Golden Boy-სთვის ორი "ბარსელონელი" იბრძვის

Golden Boy-სთვის ორი "ბარსელონელი" იბრძვის

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (Golden Boy) პრიზისთვის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი იბრძოლებს. ანსუ ფატი და პედრი Tuttosport-ის მიერ არჩეულ 60 ფეხბურთელს შორის მოხვდნენ. 

ფატი ნომინირებული წინა სეზონშიც იყო და მაშინ მან მე-6 ადგილი დაიკავა. 

წელს, ანსუმ ძირითად გუნდში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება პედრის, მას "ლას პალმასის" მაისურით გამართულ 37 შეხვედრაში 4 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2020 22:59
    0
    "გუშინ საღამოს ცოლს ვეუბნები, მაღვიძარა დააყენე ხვალ დილისთვის ადრე უნდა ავდგეთქო. ამ დროს ჩემი განდილა მატეო გამოვიდა, დავაყენე უკვე მამი, 8 რომ გახდება დარეკავსო"


    ისე ვარ დაჟე ბარსაზე ხუმრობებს ვიმახსოვრებ
    ირმა ინაშვილივით კი არა მეც კი მეცინება