პედრი: "რეალში" საცდელი ვარჯიშები მქონდა, მაგრამ "ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

  • 11-08-2020, 01:16
  • პედრი: "რეალში" საცდელი ვარჯიშები მქონდა, მაგრამ "ბარსელონაში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

    პედრი გონსალესს, რომელზეც კატალონიაში დიდ იმედებს ამყარებენ, სულ მალე, "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში პირველი დღე ექნება. 

    ესპანელმა ფეხბურთელმა Post United-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბარსას" მიერ მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით მოხარულია. 

    "ორი თუ სამი წლის წინ "რეალში" საცდელი ვარჯიშები მქონდა. მადრიდში ერთი კვირა გავატარე. მათ მითხრეს, რომ შრომა გამეგრძელებინა და ჩემი დამატების სურვილი არ გამოხატეს. 

    შარშან, სანამ "ლას პალმასთან" ერთად პრესეზონს დავასრულებდი, "ბარსელონასთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა. აქ თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ბევრად უკეთესია ის, რომ შესაძლებლობა სწორედ "ბარსამ" მომცა. 

    ჩემი იჯარის წესით დამატებით რამდენიმე კარგი გერმანული კლუბია დაინტერესებული. თუ პირველ სეზონში აქ შანსი არ მომეცემა, თანახმა ვარ, რომ ცოტა ხნით საზღვარგარეთ ვითამაშო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოედანზე დიდი დრო გავატარო და გამოცდილება მივიღო. იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნების ახდენას შევძლებ". - თქვა პედრიმ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 10:03

    აბა შენ იცი, წარმატებები პედრის.

    4
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    11 აგვისტო 2020 09:21

    რონალდუ მგონი პსჟ ში მიდის

    2
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    11 აგვისტო 2020 01:47

    ნამდვილი ფეხბურთელი ასეთი უნდა იყოს თანახმაა სხვა კლუბში იჯარით წავიდეს და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდეს იმის პერსპექტივით რო გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს ჩემი აზრით ახლაც შეიძლება მისი გუნდში დარჩენა

    17
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV