მიზეზი, რის გამოც ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" დარჩა
- 18-08-2020, 08:37
-
Writer
- 10

ბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის კლუბიდან გაშვება გადაწყვეტილი ამბავი იყო. ამას მიზეზი ჰქონდა - ფრანგმა კარგად აშკარად ვერ იმუშავა, "ბლაუგრანას" სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს.
თუმცა, გუშინ გამართული დირექტორთა საბჭოს სხდომის დროს გადაწყდა, რომ აბიდალი თანამდებობას ინარჩუნებს და კლუბს მხოლოდ კიკე სეტიენი ტოვებს.
Cope ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების მიზეზს ავრცელებს. ესპანური გამოცემის ცნობით, ვინაიდან "ბარსა" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს, კლუბს სჭირდება ვინმე, ვინც ბაზარზე ამჟამად არსებულ სიტუაციაში გარკვეულია და კატალონიელთა მოთხოვნებსაც იცნობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]