეკი ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი
    დასაბრუნებელია: მატეუშ ფენანდესი
    დასაწინაურებელი: პუჩი ინიაკი პენია

    მეკარე: შტეგენი პენია

    დაცვა: სემედუ გარსია უპამეკანო ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი პიკე ლენგლე ალბა

    ნახევარ დაცვა: პიანიჩი დე იონგი ვან დე ბეეკი პუჩი ბუსკეცი მატეუშ ფერნანდესი პედრი

    შეტევა: მესი გრიზმანი ნეიმარი დემბელე ფატი ტრინკაო

    ვა შენ და ნეიმარი? მიხვდი ხო ნეიმარის გარეშე რო ტრაკში ვართ
    Culé [?]
    #13 19 აგვისტო 2020 02:31
    2
    მოკლედ შენი მჭერმეტყველი დედა მოვხან ბართუშა
    Culé [?]
    #12 19 აგვისტო 2020 01:40
    4
    შენ რომ უნდა გადადგე ეს ფაქტია, რადგან 5 წელიწადში (ნუ 2015 წელს თუარ ჩავთვლოთ) გუნდმა უბრალოდ წესიერი ნაბიჯები ვერ გადადგა
    2016 წელი - 2015 წლის ტრიუმფის მერე საჭირო იყო დავრჩენილიყავით ისევ მაღალ პოზიციაზე,რადგან გუნდს ჰქონდა რესურსი კონკრეტულად კი საკმაოდ ძლიერი შეტევა, მაგრამ წარმოიშვა პრობლემები, კერძოდ დაცვაში და სხვათაშორის მაშინაც აშკარა იყო და ეს პოზიცია ბარსასთვის სულ თავის ტკივილი იყო, მაგრამ რეაგირება ნოლი, ამავე წლის წინ გუნდმა გაყიდა სათადარიგოს კაცი (პედრო) ანუ სეზონს შეხვდა სათადარიგოს გარეშე,ჩემი აზრით, ბარსელონა როცა ხარ სანდრო,მუნირი,არდა თურანი, უბრალოდ არ უნდა აღიქვა იმ კატეგორიად რომელსაც თამაშში შემოუშვებ და რამეს შეცვლის ანუ 2016 წელს მოხდა ყველაზე რეალური რამ, გუნდი ფრინავდა, მაგრამ გადაიწვა (სათადარიგოს არ ყოლის გამო) და უაზროდ გამოვარდით ატლეტიკოთან,სადაც ყველაზე რეალური შანსი გუნდს ქონდა ლიგის დადების
    2017 წელი - წინა წლისგანგანსხვავებით გუნდმა ტრანსფერები გააკეთა,მაგრამ უდიდესი შეცდომა დაუშვა,იმის მაგივრად, რომ გუნდში რეალური ტრანსფერი განეხორციელებინათ, იყიდეს ფეხბურთელები,რომელთაც უბრალოდ ბევრი ისეთი ბარიერი დახვდებოდათ კლუბში რომ გინდა არ გინდა ადაპტაციისთვის მაინც დაჭირდებოდათ ერთი სეზონი,ანუ ბარსასთვის შეუფერისი მოთამაშეებით გატენეს გუნდი, რო ვიყოთ აიაქსი მესმის,მაგრამ გუნდში როცა შედეგი არაუმეტეს იმ წელს გინდა, ვინმე ძლიერი უნდა იყიდო , ანუ აქაც საბოლოოდ ტრანსფერებმა არ გაამართლა,გუნდმაც ჩაისვარა ხო თან იმ წელს მარცხენა მცველის გარეშე დავრჩით ნუ რეალური მარცხენა მცველის გარეშე
    2018წელი- გუნდისთვის ამ მომენტისთვის საბოლოოდ გარდამტეხი წელი, ბარსა გადაიქცა პრაგმატულ გუნდათ,ანუ რისთვისაც გვიყვარს ბარსა ის ბარსა მოკვდა/მოკლეს და დაინიშნა ვალვერდე, რის საფუძველზე ? დღემდე გაუგებარია თამშის სტილით შეუსაბამო, მიღწევებით შეუსაბამო, გამოცდილებით შეუსაბამო,დიდ კლუბებში მუშაობით შეუსაბამო ,არც საფეხბუთო კარიერის დროს წყვეტდა ვარსკვლავებს და თან გაუშვეს გუნდის ბირთვი და უდიდესი ძალა ნეიმარი და რა ქნეს ? იყიდეს დემბელე,რაც არ უნდა მოგწონდეს დემბელე და ჯერჯერობით ღირებულს ვერაფერს აკეთებს გარდა რამდენიმე გოლისა და თან ძნელია ნეიმარის შეცვლა დემბელეთი. ამას დაემატა ,,საოცარი” ტრანსფერი პაულინიოს სახით, კი ბევრს აჯობა იმ სეზონში,მაგრამ რეალურ ბარსაში მისი ადგილი არიყო ხო ამას დაემატა კოუტინიო რომელიც ვერ გამოიყენეს დაფაქტობრივად ფული წყალში გადაყარეს და ამ წელსაც საშინლად შევრცხვით 3-0 დაგვიქამბექა რომამ.
    2019 წელი- ისევ ვალვერდე და ისევ პრობლემები სეზონის სტარტზე,მაგრამ მეორე შანსი მიეცა ყველა ფიქრობდა და მათშორის მეც, რომ რომასთან მარცხი ერთგვარი მაგალითი იქნებოდა, მაგრამ არა, ისევ ის საზიზღარი ფეხბურთი შემოგვახვია თავს და აშკარა გახადა,რომ გუნდში დიდი პრობლემა იდგა 4-0 საოცრად შევრცხვით ისევ და ბარსელონას აერტყა ქამბექლონას სახელი არა იმიტომ,რომ 6-1 დავუქამბექეთ პესეჟეს, არამედ ბევრჯერ დაგვიქამბექეს, ბოლო 4 სეზონში 3-ჯერ
    2020 წელი- საკმაოზე აშკარაა პრობლემები, გუნდი ლა ლიგაში ძაან ცუდად იწყებს სტარტს,უშვებს კოუტინიოს და ზამთარში ატლეტიკოსთან და მერებილბაოსთან ვარდება თასიდან,საბოლოოდ მოგვშორდა ვალვედე და თითქოს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ არა უარესი დაინიშნა, ყველას ეგონა, რომ ის იყო ახალი მესია , კრუიფის შთამომავალი, მაგრამ არა ყველაზე ცუდი მწვრთნელი, ადამიანი, რომელმაც არ იცის რა უნდა, რას თამაშობს, მისი ასისტენტიც, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არავინაა საფეხბურთო სამყაროში, მესის უყვირის და გუნდს რაღაცას არიგებს , ცოტა სასაცილოა და საბოლოოდ დაგვირგვინა ბარსელონამ მისი უკუნისში ყოფნა 8-2 ით საბოლოოდ გამოჩნდა, რომ გუნდში არარაობები სუფევენ და ვფიქრობ ჯობდა მართლა ასე წაგვევო და მალევე მომხდარიყო რეაგირება, რადგან 8-2ს ვერ დაარქმევ არ გაგვიმართლა და წავაგეთს 8-2 არის კატასტროფა !!! ესეთი ანგარიშით ბარსასთან უსუსტეს გუნდს, რომ წაეგო დაუყონებლივ წავიდოდა იმ გუნდის მწვრთნელი და ამიტომ დადებითიც აქვს ამ წაგებას, რომ ბევრ რამე გახადა უფრო აშკარა ამ წაგებამ და ვფიქრობ, საბოლოო დაცემა გუნდს დაეხმარება ფეხზე წამოდგეს თუ სათანადოდ დაეხმარებიან მას და ეს წაგება ბევრად უფრო ძლიერს გახდის ბარსას და იმედია მომავალ წელს იმაზე უფრო ძლიერი ბარსა დაბრუნდება ვიდრე ოდესმე, რადგან გუნდში გვყავს მესი, რომელსაც არ დარჩენია დიდი დრო და სანამ ის არის გუნდში,უნდა შევძლოთ და დავიბრუნოთ ის ადგილი რაც გვეკუთვნის, რადგან ჩვენ ვართ ბარსა და მჯერა, რომ ამ გუნდს მიუხედავად ამდენი პრობლემისა მაინც შეუძლია წარმატების მოპოვება.
    Culé [?]
    #11 19 აგვისტო 2020 00:23
    1
    ციტატა: kingarturo
    დამიჯერე კუმანი უკეთესია ბარსასთვის, იმიტო რო ბარსელონას გაცილებით უკეთ იცნობს და უფრო ავტორიტეტია. ვერ გაიგებ ნაგელსმანი რო მოიყვანო ბარსაში, სულ სხვა დონე და მოთხოვნილებებია აქ და საერთოდ ნუ გამორიცხავ ვერაფერი გააკეთოს.

    ჰო არა რას გამორიცხავ, სუარესს რო ტრაკის განძრევას მოთხოვს და მესი წაუგდებს ცხვირს მაგის გამო და იტუვის მაგას ვინ კითხავს პროფესიონალების საქმეში ჩარევასო, იასნია იქ უკვე საერთო ატმოსფერო ჩამყაყებულია

    ციტატა: Don_Andresito
    გეთანხმები მარაა მეეჭვება 33 წლის ბიჭმა თავისზე უფროს გაბლატავებულ ფეხბურთელებს დისციპლინა ასწავლოს. ერთ 5 წელში მოვიდეს.

    ასწავლის კიარა მეტსაც უზამს თუ ბორდის მხარდაჭერა ექნება, მარა ეგენი პიკეს თუარ შეუძვრენ ტრაკში და გამოლოკეს შაკირა ისე როგორ იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 19 აგვისტო 2020 00:14
    11
    ჯერ ასეთი უთავმოყვარეო პრეზიდენი როგორ უნდა ყავდეს ბარსას, რა ნეიმარი ხალხო, რა ნეიმარი. იმ დროს როცა გუნდში კრიზისი იწყებოდა და მაშინ გვჭირდებოდა ყველაზე მეტად კარგი შეტევა და ახალი ლიდერები, ნეიმარიც მაქეთკენ მიდიოდა, ადგა და გუნდიდან გაიპარა, რასაც ქვია გაიპარა და მაგაში ბართოს ვერ დავადანაშაულებთ, ახალი კონტრაქტი ქონდა, უმაღლესი ხელფასი და ყველა პირობა რო აქ დარჩენილიყო თუმცა გადამწყვეტ მომენტში უღალატა გუნდს და გაიქცა. ახლა კიდე ზოგი ნეიმარის დაბრუნებას მისტირის და თურმე ეს აჩკარიკაც იგივეს ცდილობს, თვითონ უთავმოყვარეო და უპრინციპოა და გუნდიც იგივე მიმართულებით წაიყვანა და შედეგიც სახეზეა.
    [?]
    #9 19 აგვისტო 2020 00:07
    3
    ციტატა: Clever liar
    დაამთავრა ლაიფციგმა ფართხალი, დასანანია რო ნაგელსმანზე ჭორიც არ ყოფილა :)) არადა ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად გერმანული დისციპლინა და კანონმორჩილება

    გეთანხმები მარაა მეეჭვება 33 წლის ბიჭმა თავისზე უფროს გაბლატავებულ ფეხბურთელებს დისციპლინა ასწავლოს. ერთ 5 წელში მოვიდეს.
    წევრი [?]
    #8 19 აგვისტო 2020 00:06
    3
    kingarturo,
    ვაფშე ნეიმართან მაგის სახელის ხსენება რატომ არის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 აგვისტო 2020 00:04
    4
    ლაპარაკი იცის ქვის გულს მოგილბობს მარა საქმე საქმეზდ რო მიდგება ჩაგისვრის ოცნებებში

    რაც შეეხება ტრანსფერებს

    გასაყიდია: რაკიტიჩი ვიდალი რობერტო ფირპო სუარესი ბრაიტვაიტი რაფინია მირანდა ალენია ნეტუ ვაგე ემერსონი კოუტინიო(თუ ვან დე ბეეკი მოვიყვანეს)
    საყიდელია: ნეიმარი გარსია უპამეკანო ვან დე ბეეკი ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი
    დასაბრუნებელია: მატეუშ ფენანდესი
    დასაწინაურებელი: პუჩი ინიაკი პენია

    მეკარე: შტეგენი პენია

    დაცვა: სემედუ გარსია უპამეკანო ტალიაფიკო/გრიმალდო დესტი პიკე ლენგლე ალბა

    ნახევარ დაცვა: პიანიჩი დე იონგი ვან დე ბეეკი პუჩი ბუსკეცი მატეუშ ფერნანდესი პედრი

    შეტევა: მესი გრიზმანი ნეიმარი დემბელე ფატი ტრინკაო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 აგვისტო 2020 23:58
    5
    Psg moigebs ligas
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Culé [?]
    #5 18 აგვისტო 2020 23:57
    3
    კაროჩე თქვა ამ წურბელამ რომ ბებრებს გაუშვებენ და ახალგაზრდებს მიეცემათ შანსი. იმედია შეასრულებს თავის სიტყვას და პრო ჭულად არ წავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 აგვისტო 2020 23:54
    7
    რა ლანგლე, საშუალო დონის მცველია, მაგაზე იმედებს რანაირად ამყარებს, ან ეს გრიზმანი არარის ბარსას სტილი, მოკლედ ისევ მისას უბერავენ ესენი, 1 წელიც და მოშორდებიან სამუდამოდ ბარსას, იქნებ შემდეგ მაინც გვეშველოს
    Culé [?]
    #3 18 აგვისტო 2020 23:49
    9
    დაამთავრა ლაიფციგმა ფართხალი, დასანანია რო ნაგელსმანზე ჭორიც არ ყოფილა :)) არადა ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად გერმანული დისციპლინა და კანონმორჩილება
    Culé [?]
    #2 18 აგვისტო 2020 23:48
    2
    ლაპარაკში მტ ყნელი ხარ რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აგვისტო 2020 23:45
    2
    იმედისმომცემი ინტერვიუ იყო, სადაც ყველაზე მეტად გამოსაყოფია:
    1. "ლა მასიის" დატვირთვა და კლუბის ფილოსოფიის დაბრუნება;
    2. ზოგიერთი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება.
    --------------------
    GRACIES JOHAN...