რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი?

  • 15-08-2020, 15:06
  • რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი?

    მატჩის დასრულების შემდეგ რიო ფერდინანდმა, გარი ლინეკერმა და ოუენ ჰარგრივსმა “ბარსელონას“ სამომავლო მდგომარეობაზე და ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე ისაუბრეს.

    გარი ლინეკერი: “შემადგენლობა აშკარად გადაბერებულია, მათი საშუალო ასაკი 30 წელზე მეტი იყო, გუნდის ლიდერები კი 33 წლისები არიან.“

    “მესისა და სუარესს იმ დონის დამხმარეები აღარ ჰყავთ, როგორებიც ჩავი და ინიესტა იყვნენ.“

    რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი? სურს თუ არა მას ცვლილება და სხვაგან წასვლა?

    გარი ლინეკერი: ჩემი აზრით ის ფიქრობს, რომ ორი წელი უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი ისევ აქვს და შესაძლოა, აქ დარჩენა აღარ უნდოდეს, რადგან სხვა ევროპულ გრანდში “ბარსელონასთან“ შედარებით გაცილებით უკეთესი სიტუაცია დახვდება.“

    ოუენ ჰარგრივსი: ნუთუ თქვენ მისი სხვა მაისურში ხილვა წარმოგიდგენიათ. ანსუ ფატიმ გუშინ ასე თუ ისე კარგად ითამაშა, მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა. სხვაობა მესისა და მის მომავალ მემკვიდრეს შორის ძალიან დიდია.

    გარი ლინეკერი: “სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მესისთვის მომავალი წელიც არ იქნება წარმატებული “ბარსაში“.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    15 აგვისტო 2020 20:03

    ჯერ კიდევ ორი წლისწინ ვწერდი რომასთან მარცხის შემდეგ და მერეც არაერთხელ დავწერე , მთავარი მიზეზი გუნდის სიბერეა ! სწორედ ამით ისარგებლა რომა როცა ზემაღალი ტემპი შემოგვთავაზა , ლივერპულმაც იგივე გაიმეორა და ბაიერნმაც ეს გააკეთა. აი მე რომ ამა ვხვდები ეს ქინძი სეტიანი რატომ ვერ მიხვდა გუნდი მაღალტემპში რომ ათამაშა

    0
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    15 აგვისტო 2020 16:04

    რავი მგონო დროა მესიმ 90 წუთიანი თამაშები აღარ ჩაატაროს და ნელ ნელა ახალგაზრდებზე გაკეთდეს აქცენტი იქნებ გაამართლოს სხვა ვარიანტი აღარ გვაქ დემბელეს ფორმაში ჩადგომაზე უნდა ვიმუშავოთ და ფატიც წოიზრდება ცოტა ხანში მონჩუ და არაუხო დასაწინაურებლებიარიან და დემბელეს ბოლომდე გამოკვლევაა საჭირო მაგის ტარამვიანობის გაქრობა თუ შეუძლება პირველ რიგში ეგ უნდა მოგვარდეს

    0
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    15 აგვისტო 2020 16:01

    GIo-GxP-FCB,
    იასნია არსად არ წავა ვინც წასასვლელია ის რო წავა მერე კარგად იქნება ყველაფერი მთავარია დროზე გა..ვან

    2
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    15 აგვისტო 2020 15:21

    მესი არ წავა ასეთ რთულ დროს არ მჯერა არ იკადრებს მასეთ რამეს უბრალოდ მიაწვება ხელმძღვანელობას და დაემუქრება წასვლით რომ რადიკალური ცვლილებები მოახდინონ მეტი არაფერი

    7
    --------------------
    5:0
    Messi 600
    პარტნიორები
    Flashscore.ge