რონალდ კუმანი - მეხუთე ჰოლანდიელი მწვრთნელი “ბარსელონას” ისტორიაში
- 18-08-2020, 21:48
-
ჯერემი რენერი
- 7

რონალდ კუმანის "ბარსელონაში" დანიშვნა უკვე დროის საკითხია, კატალონიელები სპეციალისტს მალე ოფიციალურად წარადგენენ.
57 წლის კუმანი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე ჰოლანდიელი მწვრთნელი იქნება, "ბარსელონაში" ბოლოს ამ ეროვნების წარმომადგენელი ფრანკ რაიკაარდი გახლდათ (2003-2008)
კლუბის ისტორიაში პირველი ჰოლანდიელი მწვრთნელი - რინუს მიხელსი იყო (1971-1975 და 1976-1978 წლებში), მისი მეორედ მუშაობის შემდეგ ზუსტად 10 წელიწადში, გუნდი ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა ჩაიბარა (1988-1996), შემდეგ იყო ლუი ვან გაალი (1997-2000 და 2002-2003 წლებში) ბოლოს კი როგორც უკვე გითხარით ფრანკ რაიკაარდი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]