მასკერანო: მესისთან ერთად "ბარსას" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია

  • 14-08-2020, 18:25
  • მასკერანო: მესისთან ერთად "ბარსას" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, კატალონიური კლუბისა და მიუნხენის "ბაიერნის" დღევანდელი დაპირისპირების შესახებ Ara-სთან ინტერვიუში საუბრობს.

    "ბაიერნს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით, თუმცა ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მჯერა, რომ "ბარსელონას" სათანადო თამაშის ჩვენება შეუძლია.

    თამაში "ბარსელონამ" უნდა აკონტროლოს, რადგან მათთვის საკუთარ საჯარიმოსთან დაცვა ყოველთვის რთულია. თუ მოედანზე კონტროლის დამყარებას შეძლებენ, მატჩის ბედს კონკრეტული მომენტები გადაწყვეტენ.

    "ბარსელონას" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, ამის მთავარი მიზეზი კი მესია. მან იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ორი მატჩი აშორებს. "ნაპოლისთან" შეხვედრაში მასში გამარჯვების წყურვილი დავინახე, რაც მისგან მის თანაგუნდელებზეც გავრცელდა".

    არგენტინელმა, აგრეთვე, ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერიც შეაფასა.

    "არ ვიცი, არის თუ არა იგი ლუის სუარესის იდეალური შემცვლელი, თუმცა ვიცი ის, რომ იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მესის ნაკრებში ეწყობა. ვერ ვიტყვი, საერთოდ სჭირდება თუ არა სუარესს შემცვლელი", - თქვა მან.

    მასკერანო, რომელიც დღეს "ესტუდიანტესის" რიგებში ირიცხება, "ბლაუგრანას" მაისურით 2010-2018 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ორჯერ შეძლო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    14 აგვისტო 2020 21:52

    ეე მასკე როგორ მომენატრე. პუიოლის წასვლის მერე ერთადერთი იყავი ვინც მუდამ ბოლომდე იბრძოდა მოედანზე. ბუსკეცი რო გვაყვდა თორე კიდე უფრო დიდ სახელს დატოვებდა მასკე საყრდენად რო ეთამაშა მთელი კარიერა. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ რო არგენტინის ნაკრებში სადაც საყრდენად თამაშობდა დაფრინავდა როჟა. მართალია 14 ში მესიმ ძაან ბევრი გააკეთა არგენტინის ფინალში გასასვლელად მარა ჩემიაზრით მთავარი ამის დამსახურება იყო/ ისეთ დონეზე ჩაატარა მთელი მსოფლიო რო რავი. 😍

    0
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    14 აგვისტო 2020 19:42

    შენ რო გვყავდე ახლა ძალიან დაგვეხმარებოდი თუნდაც მხოლოდ შენი ჟილკით და გამხნევებით

    4
    --------------------
    5:0
    Messi 600
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    14 აგვისტო 2020 19:24

    იასნია და დაამარცხებს კიდეც დღეს

    2
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    14 აგვისტო 2020 18:55

    მასკერანო ყველგან თამაშობდა სადაც გუნდს უჭირდა.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV