Diario AS: პოჩეტინო გუნდისთვის არასასურველი ვარიანტია
- 15-08-2020, 21:25
-
kraken
- 20

Diario AS-ის ცნობით, “ბარსელონას“ გასახდელსა და დირექტორების ნაწილს მაურისიო პოჩეტინოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა არ სურთ.
მათი აზრით, არგენტინელის მოსვლა მისი “ესპანიოლში“ გატარებული კარიერისა და კლუბის მისამართით გაკეთებული კომენტარების გამო უპრეცენდენტო ისტორიული შეცდომა იქნება.
მიუხედავად ამისა, ერიკ აბიდალმა და მისმა თანაშემწემ, რამონ პლანესმა, ბართომეუს სწორედ “პოჩეს“ დანიშვნა ურჩიეს.
თავად პრეზიდენტი ნაადრევი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ბორდის შეხვედრაზე მიიღებს.
ცოტა ხნის წინ, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ის “ბარსას“ მწვრთნელობას განიხილავდა. მიუხედავად ძველი კომენტარისა, სადაც ამბობს, რომ “ბლაუგრანას“ თავკაცობას არგენტინის ფერმაში მუშაობა ერჩივნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]