"არსენალი" "ბარსელონას" მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს
- 16-08-2020, 18:39
-
WinGs
- 14

"ბაიერნს" ფილიპე კოუტინიოს გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურს, ფეხბურთელის მფლობელ "ბარსელონას" კი ბრაზილიელი შემტევის შენარჩუნებას ტრანსფერი და თანხის აღება ურჩევნია. კოუტინიოს შეძენის მთავარი მსურველი ლონდონის "არსენალია".
ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით, Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "არსენალის" ახლანდელი შეთავაზება "ბარსას" არ აკმაყოფილებს. "მეთოფეებს" 28 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება და შემდეგ ყიდვა უნდათ - ანუ დაახლოებით ისეთი შეთანხმება, როგორიც "ბარსელონასა" და "ბაიერნს" ჰქონდათ, კატალონიელები კი უპირატესობას პირდაპირ ტრანსფერს ანიჭებენ.
არც ისე დიდი შანსია იმის, რომ "ბარსელონა" ამ ზაფხულში სასურველ შეთავაზებას მიიღებს. როგორც ბრაზილიელის აგენტმა თქვა, გამორიცხული არაა, კოუტინიომ მომდევნო სეზონი "ბლაუგრანასთან" ერთად გაატაროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]