ჟოან გასპარი: მეეჭვება, რომ "ბაიერნის" ამჟამინდელ მოთამაშეებს ვინმე მომავალშიც გაიხსენებს
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში, ჯოვანე ელებერის, ლოთარ მათეუსის და კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს უპასუხა. კატალონიელები გერმანელებს დღეს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
"თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისეთი კარგები აღარ ვართ, როგორიც 5 წლის წინ ვიყავით, მე შემიძლია მათ ვუპასუხო: "ბაიერნი" გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე 20 წლის წინ იყო.
ძალიან მეეჭვება, რომ მომავალში "ბაიერნის" ამჟამინდელი შემადგენლობის მოთამაშეებს ვინმე გაიხსენებს. "ბარსელონას" გულშემატკივრების 3 ტიპი არსებობს: პესიმისტები, ადამიანები რომლებიც ხედავენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და ფანები, რომლებსაც სურთ, რომ "ბარსელონამ" წააგოს. ამ ჯგუფს კლუბის გულშემატკივრებად არ ვთვლი." - გასპარის სიტყვებს SER Catalunya ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]