"მილანს" ემერსონის ფასის შემცირება სურს

"მილანს" ემერსონის ფასის შემცირება სურს

"მილანს" "ბარსელონასა" და "ბეტისის" საერთო საკუთრებაში მყოფი 21 წლის მარჯვენა მცველის, ემერსონის შეძენა სურს, თუმცა იტალიური კლუბისთვის პრობლემა ფეხბურთელის ფასია. ამ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

"ბარსელონამ" ემერსონი 2019 წლის ზაფხულში "ატლეტიკო მინეორედან" დაიმატა, თუმცა, როგორც შემდეგ ცნობილი გახდა, ბრაზილიელ ფეხბურთელში თანხის ნახევარი "ბეტისმა" გადაიხადა. ახლაგაზრდა მოთამაშე სწორედ სევილიურ კლუბში ჩაირიცხა. კატალონიელებს უფლება აქვთ, ემერსონი ამ წელს 9 მილიონ ევროდ გამოისყიდონ და მასზე უფლებები სრულად შეიძინონ.

იტალიური წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" ემერსონს 32 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა "როსონერის" ბრაზილიელის ფასის შემცირება სურს. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, მოგება ნახოს იმ ფეხბურთელში, რომელსაც "ბარსელონაში" არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 10 აგვისტო 2020 13:31
    2
    გაყიდონ და დესტი მოიყვანონ მაგ ფულით.