Sport: "მანჩესტერი", შესაძლოა, ფატის ან დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდეს

Sport: "მანჩესტერი", შესაძლოა, ფატის ან დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდეს

როგორც Diario Sport იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ამ საკითხს "ბარსელონაც" აქტიურად აკვირდება.

კატალონიელები შიშობენ, რომ ინგლისელი გარემარბის ვერდამატების შემთხვევაში, შესაძლოა, მანჩესტერელები დემბელეს ან ფატის ტრანსფერს მოუბრუნდნენ.

სხვადასხვა ჭორის მიხედვით, "იუნაიტედმა" "ბლაუგრანას" ფატის თაობაზე ორი, 100 და 130 მილიონიანი შეთავაზებები გაუკეთა. ანსუს გამოსასყიდი თანხა კი 170 მილიონი ევროა.

"ბარსელონას" სურს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ანსუ ფატის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო გახდეს, რათა მის მომავალზე ფიქრი კლუბისთვის სანერვიულო აღარ იყოს.

რაც შეეხება დემბელეს, ფრანგი შემტევის ტრანსფერი ასევე ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა, თუმცა ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობის გამო, ეს სვლა "წითელი ეშმაკებისგან" სარისკო ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 10 აგვისტო 2020 21:15
    1
    ......კატალონიელები შიშობენ, რომ ინგლისელი გარემარბის ვერდამატების შემთხვევაში, შესაძლოა, მანჩესტერელები დემბელეს ან ფატის ტრანსფერს მოუბრუნდნენ.......



    ანსუს ხელი არ დაადოთ დემბელე პაჟალუსტა

    ეგ მეც ვნახე სხვაგანაც ოღონდ ფატიზე კიარა დემბელეზე იყო საუბარი


    შიშობენ კიარა გაუხარდათ რო სანჩოს ტრანსფერი ჩაიშალა და იმედოვნებენ რომ დემბელეს მიუბრუნდებიანო სანჩო მან იუში აღარ გადავა რადგან დორტმუნდი კაპიკს არ აკლებს თან დორტმუნდს დედლაინი ქონდა გამოცხადებული სანჩოზე რომელსაც ვადა 10 აგვისტოს ამოეწურაო დორტმუნდი წინასასეზონო შეკრებაზე უკვე გაემგზავრა და სანჩოც თან გაყვაო რას შიშობენ რის შიშობენ ფატის ყიდვა უნდოდათ მარა უარი მიიღეს და ახლა ის მათთვის მიუწვდომელია ბარსა კი ამ საკითხთან დაკავშირებით მშვიდადაა და ისინი იმედოვნებენ რომ სანჩოს ტრანსფერის შემდეგ წითელი ეშმაკები დემბელეს ტრანსფერს მიუბრუნდებიან რომელიც 60 მილიონამდეა შეფასებულიო ფატიზე მასზე არ ღელავენო თორე შიშობენო კიარა და იმედოვნებენ რო დემბელეს მიუბრუნდებიანო (შიშობენო 😂)
    ეს ყველაფერი სპორტ იეს ზე იყო დაწერილი ვნახე და იუთუბის არხზეც 120 მ ვერ იხდიან სანჩოში და ფატის 400 მ აქვთ ? ბლა ბლა ბლა ....ფატი გამორიცხულია და მასზე არ ღელავენო. დემბელე კიდე მოჟნა რო იყიდონ და კარგსაც იზამენ
    თუნდაც ეს
    https://www.youtube.com/watch?v=BR3yaXzeZTc
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Romarioo
    სტუმარი [?]
    #7 10 აგვისტო 2020 19:51
    2
    ფარნა,
    სანჩოზე ვერ ბედავენ 140 მილიონის გადახდას და ფატიში გადაიხდიდნენ მაგდენს?უბრალოდ მოგონილი ჭორებია,თორემ არც ერთ სერიოზულ ჟურნალისტს არ დაუდასტურებია ეგ შეთავაზება.
    Culé [?]
    #6 10 აგვისტო 2020 18:10
    1
    Iniesta_8,
    130 მლნ ევროს იხდიდა მარა არ გაყიდა 170 ია ამის ფასი ახალი კონტრაქტით 400 ეღირება
    Culé [?]
    #5 10 აგვისტო 2020 18:08
    4
    ყველა ხვდება მაგდენს რომ მანჩესტერი ფატიში 100 მილიონსაც არ გადაიხდის, იმიტომ კიარა რომ არ ღირს, შემდგარი ვარსკვლავი სჭირდებათ და მაგიტომ. სანამ ფატი ბოლომდე გაიხსნება მანამდე მანჩესტერი შეიძლება ჩემპიონშიფში გადავარდეს
    Culé [?]
    #4 10 აგვისტო 2020 18:05
    3
    დემბო წაიყვანეთ ფატის ხელი არ დაედოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აგვისტო 2020 17:29
    2
    დაკარით ცხვირი ოეოვეს ბრიქზე სანჩოს ყიდულობენ და რაღათ უნდათ დემბელე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 10 აგვისტო 2020 17:29
    3
    რა ფატი ესენი ავად ხომ არ არიან
    ფანი [?]
    #1 10 აგვისტო 2020 17:16
    4
    ფატის თავი დაანებეთ, ხრუსტალმენი სადაც გინდა იქ წაიყვანეთ რა თქმაუნდა შესაბამის ფასად.