4 მიზეზი, რომელთა გამოც "ბარსას" ისევ უნდა ვუგულშემატკივროთ

4 მიზეზი, რომელთა გამოც "ბარსას" ისევ უნდა ვუგულშემატკივროთ

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რა შეემთხვა გუშინ "ბარსელონას". კატალონიური გუნდი "ბაიერნთან" კიდევ ერთხელ შერცხვა, ამჯერად, ერთ მატჩში, 8 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე არასდროს დამართნია.

ასეთი მტკივნეული მარცხის მიუხედავად, "ბარსელონა" გულშემატკივრების ძალიან დიდ არმიას მაინც ინარჩუნებს, Tribuna კი გვთავაზობს იმ 4 მიზეზს, რომელთა გამოც "ბლაუგრანას" ქომაგებმა საყვარელი გუნდის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ.

ნანატრი ცვლილებები

დიდი ხანია "ბარსელონას" გულშემატკივრები კლუბში ძირეულ ცვლილებებს ელიან, ამისი აუცილებელი პირობა კი ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომაა. გუშინდელი მარცხის შემდეგ, "ბარსას" ქომაგების ამ სურვილის ასრულება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბართომეუს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვეტილია, პრეზიდენტობისთვის კი, სავარაუდოდ, ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ აყვავების შანსი "ბარსას" ორივე ამ კანდიდატთან ერთად ექნება.

"ბარსას" ფანობა მოდური აღარაა

არცთუ დიდი ხნის წინ იყო დრო, როდესაც "ბარსელონას" გულშემატკივრობა მოდურად მიიჩნეოდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დღეს ეს მიზეზები აღარ არსებობს და "ბლაუგრანას" მხოლოდ ნამდვილი ქომაგები თუ შემორჩებიან.

დღეს, თუ შენ "ბარსას" გულშემატკივრობ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ.

"ლა მასია" ისევ ცოცხალია

რიკი პუჩი, ანსუ ფატი, მონჩუ და სხვა ტალანტები იმის ნათელი მტკიცებულებაა, რომ კვლავ ცოცხალია ის, რისიც "ბარსელონას" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ეამაყებათ. "ბაიერნთან" განადგურება "ლა მასიას" ნამდვილად ვერაფერს დააკლებს.

ერთი ოჯახი

"ბარსელონას" გულშემატკივრებს ყოველთვის გვაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენ სხვა გუნდების გულშემატკივრებისგან განვსხვავდებით და რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

შეგიძლია მიატოვო ოჯახი რთულ პერიოდში?


ჩვენი მხრიდან კი დავამატებდით იმას, რომ "ბარსელონას" დღეს გულშემატკივრების მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #29 16 აგვისტო 2020 21:17
    0
    🔵 🔴 პირველად ვაკეთებ კომენტარს ბოლო მარცხზე, რომელიც ვიწვნიეთ, დიახ ვიწვნიეთ ყველა ბარსელონას გულშემატკივარმა და არამარტო ფეხბურთელებმა და კლუბის ტოპ მენეჯმენტმა (თუ საერთოდ ყავთ რა თქმა უნდა). ვიცი, ბევრი თქვენგანი იფიქრებს, რომ რასაც დავწერ მხოლოდ ვარდისფერი სათვალიდან დანახული პერსპექტივაა ან/და ერთი რიგითი ოპტიმისტი 'ბარსას' გულშემატკივრის სურვილები, მაგრამ კლუბების ისტორია და ფეხბურთში არსებული პრაქტიკა მაძლევს უფლებას ეს ჩემი ნარატივი თქვენც გაგიზიაროთ და თქვენი ნებაა დამეთანხმებით, თუ არა.
    ჩემი აზრით 'ბარსას' მომავალი ნათელია, ამ ფაქტორების გამო:
    1. ბარსელონაში (ფეხბურთელები მაინც) ეცდებიან გაანალიზონ მარცხ(ებ)ის მიზეზი (მენეჯმენტს ახლა უკვე სხვა გზა არ აქვს) და იძულებულები გახდებიან დაიქირავონ კრიზის-მენეჯერი, რომელიც მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს და მოძებნის გზას მოაგვაროს გუნდის როგორც ფინანსური ასევე მორალური პრობლემები (აქ იგულისხმება ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება, ახალი ფეხბურთელების ყიდვის შესაძლებლობის შეფასება არსებული რესურსების გათვალისწინებით და სხვ.);
    2. ბარსელონას ამჟამინდელ ფეხბურთელებში, მათ შორის მაღალი რეპუტაციით გამორჩეულებში (იგულისხმება საფეხბურთო მხარე) მოხდა ან მოხდება ფსიქოლოგიური ძვრა. კერძოდ, ისინი შერცხვენილები არიან და საკუთარ თავთან დარჩენილები მიხვდებიან რა გააკეთეს არასწორად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. მიღებული დასკვნები მათ აიძულებთ სწორი ნაბიჯები გადადგან, რადგან იციან, რომ ბეწვის ხიდი აქვთ ახლა გასავლელი და თუ აქამდე გულშემატკივრებმა მათ რომასთან და ლივერპულთან მარცხი ასე თუ ისე აპატიეს, იციან, რომ კიდევ ერთ შეცდომას, თუნდაც მესის, არცერთი გულშემატკივარი არ აპატიებს, თუმც მარცხიც არ აპატიეს. ახლა ისინი წნეხში იმყოფებიან, აღარავის ახსოვს მათი მოგებები და პრაიმი, დიადი ფეხბურთელები ფანების კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდნენ და მათი ბრწყინვალება ამით შეიბღალა. ხვდებიან, რომ მორჩა კომფორტის ზონაში ყოფნა და ნელ-ნელა ზონიდან გამოდიან (ამას მოწმობს ხ.პიკეს მატჩის შემდგომი კომენტარი);
    3. ყველა ვხდებით, რომ ამ მოვლენამ შესაძლოა გაამართლოს გამოთქმა 'ზოგი ჭირი მარგებელია' და მოხდეს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა, არსებული პრეზიდენტისა და/ან მწვრთნელის გადადგომა/გაშვება და სხვ. (რასაც 'ბარსას' გულშემატკივართა უმრავლესობა სიზმარშიც ხედავს);
    4. აქ ვიღაცამ ახსენა და გავიმეორებ, ასეთი მოვლენები კლუბს უტოვებს ხარისხიან და ერთგულ გულშემატკივართა აქტივს, რომელიც ყველა საფეხბურთი გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია (ფანი გუნდისთვის არის იგივე ჰაერი ადამიანისთვის, დაბინძურებული ჰაერი ნიშნავს ყალბ ფანს და ყველამ ვიცით დაბუნძურებული ჰაერის შესუნთქვისას, რა მოსდის ცოცხალ ორგანიზმებს);
    5. როგორც ყველაფერს ამქვეყნად, იქნება ეს სულიერი თუ უსულო, აბსტრაქტული თუ კონკრეტული, საგანი თუ მოვლენა, აქვს როგორც აღმავლობის , ისე დაღმავლობის პერიოდები (ფაზები). მათ შორის ეკონომიკაც ასე მუშაობს, კრიზისი, გარდაუვალია და ეს 2008 წელს ვიწვნიეთ (მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ვგულისხმობ და ასევე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნის კრიზისი, რაც გადატანილ ომში გამოიხატება) თემას, რომ არ გავცდე, ბევრ კლუბს და მათ შორის ჩვენთვის ამ ეტაპზე 'საყვარელ 'მიუნხენის ბაიერნსაც' (შორს, რომ აღარ გავიხედოთ), სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა სრული კოლაფსი, მაგრამ ხედავთ, რომ მათ აღმავლობის პერიოდი დაუდგათ. განსხვავება ისაა, რომ იქ სწორი ნაბიჯები დროულად გადაიდგა და 'ბარსაშიც' თუ ეს ჯანსაღი პროცესი მალე დაიწყება, დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს. თავისით არაფერი გაკეთდება და ჩვენც, 'ბარსას' გულშემატივრებმა უტოპიური მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ, ასე ბოლოს ჩვენ გვტკივა გული, ჩვენ ვათენებთ ღამეებს, არავინ გვინდა უახლოესი ერთი კვირა 10 მეტრის რადიუსზე მოგვიახლოვდეს და ა.შ. კრიზისს აუცილებლად მოჰყვება აღმავლობის ფაზა და ეს აქსიომა ნებისმიერ სფეროში მომხდარმა მოვლენებმა დაამტკიცა;
    6. თქვენი უმრავლესობა, გავრისკავდი და ვიტყოდი 99,9% ხართ ნამდვილი გულშემატკივრები. კომენტარებს იშვიათად ვწერ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ნააზრევს, ვარაუდებს და ჩემთვის ბევრ საინტერესო ფაქტებს, მიგნებებს ვპოულობ. დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ჩვენი ერთგულება, სიყვარული, გულშემატკივრობა, სამართლიანობა, პრინციპულობა კლუბისამდი გვაქცევს ნამდვილ გულშემატკივრად და საწინააღმდეგო ქმედებები ან თუნდაც ხელის ჩაქნევა, ღალატი, ქილიკი, აბუჩად აგდება (მათ შორის ავის მოსურნეების) მომენტალურად გვაქცევს ერთ რიგით ყალბ ფანად, რომელსაც ძალიან მარტივი ჰგონია გულშემატკივრობა და სულ ერთია ერთ დღეს 'ბარსას' ფანი იქნება, მეორე დღეს ვინც ბარსას მოუგო იმის ფანი თუ მესამე დღეს ვინც ბარსას დამმარცხებელს მოუგო იმისი, და ასე დაუსრულებლად...;

    მოკლედ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გრძნობებსდა გული არ გაიტეხოთ. მომავალი ეკუთვნით 'გიჟებს', ანუ ტალანტებს და ეს ტალანტები ბარსაში ახლაც ბევრია (მობერებული თუ ახალგაზრდა) და ნათელი მომავალის სხივი ნელ-ნელა შემოაღწევს (თუ უკვე არ დაიწყო შემოღწევა) სრულიად 'ბარსას' სახლის (ფეხბურთელები, ექს ფეხბურთელები, ნამდვილი გულშემატკვარი, ნოუ კამპი, სიუტატ ესპორტივა და ა.შ.) ფანჯარაში 🔵 🔴
    --------------------
    'Playing football is very simple, but playing simple football is the hardest thing there is.'
    ∞ Johan Cruyff ∞
    Culé [?]
    #28 15 აგვისტო 2020 21:01
    1
    რათქმაუნდა ისევ დავდგებით ფეხზე და გადავუბლით ყველასსს
    მწერალი [?]
    #27 15 აგვისტო 2020 18:53
    0
    ციტატა: sandro barca
    გიორგი ჩანგელია,
    გიო ძმა 100% გეთანხმები!ვისკა ბარსა!

    ისევ მოვა ჩვენი დრო, ისევ წამოვდგებით ფეხზე!
    --------------------
    🔵🔴
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 15 აგვისტო 2020 18:28
    6
    სტატიას არც კი წავიკითხავ ისე ვიტყვი რო სულელობაა.ბარსას თუ გულშემატკივრობ თან ამ სიტყვის სრულ გაგებით მაშინ მიზეზები თუ რატომ უნდა გააგრძელო გულშემატკივრობა 8-2 წაგების შემდეგ არის სრული უაზრობა.რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიშით წააგო ,გვერდში უნდა ედგე მუდამ.........
    გულშემატკივარი [?]
    #25 15 აგვისტო 2020 18:18
    1
    ვისკა ბარსა ვისკა კატალონია ვისკა ლა მასია
    Culé [?]
    #24 15 აგვისტო 2020 17:48
    3
    სამუდამოდ. ვისკა ბარსა ❤
    Culé [?]
    #23 15 აგვისტო 2020 17:32
    5
    თითოეულ დაღმართს აღმართი მოყვება. გუნდში დიდი ცვლილებებია საჭირო. საწყენია ასეთი ანგარიშით არ უნდა წაეგო მაგრამ არაუშავს. ისევ გაძლიერდება და უფრო ძლიერები გამოვლრნ... წავიკითხე სტატია და მომეწონა ეს

    არცთუ დიდი ხნის წინ იყო დრო, როდესაც "ბარსელონას" გულშემატკივრობა მოდურად მიიჩნეოდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დღეს ეს მიზეზები აღარ არსებობს და "ბლაუგრანას" მხოლოდ ნამდვილი ქომაგები თუ შემორჩებიან.

    დღეს, თუ შენ "ბარსას" გულშემატკივრობ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ.
    ასე რომ ვისაც არ გინდა წადით და სხვას უგულშემატკივრეთ... 100 ჯერ რომ წააგოს ზედიზედ მე ვიყავი და ვიქნები და მუდამ ბარსას ერთგული დავრჩები...❤️❤️❤️❤️❤️
    [?]
    #22 15 აგვისტო 2020 17:25
    1
    აქ იმენა ბარსაზე არაა ლაპარაკი. კონკრეტულად ამ თაობაზეა რომლებმაც იმ ოქროს წლების მერე 1 ტონა ფეკალია დაამხეს ფანებს. ეს თაობაა დასასჯელი და გასაყრელი. ჩავი რო ტრიპლეტიტ წავიდა, ინი დუბლით და დანიც ეგრე, ესენი 8-2 ით უნდა გაუშვა და ამით უნდა დაიმახსოვრო. პირველი შემთხვევა და რომში სირცხვილი გადავიტანეთ. ენფილდზე უკვე უარესი გვანახეს და გუშინ რაც ქნეს მუდმივად დარჩება ისტორიაში. მე ლიჩნად ამ თაობას აღარ ვუქომაგებ, ჯანდაბაში წასულა თითოეული. რო აეყრებიან ყველანი და მოვა ახალი პრეზიდენტი მწვრთნელი და თაობათა ცვლა დაიწყება მერე ბაზარი არაა. ბართომეო კი არა მამა ზეციერი ვერ აიძულებდა 8-2 ის წაგებას ამათ. თორე საიდანაც მოდის ყველაფერი ვიცი მეც. და არავინ გაბედოს და არ წამოატლიკინოს ნამდვილი გულშემატკივარი არ ხარო, რო ვარ თან ყველაზე ნამდვილიც იმიტო მტკივა გული ზუსტად. რაც ამ თაობამ აკადრა გულშემატკივარს, ნამდვილს თორე პოხ.უისტს არ კიდია? ამის დავიწყება შეუძლებელია დავსანამ ამ მაისურში პიკეს ბუსკეცს სუარესს და ამათ დავინახავ ის 8-2 გამახსენდება. ამიტო ყველა out. გადაეწყონ ახალგაზრდებზე და დაიწყოს კრიზისი ისევ ის ჯობს.
    Culé [?]
    #21 15 აგვისტო 2020 16:27
    3
    ოთხი კიარა მილიონი მიზეზი მაქ რატო უნდა ვბალეშიკობდე ბარსას.
    Culé [?]
    #20 15 აგვისტო 2020 16:26
    3
    rac xdeba bartos da misi gundis bralia barca iyo aris da iqneba fexburti rac qvia imis simbolo. aixsi barca holandia da brazilia amatma shemayvares bexburti da mudam meyvareba eseni. rogorc barcas ise braziliam da holandiam gadauxvia filosofias stils magito ari chavardna

    pragmatuli pexburti ar ari barcas holandias da brazilias saqme apucheben pexburts
    sandro barca
    სტუმარი [?]
    #19 15 აგვისტო 2020 15:58
    5
    გიორგი ჩანგელია,
    გიო ძმა 100% გეთანხმები!ვისკა ბარსა!და ბართუშ გაა...ვი!!!!ნათქვამია ნაგუბარში ისევ ჩადგება წყალიო და მეც მჯერა ჩემი ბარსას ისევ მწვერვალზე ასვლოს.მთავარია ეს ბორდი მოშორდეს გემს.წლებია ხრავენ ჭიებივით გუნდს დაწურბელასავით სისხლს წოვენ.მტკივნეული იყო წუხანდელიმაგრამ ამ ტკივილის გარეშე არ წავა ეგ წურბელა....და ისევ ბარსა!მეტი ვიდრწ გუნდი!
    Culé [?]
    #18 15 აგვისტო 2020 15:23
    5
    Roca uchirs mashin chirdeba gulshdmagkivroba da paderjka da ara mxolod futbolshi aramed cxovrebashi yvelas mimart aseti gagebit unda iazrovnos yvelam. Roca qeifi da tashfanduria iq aba naklebad shesamchnevia vin gyavs kargis mosurve.
    ფანი [?]
    #17 15 აგვისტო 2020 15:02
    2
    1.ახალი მწვრთნელი
    2.გააგდონ ბართომეუ
    3.გაყიდონ:ვიდალი,რაკიტიჩი,ალბა,სუარესი,ფირპო,რობერტო,გრიზმანი,ნეტო
    4.მოიყვანონ:დევისი,ლაუტარო,უპამეკანო,ტოდიბო,კოუტინიო
    5.დააწინაურონ ახალგაზრდები:პუჩი,ფატი,არაუხო,პედრი,მონჩუ
    ტერ შტეგენი
    სემედო უპამეკანო ტოდიბო დევისი
    პუჩი დე იონგი კოუტინიო
    მესი ლაუტარო დემბელე(ფატი)
    სამზე:ინიაკი პენია,ლენგლე,არაუხო,მონჩუ,ფუენტე,პიანიჩი,ვაგე,ტრინქაო,პედრი,მატეუს ფერნანდესი

    სხვა გზა არაა.მესის დროს უნდა დაიწყოს თაობათა ცვლა თორე მერე გვიან იქნება
    ჩემი აზრით ეს საუკეთსო ვარიანტია
    Henry
    სტუმარი [?]
    #16 15 აგვისტო 2020 15:02
    12
    აქ 90 პროცენტი ბარსელონას კარგი და ამაყი გულშემატკივარი ვართ მადლობა სტატიისთვის გამხნევებისთვის მაგრამ მემგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე რო არ გვჭირდება მიზეზები. გულშემატკივრობის განუყოფელი ნაწილია იმედ გაცრრუება. ამ საიტის მომხმარებლებს პირადად არ ვიცნობ მაგრამ რეაქციებიდან ეტყობა ყველას რო ბოლომდე ამ გუნდის გვერდით იდგებიან ისე როგორც მე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 15 აგვისტო 2020 15:00
    7
    me da barca ბევრი წლებია ერთად მოვდივართ და ვივლით ბოლომდე. ადრეც იყო დაღმართები, მაგრამ ყველა დაღმართს აღმართი მოყვება.
    წევრი [?]
    #14 15 აგვისტო 2020 14:49
    0
    Magis erti mizezibarsebobs ada orxi chven keleebi vart
    ფანი [?]
    #13 15 აგვისტო 2020 14:48
    6
    ციტატა: M10 S9 D11
    არ სჭირდება მაგას 4 და 400 მიზეზი სულ რო სეგუნდაში გავარდეს გუნდი ნამდვილი კულე თუ ხარ მაინც უგულშემატკივრებ ბარსელონას იმიტომ რო ამ გუნდს პირადად მე იმიტომ არ ვბალეშიკობ რომ მსოფლიო დონის გრანდია და მესი თამაშობს იმიტომ ვგულშემატკივრობ რო ამ გუნდმა ფეხბურთის თამაში ხელოვნების დონეზე აიყვანა ადამიანის გონებას გასცდა ფეხბურთის რენესანსი ეპოქა შექმნა და ეს ყველაფერი თავისი ღირებულების და ტრადიციის წყალობით შეძლო მართალია დღეს გადაუხვია თავის გზას მაგრამ არაუშავს ეს წარმავალია მოვა დრო და ისევ აღზევდება ფენიქსივით უფრო ძლიერი და უფრო შეკრული ერთ მუშტად

    მართალი ხარ, მე მაშინაც ვქომაგობდი ბარსას კიევის დინამომ 4-0 რომ მოგვიგო, მიმეტოვებინა ქომაგობა სხვა გუნდს გავკიდებოდი? ვინც ეხლა ბარსას ფანობას იბრალებს და გარბის არც არასდროს ყოფილან კულეები.
    მწერალი [?]
    #12 15 აგვისტო 2020 14:47
    5
    მუდამ, "ბარსელონას" გულშემატკივარი! როცა აგებენ, მაშინაც მეამაყებიან... მეტი, ვიდრე კლუბი!

    ხელმძღვანელობა სასწრაფოდ შესაცვლელია, გუნდში ახალი ერა უნდა დაიწყოს, ლაპორტას ან ფონტის პრეზიდენტობითა და ჩავის თაოსნობოთ. სატრანსფერო პოლიტიკა შეიცვალოს!

    ვინც ფეხბურთელებს, კონკრეტულად, ტერ შტეგენს აგინებთ, ცოტა თავი შეიკავეთ რა! სხვაა გააკრიტიკო ადამიანი და სხვა - აგინო. მეც ძალიან გავბრაზდი და მთელი მატჩის განმავლობაში ვაკრიტიკებდი, მაგრამ არც ერთ ფეხბურთელზე უცენზურო სიტყვა არ წამომცდენია. ყველა შეიძლება აიჭრას. 2015-ში ლევანდოვსკის მკვდარი ბურთი რომ აუღო და მიულერს ცხრიანიდან გამოუღო, მაშინ კარგი იყო, ხომ? გუშინდელმა შეხვედრამ გადაფარა მისი "ბარსელონური" კარიერა? ნოიერს ხოტბას ასხამენ, რა დამაჯერებლი იყოო. და, რა ქნა გუშინ? სუარესმა ისეთი დაურტყა, შანსი არ დაუტოვა - იმის გარდა, "ბარსას" ნორმალური დარტყმა არ ჰქონია. ეგრე მეც კი ვიდგებოდი მშვიდად. კი ბატონო, 1-1-ზე აუღო ლუისს, მაგრამ თამაშგარე იყო მაინც, ხოლო მესის დარტყმები სუსტი გახლდათ.

    P.S. ამით ნოიერს არ ვაკნინებ. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა და ტერსაც სჯობს, მაგრამ ამ უკანასკნელის ასე დაჩაგვრა არ შეიძლება.

    Visca el Barça and visca Catalunya!
    --------------------
    🔵🔴
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #11 15 აგვისტო 2020 14:46
    4
    გულშემატკივრობას მიზეზები რად უნდა რაც არუნდა მოხდეს მე ბარსელონას ფანი ვიყავი და ვიქნები სამუდადომ უბრალოდ ის ტეხავს რომ ბარსელონას ამ დონის კლუბს მარტო ქართველი ფანები ყავს ნამდვილი ფანები იქაური ფანები სუფთა სლეები გენაცვალეთ ბარსელონას ნამდვილო ფანებო ❤️❤️❤️ მალე მოვა ჩვენი დროც ეს ბარსელონაა მეტი ვიდრე კლუბი ვისკა ბარსა❤️
    Culé [?]
    #10 15 აგვისტო 2020 14:34
    9
    მეტი ვიდრე გუნდი!!!ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვიყვარს მიუხედავად შედეგისა,მაგრამ უფრო მეტი ბარსა გვიყვარს,თუ არ დაეცი ვერ ადგები,ყველა დიდ გუნდს ქონია ჩავარდნა