სეზონის საუკეთესოები ერთმანეთის პირისპირ

სეზონის საუკეთესოები ერთმანეთის პირისპირ

France Football-ს რომ "ოქროს ბურთის" დჯილდოება არ გაეუქმებინა, მთავარი კანიდატი სამი იქნებოდა - ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კევინ დე ბრუინი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამივე ამ ფეხბურთელის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ერთ ბადეში მოხვდა, გამოდის, რომ ფინალს რომელიმე აუცილებლად ითამაშბს. ("ლიონის" შანსი ალბათ 1%-ია).

ლევანდოვსკიმ და მესიმ მერვედფინალებშიც გამოიჩინეს თავი, განმეორებითი შეხვედრები ორივემ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და თავიანთი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშეს.

ლევანდოვსკი კარიერის განმავლობაში, გამორჩეულ სეზონს ატარებს, მას უკვე 53 გოლი აქვს გატანილი, აქიდან 34 ბუნდესლიგაში შეაგდო, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა იმისათვის საკმარისი, რომ "ოქროს ბუცი" მოეპოვებინა, ეს ტიტული ჩირო იმობილეს ხვდა წილად.

სამაგიეროდ, 13 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი, რაც წარმოუდგენლად კარგი შედეგია. რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც ერთ სეზონში 17 გოლის გატანა შეძლო. პოლონელი მისი რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.

მესის გოლების თვალსაზრისით გამორჩეული სეზონი არ ჰქონია. ამ დროისთვის მას 31 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის ცუდ შედეგად ითვლება, სამაგიეროდ 31 გოლს, 27 საგოლე გადაცემა დაამატა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

31-დან 25 გოლი ლა ლიგაში გაიტანა და "პიჩიჩი" დაისაკუთრა, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ტურები ტრავმის გამო გამოტოვა, ბომბარდირობაში მაინც ვერავინ შეეცილა.

"ბაიერნის" გოლების 54% ლევანდოვსკიზე მოდის, "ბარსელონას გოლების 53% მესიზე.

ლევანდოვსკის 13 გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, მისი საუკეთესო შედეგია, მაშინ როცა ლიონელ მესის 3 გატანილი გოლი, მისი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 10 აგვისტო 2020 13:44
    2
    ღმერთო! შენ დატრამვე ლევანდოვსკი რომ ვერ ითამაშოს.
    Culé [?]
    #6 10 აგვისტო 2020 13:37
    2
    Levanam jer jekas ajobos da mesi mere axsenet amastan. Ravici jekam 2016 ro moigo pichichi da oqros buci (pichichi vis mougo mere? Mesis da ronaldos!) mashin aravis sheudarebia jeka mesis da ronaldustan da oqros burtic ar uxsenebiat daje kandidatadac ro yofiliyo. da wels germaniashi gulavit da erti wlis chelsistan da kirakoza gundebtan gatanili golebis xarjze levanas oqros burtio. Levana iqneba zustad tamashis mere ro kitxavs suas ra gaqvs mag titebze wasmuli ro ilokav da golebs yrio mec gamasinjeo😁🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 აგვისტო 2020 13:23
    2
    "France Football-ს რომ „ოქროს ბურთის“ დჯილდოება არ გაეუქმებინა, მთავარი კანიდატი სამი იქნებოდა - ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი და კევინ დე ბრუინი".

    პატივცემულებო ეს სტატია შემთხვევით პერესმა ან ანიელიმ არ წაიკითხოს თორემ გაიგიჟებენ თავს. გეხსომებათ, პერესმა სეზონის ბოლოს რა თქვა ოქროს ბურთი რო არ გაუქმებულიყო ბენზემას ეკუთვნოდა-ო.(მე შენ გეტყვი ვერ უყიდიდა, როცა უნდოდა კრისტინასთვის ყიდულობდა, როცა გაექცა მის ჯინაზე მოდრიჩს უყიდა და ეხლა დროზე გააუქმა უეფამ თორემ ნაღდად ბენზემასი იყო, ლა ლიგის საუკეთესო ხო გახადა პერესმა)
    ალბათ ანიელის შვილიშვილის ისტერიკებიც გახსოვთ, როცა ბარსამ თავის გვერდზე დაწერა ოქროს ბურთი კი გააუქმეს წელს, მაგრამ ყველამ იცის ვინც არის საუკეთესოო. და ლეო თავისი 6 ბურთით გამოფინეს. მაშინ ანიელიმ შეოგვიტია "სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ ბარსელონელებო-ო, მაგარი ის კი არ არის ვინც მთელი კარიერა ერთ გუნდს მიათრევს, არამედ ის ვინც სხვადასხვა გუნდებში ჩემპიონი ხდება-ო. რონალდუს მისვლამდე იუვე ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა 3 წელიწადში, 7-ჯერ ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი, თასებით და სუპერთასებით. რაც რონალდუ მივიდა იუვე ძლივს გაჩემპიონდა(1 ქულით მოიგო ჩემპიონატი, სადაც რონალდუს 14 პენალტი, გამოადგათ, ნუ ორი გამაზა მარა, მაინც "ლეგენდაა რა) თასები ნაპოლიმ და ინტერმა წაართვეს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/8 ვეღარ გასცდა. ჯამში გამოდის რო იუვეში გადასვლით რონალდუმ იხეირა ყველაზე მეტი, ახალ ჩემპიონატში 2-ჯერ გაიმარჯვა, რომელსაც უმაგისოდაც იგებდა იუვე, ხოლო ლიგაზე ვაბშე დაიკარგა. ახლა ეს "ოთხი გუნდის ლეგენდა" თურმე მე-5 გუნდის ლეგენდაც უნდა გახდეს და თურმე პსჟ-ს ებაზრება მენდეში(რონალდუს აგენტი), ახლა წავა პსჟ-ში გახდება ჩემპიონი და იტყვის სადაც მივედი ყველა გავაჩემპიონე-ო. სწორედ ასე უთხრა ჟურნალისტს რომელმაც კითხა საუკეთესო ვინ არის-ო, ამანაც არ დააყოვნა და უპასუხა რა თქმა უნდა მე-ო, სადაც მივდივარ ჩემპიონი ვხდები-ო. ასე თუ გააგრძელა მაგ ბოშამ, მალე ზენიტშიც ვნახავთ ძიუბას გვერდით.

    „ბაიერნის“ გოლების 54% ლევანდოვსკიზე მოდის, „ბარსელონას გოლების 53% მესიზე.
    აი აქ არის საინტერესო, რამდენი თამაში ითამაშა ლევანდოვსკიმ და რამდენი გოლი აქვს ბაიერნს გატანილი ჩემპიონატში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 აგვისტო 2020 12:44
    3
    მესიმ უნდა იფრინოს 14-ში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აგვისტო 2020 12:29
    2
    კრისტინა ალბათ ცხოვრებაში პირველად ბარსას მხარესაა, ლევანამ რეკორდი, რომ არ მოუხსნას 17 გოლი. თუ გავარდება პირად რეკორდს არავინ შეეცილება. ეს ხომ ოცნებობს ისტორიას შემორჩეს და აღმატებულად იგრძნოს თავი.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 10 აგვისტო 2020 11:23
    5
    არაუშავს მესი დაამატებს 14 ში
    Culé [?]
    #1 10 აგვისტო 2020 11:08
    10
    იმედია ყველაზე საშინელი შეხვედრა გამოვა ლევანდოსვსკის