ზუსტად 16 წლის წინ, “ბარსელონამ” სამუელ ეტო’ო შეიძინა

  • 12-08-2020, 16:27
  • ზუსტად 16 წლის წინ, “ბარსელონამ” სამუელ ეტო’ო შეიძინა

    ზუსტად 16 წლის წინ, 2004 წლის 12 აგვისტოს, "ბარსელონამ" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კამერუნელი შემტევი, სამუელ ეტო'ო შეიძინა. 

    ეტო'ო მალევე გახდა "ბარსელონას" ძირითადი ფიგურა, დღეს კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. 

    კამერუნელმა "ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ითამაშა (2006 & 2009) და ორივე შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. 

    2009 წლის ზაფხულში, "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ 46 მილიონი ევრო გადაუხადა, ასევე აღნიშნულ თანხას კამერუნელი ვარსკვლავი დაუმატა და შედეგად ეტო'ო იტალიურ კლუბში ჩაირიცხა. 

    ეტო'ომ "ბარსელონასთან" ერთად 8 ტიტული მოიგო, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 199 შეხვედრა ჩაატარა და თავი 130 გოლით გამოიჩინა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 21:29

    ეტოოს შემდეგ ვილაც მაგარი იყო მარამ ფეხის მოტეხვამ შეუშალა ხელი არსელონაში კიდე დიდხანს დარჩენილიყო. არადა ბასამ ორივე კაპიკებში გაიშვა. აი სუარეს კი სულ სხვა დონეა ორივეზე დიდი ფეხბურთი ითამაშა როგორც ბარსაში ასევე საერთოდ კარიერულად

    0
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 19:34

    მაგარი იყო ეს მამა დაჯ ლი 😀

    2
    გასულია
    neo222 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 18:54

    Etoo golebis qarxana iyo. Kargad maxsovs

    1
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    isakichi ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 16:52

    ცივსისხლიანი ეტოო,უმაღლესი კლასის იგროკი,რომელსაც უსამართლოდ მოექცნენ

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV