ოფიციალურად: ცნობილია, "ბარსას" რომელ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი

  • 12-08-2020, 19:49
  • ოფიციალურად: ცნობილია, "ბარსას" რომელ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, "ბარსას" რომელ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი.

    დღეს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მოთამაშის ვინაობა არ გახმაურდა.

    ახლახანს, "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ფრანგმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ Twitter-ზე დაწერა: "მოგესალმებით ყველას. მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩემთვის ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. სიმპთომები არ მაქვს და თავს კარგად ვგრძნობ. სანიტარული პროტოკოლის დაცვით სახლში ვიმყოფები. ვარჯიშის დაწყება ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლა სახლში ყოფნის დროა, სანამ არ გამოვჯანმრთელდები."

    ტოდიბოს, რომელიც გუნდს "შალკედან" დაუბრუნდა, პირველი გუნდის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" სხვა ფეხბურთელები საფრთხეში არ არიან.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    13 აგვისტო 2020 08:35

    ციტატა: Lasha71
    რა სჭირთ ამ ფრანგებ ? რა ინვალიდები აღმოჩნდნენ ?!

    ისე მსოფლიოს მერე ტიპები გაქრნენ, ყველას რაღაცა დაემართა. მგონი დეშამმა ჯადოები გაუკეთა. ლორისი იყო და მთელი წელი ტრავმა ქონდა, უმტიტი ფეხბურთელი აღარაა, ვარანს ტრავმა არ ქონია, კარგ ფორმაშიც იყო მარა მარტო სიტისთან თამაში რად ღირს :D პოგბას მთელი წელი არ უთამაშია, რა აღარ იმიზეზა, ხან ტრავმაო ხან რაღაცაო, დემბელე ვიცით რაცაა. გრიზმანს ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ქონდა, აჭრილი, ბოლოს 3 წლის მანძილზე პირველი ტრავმაც მიიღო. ლუკას ერნანესი საერთოდ 5 თამაშში ერთს თამაშობს ბაიერნში ტრავმის გამო. მბაპემაც მაგრად იტრავმიანა. კანტეს წელს 10 თამაში თუ გამოუვიდა. მოკლედ შარშია საფრანგეთი. კიდევ კარგი წელს არაა მსოფლიო თორე ფორმაში არავინ ეყოლებოდათ

    1
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    13 აგვისტო 2020 07:54

    მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

    1
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 21:22

    გამოჯამრთელება ტოდიბოს. ბაიერნს თუ გავცდით შემდეგ კარგი შანსი გვაქ. სიტისთან ყოველთვის გამოგვდის თამაში

    10
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    მადრიდისფერი ახალბედა [?]

    12 აგვისტო 2020 20:55

    ციტატა: Lasha71
    რა სჭირთ ამ ფრანგებ ? რა ინვალიდები აღმოჩნდნენ ?!

    ეგაა ცარიელა ბაყაყს და ლოკოკინას რო ჭამენ და არც ძღებიან. მარტო ბაყაყაყის და ლოკოკინის ჭამით რა გაგაძლიერებს, მიდექი მოდექი პურია მიაყოლე, ხაში ჭამე, იქეთ ოსტრი, რა კრუასანი რა ბაყაყი და რა ლოკოკინა მომინდომე. 😀😀🤣🤣🤣😀😁😁😁😁😁🤣🤣😂😀😀😆😆😆😃😃😄😄😄😄😅😅😅😉😉😋😋😋😋😉😉😉🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮🤮🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇨🇵🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

    11
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 20:21

    რა სჭირთ ამ ფრანგებ ? რა ინვალიდები აღმოჩნდნენ ?!

    2
    გასულია
    მახო გულშემატკივარი [?]

    12 აგვისტო 2020 20:21

    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: kingarturo
    ციტატა: MESSI 2017
    ტოდიბოს გამოჯანრთლებას ვუსურვებ❤ და ბარსას ვარჯიშის ვიდეო ნახეთ დემბელემ რა ჩაუტარა სიარეს ბუსკეცს და ალბას? ეგეთ ფორმაში თუ დაბრუნდება მოედანზე ბაიერნთან შანსები გაგვერზდება ტიპმა სურესი 3ჯერ მოატყუა ბუსკეცი და ალბა კიდე ერთი მოძრაობით მოტეხა 😂😂❤

    ისე ბავარიას კი შეიძლება გავცდეთ, მარა მე პირადად სიტი უფრო მაშინებს. წელს ისეთი მოხოდილია ეგ გუნდი მგონია რო ვერავინ გააჩერებთ რატომღაც.

    ბაიერნს თუ ჩამოვიშორებთ სიტისთან ამაღლებუკი განწყობით ჩავა გუნდი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისიც არ გამიკვირდება ნახევარ ფინალში ლიონი თუ გავა

    მასე ამაღლებულით გავიდნენ psg-ს მერე იუვენტუსთანაც და სახე გაძვრათ. მოხოდილი იქნება ყველა თუ არა უმეტესობა მაინც თორე მარტო მესი და შტეგენი ვერაფერს იზამენ

    0
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 20:01

    ციტატა: kingarturo
    ციტატა: MESSI 2017
    ტოდიბოს გამოჯანრთლებას ვუსურვებ❤ და ბარსას ვარჯიშის ვიდეო ნახეთ დემბელემ რა ჩაუტარა სიარეს ბუსკეცს და ალბას? ეგეთ ფორმაში თუ დაბრუნდება მოედანზე ბაიერნთან შანსები გაგვერზდება ტიპმა სურესი 3ჯერ მოატყუა ბუსკეცი და ალბა კიდე ერთი მოძრაობით მოტეხა 😂😂❤

    ისე ბავარიას კი შეიძლება გავცდეთ, მარა მე პირადად სიტი უფრო მაშინებს. წელს ისეთი მოხოდილია ეგ გუნდი მგონია რო ვერავინ გააჩერებთ რატომღაც.

    ბაიერნს თუ ჩამოვიშორებთ სიტისთან ამაღლებუკი განწყობით ჩავა გუნდი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისიც არ გამიკვირდება ნახევარ ფინალში ლიონი თუ გავა

    0
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 19:54

    ტოდიბოს გამოჯანრთლებას ვუსურვებ❤ და ბარსას ვარჯიშის ვიდეო ნახეთ დემბელემ რა ჩაუტარა სიარეს ბუსკეცს და ალბას? ეგეთ ფორმაში თუ დაბრუნდება მოედანზე ბაიერნთან შანსები გაგვერზდება ტიპმა სურესი 3ჯერ მოატყუა ბუსკეცი და ალბა კიდე ერთი მოძრაობით მოტეხა 😂😂❤

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV