AS: სეტიენი "ბაიერნთან" რაკიტიჩს არ ენდობა

  • 11-08-2020, 00:52
  • AS: სეტიენი "ბაიერნთან" რაკიტიჩს არ ენდობა

    Diario AS-ის ცნობით, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, "ბაიერნთან" მატჩში იგივე ნახევარდაცვის ტრიო არ ათამაშოს, რომელსაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში ენდო. 

    კიკე სეტიენი 3 დღის წინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ივან რაკიტიჩის თამაშით უკმაყოფილოა. გუნდის სამწვრთნელო შტაბს ხორვატი ფეხბურთელის მოძრაობები არ მოეწონა და იმედი განსაკუთრებით მაშინ გაუცრუვდა, როცა ივანის მიერ წესების დარღვევის გამო "ბარსას" კარში პენალტი დაინიშნა. 

    32 წლის ნახევარმცველი "ნაპოლისთან" ძირითად შემადგენლობაში იმიტომ მოხვდა, რომ სერჟიო ბუსკეტსსა და არტურო ვიდალს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ. 

    "ბაიერნის" წინააღმდეგ, სავარაუდოდ, მოედანზე სერჟიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და არტურო ვიდალი ან სერჟი რობერტო იქნებიან. 

    "ბლაუგრანა" "რეკორდმაისტერს" 14 აგვისტოს დაუპირისპირდება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Clever liar გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 10:54

    8-I N I E S T A-8
    ნუ თამაშის საწყისში ალბათ რობერტო ჯობნის :))

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 09:59

    ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი და რობერტო ძირითადში, ვიდალი და პუჩი ზამენაზე, მეორე ტაიმში რომ გუნდმა არ მიიძინოს.

    5
    გასულია
    Gio Mzarelua წევრი [?]

    11 აგვისტო 2020 09:28

    სწორია, მგონი სჯობს ბუსი ფრენკი და რობერტო იყოს სასტარტოში და მერე ვიდალი რობერტის ნაცვლად თუ ვერ აეწყობა თამაში

    5
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 აგვისტო 2020 08:14

    ციტატა: 8-I N I E S T A-8
    ციტატა: Clever liar
    32 წლის ასაკში ეს მაქსიმუმ ზაგრების დინამოში უნდა თამაშობდეს და კიდე ბარსელონაში გდია, ვითომ ჩავიზე დიდია

    როგორ ფიქრობ ჯობს ვიდალის დაყენება თუ რობერტო დავაყენოთ🙃

    ჩემი აზრით ორივე. 4-4-2 უნდა ვითამაშოთ როგორც ლივესთან კამპ ნოუზე პირველი. 11 რობოტს ვეთამაშებით ფაქტიურად. გნაბრი უნდა გავაჩეროთ და ამას სემედო რობერტო ერთად დაჭირდება. გრიზმანი ამოვარდეს ჯობია მაინც ვერაფერს გვმატებს. ეგ და ფატი შემოვლენ მერე და შეტევაც გაძლიერდება რო დაგვჭირდება. ბუსი ფრენკი ვიდალი რობერო ნახევარდაცვაში. გრიზის ფუნქციას ვიდალი შეასრულებს, უკეთესი გამტანიც კია ამ ეტაპპზე

    7
    გასულია
    Magician Culé [?]

    11 აგვისტო 2020 01:46

    "ნაპოლისთან" ყველაზე ცუდად ამან ითამაშა. პენალტი ამის ცუდ მოქმედებას მოჰყვა, შეცდომები ჰქონდა.

    5
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გასულია
    8-I N I E S T A-8 წევრი [?]

    11 აგვისტო 2020 01:46

    ციტატა: Clever liar
    32 წლის ასაკში ეს მაქსიმუმ ზაგრების დინამოში უნდა თამაშობდეს და კიდე ბარსელონაში გდია, ვითომ ჩავიზე დიდია

    როგორ ფიქრობ ჯობს ვიდალის დაყენება თუ რობერტო დავაყენოთ🙃

    2
    გასულია
    Clever liar გულშემატკივარი [?]

    11 აგვისტო 2020 01:01

    32 წლის ასაკში ეს მაქსიმუმ ზაგრების დინამოში უნდა თამაშობდეს და კიდე ბარსელონაში გდია, ვითომ ჩავიზე დიდია

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    11 აგვისტო 2020 00:56

    ძლიივს გაუნათა გონებამ ამის დაყენება როგორ შეიძლება სისწრაფეში არწყევინებს ბავარია ეს კუზე ნელი როდის მოშორდება ბარსას

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV