5 მიზეზი რატომაც წარმატების უნდა გვჯეროდეს

5 მიზეზი რატომაც წარმატების უნდა გვჯეროდეს

ბუქმეკერები უპირატესობას "ბაიერნს" ანიჭებენ, "ბარსას" ფავორიტად არავინ მიიჩნევს, "ბაიერნის" ლეგენდები პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, ლოთარ მათეუსი რობერტ ლევანდოვსკის ლიონელ მესიზე მაღლა აყენებს. გარდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა, გერმანელებს ეტყობათ, რომ ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან, "ბარსას" კი კარგად შეუძლია ამის გამოყენება.

Mundo Deportivo გვთავაზობს 5 მიზეზს, რატომაც მოგების იმედი უნდა გვქონდეს.

დამოკიდებულება

ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მართალია, ცვლილებები დაგვიანდა, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა უკეთესობისკენ, რაც "ბარსამ" ლა ლიგა დათმო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის სრული მზადყოფნა შეინიშნება.

როგორ ჩანს, სეტიენის საუბრებმა გაჭრა, ჯერ მთელ გუნდთან, შემდეგ კი პირადად კაპიტანთან. "ბარსას" ეტყობა, რომ გასახდელში ყველაფერი რიგზეა, ახლა საჭიროა, რომ მოედანზეც ყველაფერი დალაგდეს. ფრენკი დე იონგის დაბრუნებამ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა.

არავის უთქვამს, მაგრამ მესისა და სეტიენის შეხვედრის შემდეგ, ედერ სარაბია სათადარიგოთა სკამზე უჩვეულოდ მშვიდად გამოიყურება. არ არის გამორიცხული, რომ მესისთან ეს შეთანხმებაც დაიდო, ფეხბურთელებს ძალიან აღიზიანებდათ სარაბიას გამოხტომები.

ერთ-ერთი ბოლო მცდელობა

"ბარსას" ბევრი ვეტერანი ჰყავს, მესი, ბუსკეტსი, პიკე, ალბა, სუარესი და ვიდალი კარგა ხანია 30 წელს გადაცდნენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. სულ რაღაც სამი თამაშია ტრიუმფამდე.

არტურო ვიდალი და ანტუან გრიზმანი სწორედ ამისთვის გადმოვიდნენ "ბარსელონაში". მათი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ თითოეული მაქსიმუმს გაიღებს და ამაში უდიდესი გამოცდილებაც დაეხმარებათ.

კომფორტული მდგომარეობა

"ბარსას" ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, ჯერ კიდევ ახსოვთ რომში და ლივერპულში განცდილი მარცხი. გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებოდა მოპოვებული უპირატესობის შემდეგ. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის, თამაში ერთრაუნდიანია, მოდუნების საშუალება არავის აქვს, არც უპირატესობა არსებობს და არც ფავორიტად მიიჩნევენ. "ბარსას" ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ყოველთვის შეუძლია.

მოტივაცია

ხშირად იყო ამ სეზონში შეხვედრები, როდესაც "ბარსას" სათანადოდ განწყობა უჭირდა, ფეხბურთელებს მოტივაცია აკლდათ, მაგრამ ამჯერად, გუნდი ძალიან მოტივირებული იქნება. გარდა იმისა, რომ წინა ორი წლის კოშმარის გადაფარვა სურთ, გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ისედაც ყოველთვის მოტივირებული ხარ, ამას დაემატა გერმანელების ქედმაღლური დამოკიდებულება, რომლებიც "ბარსას" ისე უყურებენ, თითქოს ერთი ჩვეულებრივი გუნდი იყოს. გუნდი მათ პროვოკაციებზე დუმს, ეს კი მიგვანიშნებს, რომ პასუხს მოედანზე უნდა ველოდოთ. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებისას მანუელ ნოიერი ლიონელ მესის დაემუქრა და როგორ დამთავრდა მისთვის ეს ამბავი, ყველას კარგად გვახსოვს.

ლიონელ მესი და დამალული ჯოკერი

"ნაპოლისთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, მესი მწყობრშია, მთელი კვირაა აღიზიანებენ იმით, რომ თურმე არსებობს ამ ქვეყნად მისი დარი ფეხბურთელი და ეს უკანასკნელი რობერტ ლევანდოვსკი ყოფილა. უკეთეს სამოტივაციოს ვერც ინატრებდა.

განაცხადს უსმან დემბელე დაუბრუნდა, რომელსაც ჯოკერის როლი შეუძლია ითამაშოს. მთავარია თავად უსმანმა შეძლოს კონცენტრირება. წინა სეზონში, როცა "ლივერპული" გადაიღალა და შეტევაში წავიდა, ვალვერდემ უსმანი გამოიყვანა, რომელსაც ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ მესის პასი ვერ შეირგო, საქმე მხოლოდ გაფუჭებულ მომენტში არ არის, დემბელემ ისე დაარტყა, როგორც ექვსი წლის ბავშვს შეიძლებოდა რომ დაერტყა. ამ მომენტსაც კი არასერიოზულად მიუდგა.

იმედია, ამდენი ხნის შემდეგ ჭკუა ისწავლა და თუ "ბაიერნთან" შანსი მიეცა, ქარს აღარ გაატანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 13 აგვისტო 2020 13:50
    1
    5 მიზეზი რატომაც წარმატების უნდა გვჯეროდეს :
    მესი
    მესი
    მესი
    მესი
    მესი

    :D:D
    ფანი [?]
    #6 13 აგვისტო 2020 13:44
    2
    მიდით ლომებო მივაგიტლერკაპუტოთ.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #5 13 აგვისტო 2020 13:43
    6
    იასნია მე მჯერა რომ მოვიგებთ მერე რა არი რომ მაგარ ფორმაში არიან მე რა არი რომ შემდეგ სიტია ვინც გინდა ის იყოს აქ უმეტესობას არ ჯერა ბარსას გასვლა და რატო იმიტომ რომ ცუდ ფორმაშია წელს მართალია რთული თამაში იქნება მაგრამ გავალთ და ლიგასაც დავდებთ ეს ხო ბარსაა მეტი ვიდრე კლუბი ❤️❤️❤️
    DAVID_BARCA_FAN
    სტუმარი [?]
    #4 13 აგვისტო 2020 12:34
    1
    ბაიერნს რომ გავცდეთ სიტის ვხვდებით და ეგ მაწუხებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აგვისტო 2020 12:31
    5
    ძალიან მჯერა რო გლანდებში ჩავახტებით განსაკუთრებით მესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 13 აგვისტო 2020 12:29
    5
    დაეშვით მიწაზე. მოტივაცია არც ბაიერნს აკლია, ფიზ მომზადება, ტაქტიკურად მომზადება და ინდივიდუქლისტი 5 ჯერ მეტი აქვთ. კარიერის პიკი აქვს მინიმუმ ორ მოთამაშეს, ყველა ფორმაშია მეტ ნაკლებად როცა ჩვენთან ყველას, სუას გრიზის პიკეს ყველაზე ცუდი სეზონი აქვთ. მესიც კი დაბალშედეგიანია. ლიგის გოლები ნახეთ... 15-20 % ია შანსი
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #1 13 აგვისტო 2020 12:05
    7
    აი პროსტა ბაიერნი გავაგდოთ და სიტიმ მერე 5-0 მოგვიგოს თუგინდათ🤣