პედრი: მინდა, "ბარსელონაში" ადგილი დავიმკვიდრო

პედრი: მინდა, "ბარსელონაში" ადგილი დავიმკვიდრო

"ბარსელონას" 17 წლის ახალწვეული, პედრი, კატალონიურ გუნდთან ერთად ვარჯიშს სამ დღეში დაიწყებს. ესპანელი ნახევარმცველი მოუთმენლად ელოდება, როდის შეუერთდება "ბლაუგრანას". 

"12 აგვისტოს ვიწყებ. ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, "ბარსელონაში" ადგილი დავიმკვიდრო. 

ვეცდები, პირველი გუნდის შემადგენლობაში დავრჩე, სათამაშო დრო მოვიპოვო და განვითარება განვაგრძო. 

ვნერვიულობ, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან შეხვედრის წინ და ეს მოთამაშეებისთვის ნორმალურია, თუმცა მეორე დივიზიონში მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე და ახლა ოდნავ უფრო მშვიდად ვარ". - ამბობს პედრი. 

კლუბის ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ პედრიმ პრესეზონი პირველ გუნდთან ერთად გაატაროს, ამის შემდეგ კი გადაწყდება, არის თუ არა ის მზად მთელი სეზონის განმავლობაში აქ დარჩენისთვის. თუ ასე არ იქნება, სავარაუდოდ, ის "ბარსა ბ"-ს არ შეუერთდება და იჯარის წესით სხვა კლუბში ითამაშებს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 11 აგვისტო 2020 09:51
    4
    კარგია ჟანსაღი ამბიცია რომ გააცნია.