ჩვენ "ბარსას" წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ და არა - მხოლოდ მესის - ფლიკი

ჩვენ "ბარსას" წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ და არა - მხოლოდ მესის - ფლიკი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე, პრესკონფერენცია გამართა:

"ჩვენ "ბარსას" წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ და არა - მხოლოდ მესის. არგენტინელის შესაჩერებლად გეგმა შევიმუშავე, თუმცა მის აქ გამჟღავნებას არ ვაპირებ.

ერთი ფეხბურთელის მეორესთან შედარება არ შეგვიძლია. ლევანდოვსკი მსოფლიო კლასის თავდამსხმელია, რომელიც გოლებს ქმნის.

ბოლო წლების განმავლობაში ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშებს შორის იმყოფება. ის რჩეული ფეხბურთელია - არ ვიცი, მომავალში მის მსგავსს ვნახავთ თუ არა.

კინგსლი კომანმა ტესტის სახლში ჩატარება შეძლო და გუნდს შეუერთდა. რაც შეეხება ბენჟამინ პავარს, "ბლაუგრანასთან" ის ხელმისაწვდომი არ იქნება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვნახავთ, რა მოხდება თამაშის შემდეგ.

ორივე კლუბს უმაღლესი დონის შემადგენლობა ჰყავს. ყველამ ვიცით, რომ როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, შესაძლოა, იღბალი მთავარ ფაქტორს წარმოადგენდეს, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, იგი თავად შევქმნათ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    14 აგვისტო 2020 17:45
    0
    რათქმაუნდა სრულად ბარსას წინააღმდეგ უნდა ითამაშოდ მარა სწორედ ამ ბარსას არა მთავარი ძალა არამედ გულია
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    Culé [?]
    14 აგვისტო 2020 12:08
    0
    ციტატა: Pique_3
    ყველა ეგრე ამბობს მესის არ ვუპირისპირდებით მხოლოდო და ტიპი ბურთს როგორც კი მიიღებს ეგრევე 4 კაცი აზის ფეხზე😂😂😂

    ჰოდა მთელი უბედურებაც ეგ არის, რომ 3-4 კაცს ერთად იკრებს და არავინ ცდილობს გაეხსნას და თავი შესთავაზოს შეტევის გასაგრძელებლად. ამათ გაუტკბათ, რო ლეო მარტო ახერხებს "სოლო" გოლების შექმნას(როგორც ნაპოლისთან) და ხელსაც(უფრო სწორად ფეხსაც) კი აღარ ანძრევენ. მიდი ლეო, 33 წლის კაცს სთოვენ ყველაფერს და ახალგაზრდებიდან არავინ არ უდგას გვერდით. მოკლედ დღეს თუ პუჩი არ ათამაშა და ერთი ორი ახალგაზრდა, წასულია ჩვენი საქმე. ამ პენსიონერებს ბაიერნი იქ გაგვიშვებს სადაც 6 წლის წინ გაგვიშვა, და ეს დამპლები რო 2-0 ზეც არ ჩერდებიან, და სულს გხდიან. 2015-ში სახლში რო 3-0 მოვუგეთ და გასვლაზე უკვე 2-1 გავუხადეთ, და ვიფიქრე მორჩა ბაზარი თქო, ამ დროს მაგათ კიდევ 5 გოლი ჭირდებოდათ. არ დაყენდნენ ეგ შობელძაღლები სანამ არ მოგვიგეს. თუმცა გასვლის შანსიც კი არ ჩანდა.
    ფანი [?]
    14 აგვისტო 2020 07:25
    4
    არ იმჩნევენ ვითომ მაგრამ ამათაც მაგრად უჭერთ ერთი ადგილი.
    ფანი [?]
    14 აგვისტო 2020 00:14
    10
    ეგრე ამბობთ მარა მერე მთელი გუნდი მარტო მესის დასდევთ😀
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    Culé [?]
    13 აგვისტო 2020 23:55
    6
    აი ბარსას კარში ზუსტად იმის გამო არ დადეს პენალტი რაც საულის მომენტში იყო? იქ კიდე უფრო ნაკლებად მოარტყა სემედომ მუხლი და თავის ფეხს წამოკრა კარასკომ, იგივე მომენტი იყო ეხლაც და აქ არ დანიშნეს
    წევრი [?]
    13 აგვისტო 2020 23:40
    21
    ყველა ეგრე ამბობს მესის არ ვუპირისპირდებით მხოლოდო და ტიპი ბურთს როგორც კი მიიღებს ეგრევე 4 კაცი აზის ფეხზე😂😂😂