ლიონელ მესიმ არგენტინის საავადმყოფოებს სასუნთქი აპარატების შეძენა დაუფინანსა

  • 11-08-2020, 00:42
  • ლიონელ მესიმ არგენტინის საავადმყოფოებს სასუნთქი აპარატების შეძენა დაუფინანსა

    ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლის პარალელურად, "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, სამშობლოს არ ივიწყებს. 

    მესიმ თავისი ფონდის მეშვეობით არგენტინის საავადმყოფოებს 50 სასუნთქი აპარატის შეძენა დაუფინანსა, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის გამოიყენება. არგენტინაში, ისევე როგორც არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთში, სასუნთქი აპარატების სერიოზული დეფიციტია. 

    კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სამხრეთ ამერიკაში, ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, არგენტინის ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის ზღვარზეა. 

    სამედიცინო დანადგარების შეძენის გარდა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ლეო მესი კატალონიის რეგიონსა და არგენტინას ერთ მილიონ ევროზე მეტით დაეხმარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ლიონელ მესი
    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    11 აგვისტო 2020 13:20

    ამ დამპლებს კიდევ, ამხელა ტალანტისთვის თვეში 1000 დოლარი დაენანათ, რომ ცოტა ჯანი მომატებოდა და სიმაღლე აეკრიფა.

    ციტატა: nika 54
    ამ დამპლებს კიდევ, ამხელა ტალანტისთვის თვეში 1000 დოლარი დაენანათ, რომ ცოტა ჯანი მომატებოდა და სიმაღლე აეკრიფა.

    ლეომ რო პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, არდადეგებზე როსარიოში გაემგზავრა, რადგან ძალიან იყო მონატრებული მშობლიურ ქალაქზე. იქ ყოფნისას თავის ყოფილ სკოლაშიც მივიდა და ნანახით გულდაწყვეტილი დარჩა, სკოლა ნგრევის პირას იყო.
    მისი სკოლის დირექტორი ყვება(წიგნში "მესი") მისი გამგზავრების შემდეგ ფოსტიდან დაურეკიათ რო ლეომ ბარსელონიდან სკოლისთვის ფული გადმორიცხა-ო. მე მეგონა 50 დოლარს (არგენტინულ ვალუტაში საკმაო თანხას) გამოგზავნიდა და გახარებული წავედი ეს დიდი ფული იყოო. და რამხელა იყო მისი გაკვირვება როცა ნახა რო ლეოს პირველი ხელფასიდან 5000 დოლარი გადმოერიცხა.

    1
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 09:56

    ქველმოქმედება კარგია.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV