ევროპის ვეტერანები

  • 12-08-2020, 22:33
  • ევროპის ვეტერანები

    მადრიდულმა Marca-მ ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად მონაწილე გუნდების საშუალო ასაკი გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ასაკიანი შემადგენლობა "ბარსელონას" ჰყავს.

    წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" მთამაშეების საშუალო ასაკი 29.6 წელია. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილე დანარჩენი გუნდების საშუალო ასაკი ასე გამოიყურება: "მანჩესტერ სიტი" - 28.4, პსჟ - 28.1, "ბაიერნი" - 27.3, "ატლეტიკო" - 26.5, "ლიონი" - 25.4, "ატალანტა" - 25.3, "ლაიფციგი" - 24.6.

    2015 წელს, ბოლოს, როდესაც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, გუნდის საშუალო ასაკი მხოლოდ 26.6 წელს შეადგენდა. იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც მაშინ "იუვენტუსთან", ფინალში, ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, დღეისათვის კლუბში 7 მათგანი ირიცხება. ესენი არიან: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ივან რაკიტიჩი, სერჟიო ბუსკეტსი, ლიონელ მესი და ლუის სუარესი.

    "ბარსელონა" "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პარასკევს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    13 აგვისტო 2020 08:03

    ბაზარი არაა დაგვიბერდნენ ლომები, მაგრამ მოდიან ახალგაზრდა ბოკვრებიც.

    0
    გასულია
    BaKuRa Culé [?]

    13 აგვისტო 2020 00:19

    სად წავიდა ნეიმარიი😂😂🤦🏻‍♂️ იმენა მთელი ცხოვრება ინანებს.. ან ჩვენ რას გვერჩოდა ან საკუთარ თავს🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

    1
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    13 აგვისტო 2020 00:15

    მთელი პსჟ გერგეცებს როგორც ბარსა იყო რომა ლივესთან და მარტო ნემო უბერავს ასეთი ჟილკიანი გვინდა ზუსტად ასეთი ჩვენც აი რა გვეკლო რომა ლივესთან აი ვინ გვინდა მარა მარტო ესეც ვერ გახდება ერთად კი მკვლელი გუნდი იქნება ეეეჰ ნემოოო დაბრუნდი სახლში ნემოო

    3
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    13 აგვისტო 2020 00:00

    რაზე ვკაიფობ იცი გუშინ დათვალეს და მთელი ატალანტა ფეხბურთელიან მედპერსონალიანად ხელფასს რო ღებულობს მაგენზე მეტი მარტო ნეიმარს აქ 🙂 და აგერ იმამლებიან:)
    ბრავო ატალანტა ხო ვაგებ ბილეთს მარა მაინც მიხარია ბრავო შარშან აიაქსმა გვასიამოვნა წელს ატალანტამ
    ჰა სად ხართ ისინი რო იძახდით პსჟ უკვე ფინალშიაო ? ერთ მატჩს ყველა იგებს ეჰჰ ბავარია ეეეჰ მოგიკითხავ ზეგ წელს ლიგა არის პეპის

    0
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    MALUMA ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 22:41

    ჩემი აზრით ორი *** მეკარიდან რომელიც ცოტაჯერ გამო***დება ის გუნდი გავა ფინალში და საერთოდ მკიდია რა მაინც თუ ბარსა გავა სიტის ვხვდებით თუ ბაიერნი სიტი მიარჭობს *ლევანდოვსკის და მთელ ბაიერნს დაადე******ლებს და ფინალშიც გავა და ატლეტიკოს გადახსნის შუაზე ობლაკიც ვერ უშველის მერე ატლეტიკოს სიტოს ისეთი ნახევარდაცვა ჰყავს და ისეთი შეტევა!

    1
    --------------------
    შტეგენის წყევლა - 2016 წლიდან დღემდე!
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    12 აგვისტო 2020 22:35

    იმედია წელს მოვიგებთ თორემ ძალიან გაიწელა ულიგოთ ყოფნის დრო

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV