გრიზმანის იმედისმომცემი სტატისტიკა მანუელ ნოიერის და "ბაიერნის" წინააღმდეგ

  • 11-08-2020, 17:25
  • გრიზმანის იმედისმომცემი სტატისტიკა მანუელ ნოიერის და "ბაიერნის" წინააღმდეგ

    14 აგვისტოს, ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში "ბარსელონას" და "ბაიერნის" დაპირისპირება გაიმართება. კატალონიელთა მწვრთნელს შემადგენლობაში სხვადასხვა ვარიანტები აქვთ, Diario Sport-ის ინფორმაციით, სეტიენი 4-4-2 სქემას გამოიყენებს, რაც ანტუან გრიზმანს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს. 

    გრიზმანს "ბაიერნის" წინააღმდეგ საკმაოდ კარგი მოგონებები აკავშირებს, 2015/2016 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ფრანგმა "ატლეტიკოსთან" ერთად გერმანელები ტურნირს მიღმა დატოვა, მეორე შეხვედრაში კი ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა (1-0 "ვისენტე კალდერონზე" და 1-2 "ალიანზ არენაზე)

    გრიზმანს "რეკორდმაისტერის" ლეგენდარულ მეკარესთან, მანუელ ნოიერთანაც იდეალური სტატისტიკა აქვს, ანტუანმა მის კარში გოლის გატანა 5-ჯერ მოახერხა, დუბლი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში (საფრანგეთი 2-0 გერმანია), ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ("ბაიერნი" 2-1 "ატლეტიკო) და 2018/2019 ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი (საფრანგეთი 2-1 გერმანია). 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    12 აგვისტო 2020 13:42

    მოგვიგია და ეგ არის. მთავარია ეხლა კიკემ სასტავშიც ჩასვას, ეგ სათადარიგოა ამ თამაშისთვის( ნახეთ სასტავი უფრო ზევით):https://barcamania.ge/news/61850-gegma-anti-baierni-kike-setienma-taqtika-sheimushava.html

    ციტატა: JUZI
    მიდი გრიზო,ერთხელ შენც ხომ უნდა გვანახო შენი კლასი, ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ხარ!

    ეეჰ, დიდი უსამართლობაა ამ ქვეყანაზე. გრიზმანი რო მსოფლიოს ჩემპიონია ლეო კი არა.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 აგვისტო 2020 20:50

    იმედია მაგრად ითამაშებს გრიზმო

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 20:28

    მიდი გრიზმო შენ იცი უნდა ათრიო მესი სუასთან ერთად ბავარია

    3
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 20:18

    გრიზმანიი უზომოდ დიდი ძალაა უბრალოდ ბარსაში არავინ აფასებს...

    3
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 19:54

    Clever liar,
    100% ხარ მსოფლიოზეც ეგრე იყო ზუსტად რა შანსიც მიიღო ვაფშ ეყველა გამოიყენა

    5
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 19:23

    ნოიერი ამის ნაშაა

    5
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 18:40

    მიდი გრიზო,ერთხელ შენც ხომ უნდა გვანახო შენი კლასი, ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონი ხარ!

    9
    გასულია
    Clever liar ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 18:06

    ნაპოლისთან სწორად იდგა. არაუშავს თუ თავად ვერ შექმნის და შეაგდებს, მთავარია იმოძრაოს და შემტევებს გაუხსნას სივრცე..

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV