კომანი და ბოატენგი "ბარსელონასთან" ითამაშებენ

კომანი და ბოატენგი "ბარსელონასთან" ითამაშებენ

მიუნხენის "ბაიერნის" საკვანძო ფეხბურთელები, კინგსლი კომანი და ჟერომ ბოატენგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

კომანმა "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა, თუმცა, Marca-ს ცნობით, ფრანგმა შემტევმა ლისაბონში გამართულ პირველ სავარჯიშო სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.

რაც შეეხება ბოატენგს, გერმანელმა მცველმა "ჩელსისთან" თამაშში ბარძაყი დაიზიანა. 31 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიაში განცალკევებით ივარჯიშა, თუმცა, იმავე წყაროს ინფორმაციით, იგი "ბარსელონასთან" მატჩისთვის სრულად გამოჯანრთელდება.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს კატალონიურ გუნდთან ბენჟამინ პავარი არ ეყოლება, რომელიც ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"ბარსელონა" და "ბაიერნი" ერთმანეთს პარასკევს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 აგვისტო 2020 13:00
    1
    ეს ის პავარია არგენტინა-საფრანგეთზე, მსოფლიოზე ცენტრიდან რო გაუტანა არგენტინას?. არადა რა კარგად მიდიოდა მაგ თამაშში საქმე.

    ციტატა: MESSI 2017
    ბუატენგი არგამოვა მოედანზე თავისი ნებით და იმედია დემბელე რამეს მაინც გააკეთებს რომ დაბრუნდება

    და მეორე ფრთაზე რო ათამაშონ არც მაშინ გამოვა ნეტავ? იქით ხო მესი არ იქნება.
    Culé [?]
    #7 12 აგვისტო 2020 10:56
    1
    მემგონი ტიაგოც არ იქნება დისკვალიფიკაცია აქვს მგონი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    [?]
    #6 12 აგვისტო 2020 08:52
    2
    ბოატენგმა თავი მოიმკვდარუნა ჩელსისთან გასაგები და ცნობილი მიზეზების გამო. ამიტო არ ითამაშებს
    ფანი [?]
    #5 12 აგვისტო 2020 07:17
    4
    ინსინიესი არ იყოს ყველა ჩვენთან ხდება უკვდავი.
    წევრი [?]
    #4 11 აგვისტო 2020 23:48
    1
    ბოატენგი როა კარგია, ფლიკი ძაან მაგარია მაგრამ ბოატენგი ზულეს ან ლუკას ერნანდესს რატომ ურჩევნია ვერ ვხვდები. აი კომპანია კარგად ყოფნა არ გამიხარდა
    Culé [?]
    #3 11 აგვისტო 2020 23:44
    3
    იმედია ბოატენგს დააყენებენ
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 11 აგვისტო 2020 23:43
    5
    არაფერი არ უშველის ბავარიას მაინც მითუმეტეს ამდენი ბლატაობების მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აგვისტო 2020 23:10
    7
    ბოატენგი გამოუშვით მესიმ უნდა გაგლიჯოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued