4 ასპექტი, რომელიც "ბარსელონას" განადგურებისაგან გადაარჩენდა

  • 15-08-2020, 14:51
  • 4 ასპექტი, რომელიც "ბარსელონას" განადგურებისაგან გადაარჩენდა

    მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" ანგარიშით, 2-8 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

    ახლა კი Tribuna.com გვთავაზობს იმ ასპექტებს, რომელთა კარგად შესრულების შემთხვევაში "ბარსა" არ განადგურდებოდა:

    1. კონტრშეტევებზე დაყრდნობა

    მანუელ ნოიერის კართან შექმნილი სახიფათო მომენტების უმეტესობა სწრაფი შეტევებისა და მცველებს ზურგს უკან გადაგდებული ბურთის შედეგად განხორციელდა, მაშინ როცა ამ უკანასკნელის (ტყავის სფერო) ფლობაზე ორიენტირებულმა სტილმა აშკარად ვერ გაამართლა.

    ერთადერთი რამ, რაც კიკე სეტიენმა შესვენების შემდეგ გააკეთა და მოიფიქრა, ანტუან გრიზმანის ფლანზე დაყენება იყო, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს შეცდომა გახლდათ: როცა ფრანგი ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებდა, მას არაფერი შეეძლო და, პირიქით, შეტევებს ანელებდა, რადგან ანტუანის სისწრაფე, ამ პოზიციაზე სათამაშოდ, საკმარისი არაა.

    ანსუ ფატის მატჩში ჩართვის საშუალება ადრევე უნდა მისცემოდა, ისევე, როგორც უსმან დემბელეს, რომელიც კიკეს საერთოდ არ გამოუყენებია.

    ლუის სუარესის გოლისა და ანგარიშის ორ ბურთამდე შემცირების შემდეგ, ზემოხსენებული ორი შემტევის სისწრაფე ძალიან პროდუქტიული იქნებოდა.

    2. გადამწყვეტი შეცდომის გამოსაწვევად ჟერომ ბოატენგზე ზეწოლა

    იმ ადამინებმაც კი, რომლებიც ბუნდესლიგას თვალს არ ადევნებენ, იციან, რომ წარმოშობით განელი, "რეკორდმაისტერის" უკანახაზში ყველაზე საიმედო მოთამაშე ნამდვილად არაა.

    ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის ცენტრალური მცველი მატჩის 42-ე წუთიდან 76-ე წუთამდე არც ისე დამაჯერებელი იყო - ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც "ბლაუგრანამ" რისკი და ლუის სუარესის მისამართით, რომელიც გერმანელს ახლოს ეთამაშებოდა, გრძელი პასების გაგზავნა დაიწყო.

    3. დაცვით ფეხბურთზე უარის თქმა

    შეხვედრის მიმდინარეობისას, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მთელი უკანახაზი "ბაიერნის" შემტევების უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა მოთამაშეებმა შეცდომების დაშვება განაგრძეს და მეტოქეს საქმე გაუადვილეს.

    არტურო ვიდალისა და ლუის სუარესის მსგავსი მოთამაშეების წინ გამწესებისას, უკნიდან თამაში აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასაჭირო იყო.

    მაღალი გადაცემების განხორციელების შემთხვევაში კი, ისინი ორთაბრძოლების მოგებასა და შეტევების წამოწყებას შეძლებდბენ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბარსელონამ" სხვანაირად გადაწყობა ვერ შეძლო და ისევე გააგრძელა თამაში, როგორც დაიწყო.

    4. რატომ არ ითამაშა პუჩმა?

    რიკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება კიკე სეტიენის კიდევ ერთი ძალიან უცნაური გადაწვეტილებაა. მაშინაც კი, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ბურთის კონტროლი უჭირთ, ახალგაზრდა კატალონიელმა იცის, თანაგუნდელები აკურატული გრძელი გადაცემებით როგორ მოამარაგოს და თავისუფალი პარტნიორები როგორ იპოვოს. როდესაც გერმანული კლუბი წინ 4-5 ბურთით გავიდა, რატომ არ მიეცა 21 წლის ფეხბურთელს შანსი?! მნიშვნელოვანი არ არის, რომ "ლა მასიელს" ასეთ რთულ მეტოქესთან რამდენიმე წუთი მაინც მიეცეს?

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    barcelonafanlasha გულშემატკივარი [?]

    15 აგვისტო 2020 18:36

    ხოდაა გაა...ჯმევინონ ამას ისევ იმ ფერმაში საიდანაც მოიტანეს გუნდში....ამ ხნის კაცმა მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრააა ??? მაშინ რატომ არი ბარსას მწვრთვნელი???

    0
    გასულია
    basa7 Culé [?]

    15 აგვისტო 2020 16:56

    ციტატა: B.A.r.c.A
    არანაირი ტაქტიკური შეცდომა არ ყოფილა ჩემი აზრით ინდივიდუალურად აჯობა ბაიერნმა ყველა კუთხეში ყველა ფეხბურთელმა აჯობა

    ტაქტიკური შეცდომა არ ყოფილა? ტაქტიკის სრული კრახი იყო

    3
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    15 აგვისტო 2020 16:18

    წადი და ბოსელში ჩამოიკიდე თავი, მანამდე ბართო გაგუდე.

    1
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    15 აგვისტო 2020 16:04

    B.A.r.c.A,
    აჯობა და მეტი არა ყველა მხრივ ჩვენზე სწრაფი ფეხბურთელები ყავს სადაც არუნდა გაიხედო

    0
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    15 აგვისტო 2020 15:19

    არანაირი ტაქტიკური შეცდომა არ ყოფილა ჩემი აზრით ინდივიდუალურად აჯობა ბაიერნმა ყველა კუთხეში ყველა ფეხბურთელმა აჯობა

    4
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    15 აგვისტო 2020 15:18

    არაფერი მიზეზი არაა მთავარი შეცდომა რომბით გამოსვლა იყოო და ფლანგები ისედაც გიჟი ყავს ბავარიას და საერთოდ მოაშიშვლეს სემედუს ხეთაფებთან უჭირს და ბავარიასთან დატოვეს მარტოო... რატო მოიგონა ამ მენახირემ ახალი რაღაცა 10 ნომერზე ვიდალი სასაცილო არაა?? ნაპოლისთან მშვენივრად იყო ტაკტიკაა რატო გადაწყვიტა რომბიი ამ უვიცმააა..ესაა მთავარი შეცდომაა...ფლანგები უნდა ჩაეკეტა..კაი წავაგეთ აზრი აღარ ქონდა და 2-5 ზე ფატი გამოიყვანა ჰაჰაჰააა თითქოს შანსი გვქონდა გავეთანაბერებინაა მსგავსი ცირკიი არ ვიცი მე პირადად არ მინახავს...

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    15 აგვისტო 2020 15:15

    შტეგენი - 3/10
    სემედო - 1/10
    პიკე - 2/10
    ლენგლე - 2/10
    ალბა - 3/10
    სერხი რობერტო - 1/10
    ვიდალი - 3/10
    ბუსკეცი - 2/10
    დე იონგი - 3/10
    მესი - 3/10
    სუარესი - 3/10
    გრიზმანი - 2/10
    ფატი - 3/10

    4
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Nika92 გულშემატკივარი [?]

    15 აგვისტო 2020 15:10

    მთელი დღეა ამის გაგდების ან თავისით წასვლის ინფოს ველოდები მაგრამ კოდე ბარსაში აგდია ეს ნაბ**** მოკლედ რა ვის ხელშია გუნდი

    2
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    15 აგვისტო 2020 15:05

    გარდაუვალი იყო ბარსას წაგება.

    3
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    15 აგვისტო 2020 15:04

    სიტის კანსელოს სემედუში გაცვლა აღარ უნდა? კითხეთ ერთი ძმურად

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    15 აგვისტო 2020 15:03

    აი ამისთანა დუნდუკი ტრენერი თუ მენახოს სადმე გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვიტყვი რო წყობა და შემადგენლობა ზუსტად დააყენა უბრალოდ ტაქტიკა ქო და სამი ასო 4-3-3 ტაქტიკით თამაშს აზრი არ ჰქონდა უარესად ამოვიტენებოდით 4 ნახევარ მცველი კიდე ცენტრი მოსაგებად და მაღალი პრესინგის სათამაშოდ დააყენა და აფსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მაგრამ ბაიერნმა დაცვის ხაზი ზემოთ ამოგვიწია და ცენტრალური ზონა გადაგვიკეტა რითიც მესის გადაადგილების არეალი შეუმცირა და ცენტრშიც არ გაგვათამაშებინა ბურთი სამაგიეროდ ფლანგებზე სივრცეები დაგვიტოვა მარა ისეთი დუდნდუკი ტრენერი გვყავს რო ეს საჩუქარი ვერ გამოიყენა ალბა და სემედუ არ დატვირთა ფლანგებზე და ჯიუტად ცენტრიდან უტევდა პლიუს ამას მეორე ტაიმში დემბელე არ გამოიყვანა რო სისწრაფეში ასე თუ ისე გავთანაბრებოდით ბაიერნს დატოვა დამძიმებული ცენტრი და საბოლოო ჯამში მივიღეთ 2-8

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    15 აგვისტო 2020 14:55

    პუჩი კი არა გაუჩო რო მოეყვანათ ეგეც არშველოდა ისე ჩასვრილები იყვენ გუშინ

    5
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    პარტნიორები
    Flashscore.ge