ერიკ აბიდალი კარანტინშია
- 15-08-2020, 23:08
-
WinGs
- 9

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი დროებით კარანტინშია. ერიკ აბიდალს იზოლაციაში ყოფნა სამუელ უმტიტისთან კონტაქტის გამო მოუწევს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. უმტიტის ტესტის შედეგი ცნობილი "ბაიერნთან" მატჩის დაწყებამდე გახდა და ამიტომ აბიდალი "ეშტადიუ და ლუშზე" შეხვედრას არ დაესწრო.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე თანამდებობის პირიდან, რომლის გათავისუფლებასაც ჟოზეპ მარია ბართომეუ ახლო მომავალში აპირებს.
კარანტინის გამო, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში აბიდალთან შეხვედრას ვერ მოახერხებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]