რონალდ კუმანი კანდიდატთა სიას შეუერთდა

რონალდ კუმანი კანდიდატთა სიას შეუერთდა

ნახევარ სეზონში გაცრუებული იმედების გამო, კატალონიის "ბარსელონა" კიკე სეტიენის პოსტიდან მოხსნას სერიოზულად განიხილავს. ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ეს ნაბიჯი გარდაუვალი და უბრალოდ დროის საკითხია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სახელმძღვანელო შტაბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. წყაროს ცნობით, ამ მომენტისათვის, მოწინავე პოზიციაზე რონალდ კუმანის კანდიდატურაც განიხილება.

ნიდერლანდელი კლუბსა და მის ფილოსოფიას იდეალურად იცნობს, ამას გარდა, აქვს ბევრი უნარი, რითაც გასახდელი ოთახის "დამორჩილებასა" და "აზრზე მოყვანას" შეძლებს.

რონალდს რომ "ბარსას" გაწვრთნა სურს, ეს საიდუმლო არავისთვისაა. გთავაზობთ მის 2 თვის წინანდელ ინტერვიუს:

"ყველამ იცის, რომ ერთ დღეს "ბლაუგრანას" გაწვრთნა ჩემი ოცნებაა. ერნესტო ვალვერდეს წასვლის შემდეგ თავკაცის პოსტი შემომთავაზეს, თუმცა ჩემი მოვალეობა ახლა ეროვნულ გუნდთან მაკავშირებს.

იმედი მაქვს, რომ კატალონიური კლუბის გაწვრთნის შანსი მომავალში კიდევ მომეცემა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაზე იქნება დამოკიდებული, რადგან "ბარსელონას" სადავეების ხელში ასაღებად, სულ მცირე, დიდი გამოცდილება გჭირდება", - აცხადებს კუმანი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #5 16 აგვისტო 2020 16:55
    0
    ეს არ მოვა შანსი არაა წინ ევროპის ჩემპიონატია
    ფანი [?]
    #4 16 აგვისტო 2020 15:25
    0
    კუმანიო პოჩეო ტენჰააგიო პიმიენტაო გვარდიო ხავიო და ამდენი მოლოდინის მერე ეს ტუგადუნები არ გამიკვირდება თუ მოიყვანენ ჩისკო მუნიოსს ან ტიერი ანრის
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #3 16 აგვისტო 2020 14:49
    0
    წესით ამას მოიყვანენ. იმ უბრალო მიზეზით, რომ ყველაზე უარესია კანდიდატებიდან. საშინელი ხასიათი აქვს და ვარსკვლავებთან სულ პრობლემები. ვალენსია და ევერტონი გააფარჩაკა და თუ იმ სისულელესაც მივაქცევთ ყურადღებას რითიც წლებია გვაბოლებენ რომ თურმე დნმ უნდა ქონდეს ბარსასი მწვრთნელა. აი ვაბშე ახლოსაც არ არის მაგ დნმ თან. კრუიფი ბოლოს ამას არც ელაპარაკებიდა რომ იცოდეთ. კაროჩე ბართოს გეგმას თუ მივყვებით მოიყვანენ ამას და დაიკარგებაბკიდევ ერთი წელი.აბა ტენ ჰააგი რათ გვინდა ან პოჩეტინიო მით უმეტეს. პროფესიონალები შირს ბარსასგან. ჩვენ დნმ-ს ვეძებთ🙁
    ფანი [?]
    #2 16 აგვისტო 2020 14:34
    1
    არამგონია ევრომდე წამოვიდეს და თან ერთი წლით ამის გამო არ დატოვებს ნაკრებს ახალ საპრეზიდენტო კანდიდატებს კი მათი გეგმა და ტრენერები ყავთ არჩეული

    რეალური ეხლა პიმიენტაა მერე მალევე ვადამდელი და იქ გამოჩნდება ლაპორტა ვის მოიყვანს ან ფონტი ხავის
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 16 აგვისტო 2020 12:54
    2
    ეხა თუ წამოვა შეიძულენემ ჰოლანდიელები წინ ევროპაა და რავიცი იგივე რო ქნას წარმოიდგინეთ საქართველოს ნაკრების ტრენერმა (ვიცი რო სრ გვყავს მსგავსი ნაკრები მარა რო გვყაბდეს) უცებ ნაკრებს ადებს და მიდის სადღაც ესპანეთში.