გახდი "ბარსელონას" რევოლუციონერი და მოიგე ახალი სეზონის მაისური!

  • 15-09-2020, 22:59
  • გახდი "ბარსელონას" რევოლუციონერი და მოიგე ახალი სეზონის მაისური!

    კატალონიის "ბარსელონამ" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სეზონი ეს-ესაა დაასრულა. შედეგი გვაჩვენებს, რომ კლუბში ბევრი საკადრო ცვლილებაა გასახორციელებელი. 

    მაშ ასე, Barcamania.ge გაძლევს შანსს, გახდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რევოლუციონერი - აუცილებლად გამოიყენე ქვემოთ მოცემული კითხვები და თავად დაწერე შენი საყვარელი კლუბის მომავალი:

    • ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

    • ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

    • ვინ უნდა შეიძინოს "ბარსელონამ"?

    • ვინ უნდა დაწინაურდეს "ბარსა ბ-დან"?

    • როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?

    • როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება.

    გაითვალისწინე, რომ შენ მიერ განხილული ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად რეალურად უნდა ჟღერდეს.

    კონკურსში მონაწილეობა საიტზე რეგისტრირებულ ყველა მომხარებელს შეუძლია. ამისათვის, თქვენი გეგმა "ბარსამანიას" ფორუმზე უნდა გამოაქვეყნოთ (დააჭირეთ აქ)

    გეგმის გამოქვეყნების შესაძლებლობა გექნებათ ამ წუთიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით. შემდეგ, თქვენს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის 5 საუკეთესოს ბარსამანიას მომხმარებლები გამოავლენენ, მათგან ერთ საუკეთესოს კი - საიტის მწერლები.

    გამარჯვებულის გამოვლენის დროს მხედველობაში მიიღება რამდენიმე კრიტერიუმი: გეგმის რეალურობა; გუნდში არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხარისხი; ორიგინალურობა...

    გამარჯვებულს ჩვენი საიტი საჩუქრად "ბარსელონას" 2020/21 წლების სეზონის მაისურს გადასცემს

    გისურვებთ წარმატებებს და გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ!

    როგორ მოხდება საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა?

    ფორუმის ყველა პოსტის ბოლოს არის მოწონების ღილაკი, მის გვერდზე კი წერია მოწონენების რაოდენობა. საუკეთესო ხუთეული სწორედ მოწონებების მიხედვით გამოვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა თანაბარი იქნება, ფინალურ ეტაპზე გადავა მე-5 ადგილთან თანაბარი მოწონებების მქონე ყველა მონაწილე.
    ხმის მიცემა გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.
    გაითვალისწინეთ: დაუშვებელია საიტზე ან საიტს გარეთ თქვენი პროექტისთვის ხმის ბრმად მიცემის თხოვნა. დაშვებულია მოწოდება, რომ გაეცნონ თქვენს პროექტს და სურვილის შემთხვევაში მოიწონონ ის.

    * ფორუმზე ხსენებული სტატიის დასაწერი ლინკი (დააჭირეთ აქ).

    ** ფორუმზე სხვების ნაწერის სანახავი ლინკი (დააჭირეთ აქ). 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    გიორგი ჩანგელია Culé [?]

    10 სექტემბერი 2020 23:40

    შესანიშნავი საიტის შესანიშნავი სიახლე! დარწმუნებული ვარ, ეს კონკურსი ბევრ მომხმარებელს გაახარებს და ბარსამანიას კიდევ უფრო შეაყვარებს. მადლობა ამ იდეის ავტორს.

    0
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    Gio Mzarelua წევრი [?]

    9 სექტემბერი 2020 15:19

    ეს შემადგენლობა მინდა
    შტეგენი
    დესტი-გარსია-ლენგლე-ტეო ერნანდესი
    ტიაგო-ფრენკი
    მესი-კოუ-ფატი
    გრიზი

    2
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    8 სექტემბერი 2020 17:48

    ციტატა: basa7
    ციტატა: Tsitsi
    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.

    დამიბლოკა და შემდეგ ვერაფერი ვერ დავამატე

    არ დაგბლოკათ. ისეა პროგრამულად დაყენებული, რომ სტატიის დაწერა 1 საათის ინტერვალით შეგიძლიათ... ანუ ძველი რომ დაწერეთ, ახალს 1 საათის შემდეგ დაწერდით

    1
    გასულია
    basa7 Culé [?]

    8 სექტემბერი 2020 16:31

    ციტატა: Tsitsi
    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.

    დამიბლოკა და შემდეგ ვერაფერი ვერ დავამატე

    0
    გასულია
    saba17 წევრი [?]

    8 სექტემბერი 2020 11:40

    გამარჯობა ახალი ვარ.ვისკა ბარსა!

    2
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    8 სექტემბერი 2020 00:05

    მეგობრებო, ვინც ფორუმს ვერ პოულობდა, სტატიის ბოლოში ჩავამატე ლინკები და იმით ისარგებლეთ..

    ისე, მომდევნო-წინა მატჩის და რეკლამის ბოლოს გამოტანილია ფორუმზე გამოქვეყნებული სტატიების სათაურები და იქიდანაც შეგიძლიათ იპოვოთ..
    გისურვებთ წარმატებებს <3. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ, აგიხსნით ყველაფერს.

    3
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    7 სექტემბერი 2020 22:59

    კარგი ინიციატივაა, უფრკ დავაფასე ეს საიტი. წარმატებები კონკირსანტებს

    2
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    7 სექტემბერი 2020 22:06

    ძალიან კარგი ინიციატივაა, იმედია ბებრი გულლით მოეკიდება ამ კონკურს და მთელი გულითა და აზრით ჩამოაყალიბებს მის აზრს, ბევრი მოაზროვნის შეხედულება გამოჩნდება ფეხბურთისადმი თუ რა დონით ესმის მას ფებურთის და როგორ შეძლია ეს ყველაფერი გადმოგვცეს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ყველას მოსაზრებას, აქ გამარჯვებულმა უნდა იამაყოს, წარმატებები ყველას

    5
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    AloyRookie ახალბედა [?]

    7 სექტემბერი 2020 21:58

    ბარსამანიას ფორუმი ვერ ვნახე სადაა

    0
    გასულია
    Amirani წევრი [?]

    7 სექტემბერი 2020 21:33

    Ronaldinho..,am saitze unda chamovayalibot jveni xedvebi tu sxva gafemoebashi

    0
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    7 სექტემბერი 2020 21:18

    ციტატა: KING_BARCA
    მადლობა ადმინისტრაციას, ყოველთვის კარგია როცა ფორუმზე საკონკურსო ფორმით ყველა იუზერს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოხატვის, და საყვარელი გუნდის მაისურის მოგების შესაძლებლობა, ეს საიტისთვის აქტიურობის კუთხით ძალიან კარგია,და თავის მხრივ ჩვენთვის იუზერებისთვის სასიამოვნო სიახლე და სამოტივაციო კონკურსია,წარმატებებს გისურვებთ ყველას,კარგი იქნება თუ მსგავს კონკურსებს სისტემატიური სახე ექნება...

    აუცილებლად!! მადლობა, რომ ჩვენს საიტზე ეცნობით საყვარელი გუნდის სიახლეებს 😍

    4
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    7 სექტემბერი 2020 21:18

    ძაან მაგრა მეზარება მაგეების წერა ,მარა საინტერესო იქნება სხვების,იმედია გამოაქვეყნებთ საუკეთესო 5 ს
    ყველას წარმატებები🙌🏻

    2
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    7 სექტემბერი 2020 21:15

    მადლობა ადმინისტრაციას, ყოველთვის კარგია როცა ფორუმზე საკონკურსო ფორმით ყველა იუზერს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოხატვის, და საყვარელი გუნდის მაისურის მოგების შესაძლებლობა, ეს საიტისთვის აქტიურობის კუთხით ძალიან კარგია,და თავის მხრივ ჩვენთვის იუზერებისთვის სასიამოვნო სიახლე და სამოტივაციო კონკურსია,წარმატებებს გისურვებთ ყველას,კარგი იქნება თუ მსგავს კონკურსებს სისტემატიური სახე ექნება...

    5
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული მარცხი....
    გასულია
    Tsitsi რედაქტორი [?]

    7 სექტემბერი 2020 21:05

    ციტატა: basa7
    ვერ გავიგე როგორ დავწერო

    მოგესალმებით. არსი ვერ გაიგეთ, თუ ფორუმზე დაწერის ნაწილი?

    2
    გასულია
    basa7 Culé [?]

    7 სექტემბერი 2020 20:58

    ვერ გავიგე როგორ დავწერო

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV