"ბარსას" და "ბაიერნის" 7 გადაკვეთა

"ბარსას" და "ბაიერნის" 7 გადაკვეთა

სულ მალე, "ბარსა" და "ბაიერნი" მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ყველა ძალიან მაღალი დონის შეხვედრას ელის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ბარსამ" დამაჯერებლად დაამარცხა "ნაპოლი".

ორივე გუნდის შემადგენლობაში, სხვადასხვა დროს 7 ფეხბურთელს უთამაშია.

პატრიკ ანდერსონი

ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი "ბარსას" ისტორიაში. პატრიკმა მხოლოდ რამდენიმე მატჩი ითამაშა "ბარსას" შემადგენლობაში. შვედი სამი წლის განმავლობაში ქრონიკული ტრავმებით იტანჯებოდა.

"ბაიერნისთვის" კი "ოქროს" ფეხბურთელია, სწორედ მისმა გოლმა მოუტანა გუნდს ჩემპიონობა, უკანასკნელ ტურში, ბოლო წუთებზე, რატომღაც სწორედ მან შეასრულა თავისუფალი დარტყმა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

მარკ ჰიუზი

უელსელი "ბარსაში" 86 წელს გადაბარგდა, მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო გუნდში და მიუნხენს მიაშურა. ვერც იქ ააწყო დიდად საქმე და სერ ალქესის "მანჩესტერში" დაბრუნდა. ჰიუზისთვის საუკეთესო ადგილი ინგლისის ჩემპიონატი იყო.

პეპე რეინა

როგორც "ნაპოლისთან", ისე "ბაიერნთანაც" პეპე რეინას ვიხსენებთ. ის "ბარსას" აღზრდილია, დუტრუელისა და არნაუს ტრავმიანობის გამო, რეინას დებიუტი სწრაფადვე შედგა, მაგრამ თავი დიდად ვერ გამოიჩინა. საუკეთესო პერიოდი რაფა ბენიტესის "ლივერპულში" გაატარა. "ბაიერნში" კი ერთი სეზონი დაჰყო, მეორე მეკარის სტატუსით.

მარკ ვან ბომელი

ჰოლანდიელი ნაჯახი "ბაიერნშიც" გაისარჯა. საერთოდ, რთული ასახსნელია ასეთი ხისტი ნახევარმცველი როგორ მოხვდა "ბარსელონაში", სადაც ჩავი, ინიესტა და დეკუ ძირითადისთვის იბრძოდნენ. ფაქტია, რომ "ბარსაში" აღმოჩნდა და კარგი შეხვედრებიც ჩაატარა, ფინალში რაიკაარდმა სწორედ ის დააყენა ძირითადში და არა ანდრეს ინიესტა, რაც მისი ძალიან დიდი შეცდომა აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა.

ვან ბომელი ძირითად შემადგენლობაში იყო, როცა გვარდიოლას "ბარსამ" მიუნხენის "ბაიერნს" გადაურბინა. იმ გუნდში მხოლოდ ფრანკ რიბერი გამოირჩა კარგი თამაშით, ვან ბომელი სხვების მსგავსად, ჩრდილში იყო.

ტიაგო ალკანტარა

ტიაგო "ბარსას" იმედად ითვლებოდა, ბევრის აზრით სწორედ მასსა და ფაბრეგასს უნდა შეეცვალათ ჩავი და ინიესტა, მაგრამ გუნდში არც ერთი დარჩა და არც მეორე. ტიაგომ დიდი კონკურენციის პირობებში გადაწყვიტა, რომ გვარდიოლას გაჰყოლოდა, თავის მხრივ პეპმა ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა და იმაზე მეტად ენდო, ვიდრე ტონი კროოსს ენდობოდა. "ბაიერნის" ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ ეს პეპის ძალიან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან, ვინც ტიაგოს დიდ პატივს სცემს გაწეული სამსახურისთვის.

ვრცელდება ხმები, რომ ტიაგო მომავალ სეზონს "ლივერპულის" მაისურით დაიწყებს.

არტურო ვიდალი

არტურო ყველგან ერთნაირად თამაშობს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლუბის ღირსებას იცავს, არც მათ ფილოსოფიას აქვს მნიშვნელობა და არც კონკრეტულ ჩემპიონატს. "იუვენტუსი", "ბაიერნი", "ბარსელონა", ყველგან ერთსა და იმავე სტილში, ყველგან ერთი და იმავე შემართებით, თუმცა "ბარსასთვის" არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც ყოფილ კლუბებში იყო.

ფილიპე კოუტინიო

"ბარსას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელსაც ინიესტას შემცვლელად მიიჩნევდნენ. კოუს პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა ტრანსფერი ზამთარში შედგა და არა ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ვერ მიიღო და ამიტომ ლა ლიგაშიც იქ უწევდა თამაში, სადაც მისი ადგილი არ იყო.

თუმცა, არც მომდევნო სეზონში შეცვლილა რამე, ვალვერდემ იმსხვერპლა მისი ნიჭი და ბრაზილიელს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს, "მანჩესტერთან" გატანილი ძალიან მაგარი გოლის შემდეგ, "კამპ ნოუს" პუბლიკაც გამოიწვია.

კოუტინიოს განათხოვრებულია, თუმცა "ბაიერნი" მას არც გამოისყიდის და არც იჯარას გაახანგრძლივებს. ბრაზილიელმა გერმანიაში ვერ ივარგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 აგვისტო 2020 18:42
    2
    ძალიან ცოტა ფიქრობს რომ ბარსა გავა და რაღაც ძალიან საეჭვოდ უშანსოდ დაკვტოვეს გასაგებია რო იდეალურ ფორმაში არ ვართ მაგრამ მაინც
    Culé [?]
    #2 10 აგვისტო 2020 16:20
    6
    ამ თამაშით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი მიიღებს სიამოვნებას მხოლოდ 2 ტიტულოვანი გუნდია დარჩენილი ლიგაზე დანარჩენი შეიხების ფულით შექმნილი გუნდებია. წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ მხოლოდ დიდი ფულით ვერ შექმნი ჩენპიონ გუნს. ყველა დიდი იმედით ველოდებით თქვენ თამაშს ბიჭებო და აბა თქვენ იცით, ბარცელონა მეტია ვიდრე კლუბი
    --------------------
    5:0
    Messi 600
    ფანი [?]
    #1 10 აგვისტო 2020 15:53
    7
    მაგარი თამაში იქნება!