ემილი რუსო: ვადამდელი არჩევნები უკვე უმრავლესობის მოთხოვნაა

ემილი რუსო: ვადამდელი არჩევნები უკვე უმრავლესობის მოთხოვნაა

"ბარსელონას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი რუსო, კლუბში არსებულ ვითარებას ეხმაურება. იგი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვას უჭერს მხარს.

"ვადამდელი არჩევნები უკვე უმრავლესობის მოთხოვნას წარმოადგენს. "ბარსელონაში" ყველამ ერთად უნდა შეძლოს კლუბისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ცვლილებების განხორციელება.

დაუშვებელია ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც შეუძლია კლუბის მომავალი საფრთხეში ჩააგდოს.

ჩვენ შემართებით უნდა ვიმოქმედოთ, რათა "ბარსას" გულშემატკივრებმა ახალ პროექტზე მუშაობა, რაც შეიძლება, სწრაფად შეძლონ", - თქვა რუსომ.

როგორც მოგეხსენებათ, რუსოს "ბარსელონადან" წასვლას დიდი სკანდალი მოჰყვა. მან კლუბის ხელმძღვანელთა შორის არსებული კორუფციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 16 აგვისტო 2020 16:57
    0
    ამათ ისე მიყავთ სამქე რო არც აპირებენ გაშვებას სეტიენის მემგონი არც განიხილება ამის წასვლა
    Culé [?]
    #1 16 აგვისტო 2020 13:56
    3
    ვალვერდეს სიტუაციას გავს ეს ყველაფერი რომის და ლივერპულის მერე წერდნე უშვებენ უშვებენო და მაგრამ.... ესეც ასეა ყველა წერს უშვებენ სანამ ეს სიტუაცია ცხელია და ხვალ ზეგ კი დავიწყებას მიეცემა რამე ახალ ჭორს გამოაცხობენ და შეგვჩება ისევ ეს მუჭუხა მეძროხე თორე ამდენ ხანს როგორ არ გაუშვეს ვგიჟდები