დეკუ: თუ ტრინკაუ სათამაშოს დროს მიიღებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

დეკუ: თუ ტრინკაუ სათამაშოს დროს მიიღებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დეკუ, თანამემამულე ფრანსიშკუ ტრინკაუს აფასებს და თვლის, რომ 20 წლის ფეხბურთელს კატალონიურმა კლუბმა სათანადო დრო უნდა მისცეს.

"ტრინკაუ მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. იგი კლასიკური ცაცია გარემარბია, რომელიც ფლანგიდან საჯარიმოში შედის, ცენტრიდან კი შესანიშნავად ურტყამს, ასევე, ერთი-ერთზე მომენტებს იყენებს. პირადად მე, ის ძალიან მომწონს.

"ბარსაში", როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ახალწვეული მოსვლის დღიდანვე ათამაშდება. მაგრამ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ეს ყოველთვის ასე მარტივად არ ხდება. თუ მას სათამაშო დრო მიეცემა, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს".

პორტუგალიელმა საქებარი სიტყვები არც ანსუ ფატისა და რიკი პუჩისთვის დაიშურა.

"ბარსას" აკადემია სწორედ ასეთ ფეხბურთელებს ქმნის. ამ ორ ფეხბურთელს სწორი მენტალიტეტი აქვს, ისინი განვითარებისა და სწავლისთვის მზად არიან. თუ გამარჯვებების წყურვილსა და თავმდაბლობას შეინარჩუნებენ, შეუძლიათ, "ბარსაში" ისტორია დაწერონ", - დეკუს სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

დეკუ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 2004-2008 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ჩემპიონთა ლიგა, ორი ლა ლიგა და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 აგვისტო 2020 21:58
    0
    გამოცდილი კაცის სიტყვები.
    Culé [?]
    #6 16 აგვისტო 2020 19:05
    0
    ციტატა: kingarturo
    ციტატა: Nika92
    იუვე ლიგიდან გავარდნილი არ იყო ნორმალურად რო სარი გაუშვეს და ესენი სეტიენის გაშვებას ამდენი ხანი რას ელოდებიან რით ვერ მოაბეს თავი და რით ვერ გაუწიეს ორგანიზება რომ ვინმე წერიერი ტრენერი დანიშნონ

    გაუშვენ აბა რას იზავენ, თუ დატოვეს კიდე იქაურ ფანებს შეამოაკვდებათ მართლა შტაბში ყველა. გამორიცხულია თემაა 8-2 არავინ აპატიებს.

    იქაურ ფანებს რამის ღავი და მითუმეტეს რამის ერთი ადგილი ქონოდათ ლივესთან მომხდარის შემდეგ შუაზე უნდა გადაეხსნათ ის ბორდი თავის ტრენერიან პრეზიდენტიანად მაგრამ არავის არაფერი გაუტოკებია საერთოდ,რასაც ვხედავ იმას ვამბობ ფაქტია საეჭვოდ აჭიანურებენ სეტიენის გადაყენებას და თვითონაც არ ჩქარობს წასვლას და ისევ ბარსას ტრენერი ქვია.იმედია იმედია ძალიან დიდი იმედი მაქ რო ხვალ იმ ფერმერის დათხოვნაზე დადებენ ინფოს
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #5 16 აგვისტო 2020 17:10
    0
    მეც მჯერა მაგ ბიჭის და იმედია არ ვცდები და გაამართლებს
    Culé [?]
    #4 16 აგვისტო 2020 15:08
    1
    იუვე ლიგიდან გავარდნილი არ იყო ნორმალურად რო სარი გაუშვეს და ესენი სეტიენის გაშვებას ამდენი ხანი რას ელოდებიან რით ვერ მოაბეს თავი და რით ვერ გაუწიეს ორგანიზება რომ ვინმე წერიერი ტრენერი დანიშნონ
    ფანი [?]
    #3 16 აგვისტო 2020 15:01
    3
    ციტატა: ousmane dembele 11
    ტერ შტეგენი
    კანსელუ არაუხო ტოდიბო დევისი
    ტრინქაო დე იონგი რიკი პუჩი
    მესი ლაუტარო დემბელე(ფატი)

    დევუსუ როგორ გინდა ძმა ალბასთან ერთად შეფუთული თუ ხურდაში ლევანდოვსკუც??? ხუმრობ თუ რა? ადამიანების ჯგუფმა დედა უტირა დაშალა კლუბი და აქ ვოცნებობთ დევისზე და მბაპეზე😁😁😁 გაიგეთ პროვინციულ გუნდს ვგულშემატკივრობთ ბრატცი. ამ წუთას კი მგონი უკვე სოფლის გუნდიც გახდა. მაგას კობია ილოცეთ ბაიერნმა არ მოიგოს ლიგა თორე 5 მილიონს გადავუხდით ლივერს კოუში😂😂😂 ყიდვა გაყიდვა კი არა კონტრაკტისბწესიერად გაფირმებანარბიციანნრაზეა ბაზარი? ეს 2-8 უბრალო რამე არ არის მართლა მოიჭრეს თავი მსოფლიოს წინაშე. აწი უნდათ მესი გაყიდონ და უნდა კრუიფს დააფსან საფლავზებაღარ არის ეს ის გუნდი რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. მთელი ბავშობა ბარსას ვბალეშიკობდი რომ ხან ლიგაზე მოხვედრილიყო და ხან რონალდო ფიგუ კარლოსი ბექჰემის რეალს არ გაეძუყნა, მაგრამ ის რივალდოს ბარსა მირჩევნია ამ უკვერცხებო ფარჩაკების ჯგროს. მართალს ამბობდა იბრა თავის დროზე ბავშვების გუნდია ბარსელონაა, პატარა კვერცხებიანი ბავშვების . სამწუხაროდ დრომ დაამტკიცა ა რომ ეს მართალი სიტყვები იყო.
    Culé [?]
    #2 16 აგვისტო 2020 14:44
    1
    რა შუაშია, მარა ეს პოსტერი გეომეტრიული სიზუსტით ასახავს ბარსელონას სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას :D
    ფანი [?]
    #1 16 აგვისტო 2020 14:40
    2
    ტერ შტეგენი
    კანსელუ არაუხო ტოდიბო დევისი
    ტრინქაო დე იონგი რიკი პუჩი
    მესი ლაუტარო დემბელე(ფატი)