ლოთარ მათეუსი: ლეო მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი გახდება

  • 11-08-2020, 00:15
  • ლოთარ მათეუსი: ლეო მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი გახდება

    UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონას" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება. 

    გერმანული კლუბის ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფორმაშია: მას მიმდინარე სეზონში გოლებისა და საგოლე პასების კომბინაციით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მის ანგარიშზე 44 შეხვედრაში 53 გოლი და 8 ასისტია, "ბარსას" კაპიტან ლეო მესის კი 43 მატჩში 31 გოლი და 27 საგოლე გადაცემა აქვს. 

    მატჩის "ბაიერნის" ლეგენდა, ლოთარ მათეუსი პოლონელ თავდამსხმელს აქებს. 

    "ლეო მესი შეხვდება ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მომდევნო მფლობელი იქნება. ის საუკეთესო ფეხბურთელია და არა უბრალოდ საუკეთესო ფორვარდი". - ამბობს მათეუსი. 

    "ბარსა"-"ბაიერნის" დაპირისპირება 14 აგვისტოს, ლისაბონში, "ეშტადიუ და ლუშზე" გაიმართება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    11 აგვისტო 2020 17:01

    ამან ენა წაიგრძელა ეს დღეები.

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 09:53

    მესის დონეზე ეს ვერასდროს მივა.

    6
    გასულია
    Gio Mzarelua წევრი [?]

    11 აგვისტო 2020 09:30

    მოიცა, გახდებაო და არ არის უკვე მესის მერე საუკეთესო?

    2
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    11 აგვისტო 2020 00:53

    ციტატა: marco reus 11
    ლევანა რაცაა ეგაა აწი რაღას გახდება, ბავშვი კიაღარარი ,30ის კი იქნება. უდაოდ საუკეთესო 9 ნომერი როა დღესდღეობით ფაქტია

    31 წლისაა

    3
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    11 აგვისტო 2020 00:41

    ლევანა რაცაა ეგაა აწი რაღას გახდება, ბავშვი კიაღარარი ,30ის კი იქნება. უდაოდ საუკეთესო 9 ნომერი როა დღესდღეობით ფაქტია

    8
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    Sergio5 Culé [?]

    11 აგვისტო 2020 00:21

    აი ესეთი ლაუტარო არ შემოგვტენონ არაფერი მინდა

    საშინლად ითამაშა

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge