ძირითადი გუნდის წევრებს COVID-19 არ დაუდგინდათ - ლისაბონისაკენ გზა ხსნილია

  • 12-08-2020, 14:59
  • ძირითადი გუნდის წევრებს COVID-19 არ დაუდგინდათ - ლისაბონისაკენ გზა ხსნილია

    "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" უმძიმესი ჯახი ელის, ნახევარფინალში გასასვლელად კი სწორედ ამ ბარიერის დაძლევაა საჭირო.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ, სავარჯიშო სესიის დაწყებამდე, "ბარსას" პირველი გუნდის ფეხბურთელებმა, რომლებიც ზემოხსენებული მატჩისათვის პორტუგალიაში გაემგზავრებიან, PCR ტესტი ჩაუტარდათ.

    შედეგად, აღმოჩნდა, რომ კატალონიური გრანდის ყველა მოთამაშე COVID-19-საგან ჯანმრთელია, ვინაიდან, ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა - ეს კი ნიშნავს, რომ ლისაბონისკენ გზა ხსნილია.

    შეგახსენებთ, UEFA-ს პროტოკოლის მიხედვით, გუნდებს სულ მცირე, 13-13 ჯანმრთელი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეთ, რათა შეხვედრა დათქმულ დროს გაიმართოს. "ბარსელონასა" და "ბაიერნის" დაპირისპირება 14 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 15:14

    ძალიან კარგი ინფორმაციაა 👍 👍 👍

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV