მესი "ინტერში" გადასასვლელად კომფორტის ზონას არ დატოვებს - სინორინი

  • 12-08-2020, 14:18
  • მესი "ინტერში" გადასასვლელად კომფორტის ზონას არ დატოვებს -  სინორინი

    არგენტინის ყოფილი მწვრთნელი, ბერნარდო სინორინი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრებს შეუძლიათ, ლეო მესისთან დაკავშირებით, მშვიდად იყვნენ.

    "ლიონელ მესი "ინტერში" არ გადავა, რადგან კატალონიაში მიღებულ კომფორტის ზონას არ დატოვებს. სამხრეთ ამერიკაში ამ თემას არავინ განიხილავს, რადგან ყველამ იცის, რომ "კამპ ნოუ" ლეოს სახლია. "ლა პულგა" ისეთი თავგადასავლების მოყვარული არ არის, როგორიც დიეგო მარადონა იყო. 

    ნებისმიერი გადაწყვეტილება, რითაც მესის "ბარსას" დატოვება შეეძლება, არაგონივრული იქნება, თანაც კარიერის ამ ეტაპზე. თუ "ლურჯ-ბროწეულისფერები" მომდევნო სეზონისათვის გუნდს გააძლიერებენ, კაპიტანი უეჭველად დარჩება", - აცხადებს ფიზიკური მწვრთნელი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kortoxa23 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 22:05

    ლეომ თქვა არასდროს გადავალ რეალში და არც ინტერშიო. კარიერას დიდი ალბათობით ნიუელს ოლდ ბოისი დაასრულებს

    0
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    12 აგვისტო 2020 14:45

    JUZI,
    შანსი არაა არსად არ წავა აქ დაამთავრებს კარიერას

    2
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 14:28

    დარწმუნებული ვარ არასად არ წავა, არ გვიღალატებს!

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV