მარსელო ბეჩლერი ფიქრობს, რომ ლეო მესი "ბარსელონადან" წავა

მარსელო ბეჩლერი ფიქრობს, რომ ლეო მესი "ბარსელონადან" წავა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი, რომელმაც 2017 წელს ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი პირველმა ივარაუდა, ფიქრობს, რომ კატალონიური კლუბის კაპიტანი ლიონელ მესი გუნდს დატოვებს.

"ლეო მესიმ სეზონის დასაწყისში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო არა გრძელვადიანი კონტრაქტი ან ფული, არამედ მყარი პორქტი. დიდი ალბათობით, ის "ბარსელონას" დატოვებს, თუ სხვა პროექტი გამოჩნდება.

მესი ყოველთვის ფიქრობდა, რომ "ბარსელონა" ერთი მთლიანი რამ იყო, მაგრამ ის ახლა, შესაძლოა, მიიჩნევს, რომ რაღაცები "ბარსელონას" გარეშე მოხდეს. ლეო შეიძელბა წავიდეს და ტიტულების მოგებას კატალონიური გუნდის გარეშე შეეცადოს.

მესი ბრაზობს ხელმზღვანელობაზე, იმედგაცრუებულია კლუბით და მას ახლა წასვლა სურს. "ბარსა" პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან იგი სოლიდურ პროექტს ვერ სთავაზობს და ვეღარ ეხმარება ლეოს.

ვფიქრობ, "ბარსას" არ უნდა, რომ მესი ბედნიერი არ იყოს. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც არგენტინელმა კატალონიელებს მისცათ, მათ არ სურთ, რომ ლეო აქ პატიმარივით იყოს", - ციტირებს ბეჩლერის სიტყვებს Football Ranks.

ბრაზილიელი ჟურნალისტი, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ უტიტულო სეზონი და ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურება ის მთავარი მიზეზებია, რომელთა გამოც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა აზრი შეიცვალა.

ლიონელ მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი "ბლაუგრანას" მომავალ ზაფხულში უფასოდ დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 18 აგვისტო 2020 23:42
    0
    მო....ან ფიქრები მესი არ წავა არსად
    sandro barca
    სტუმარი [?]
    #2 18 აგვისტო 2020 23:39
    0
    2-8 წავა?არა ეგ გამორიცხულია!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აგვისტო 2020 23:35
    0
    მიგიცენზურე ფიქრები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued