ლეო მესის "ინტერში" გადასვლის შანსები ისევ არსებობს

  • 9-08-2020, 22:00
  • ლეო მესის "ინტერში" გადასვლის შანსები ისევ არსებობს

    რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამა და აგენტი მილანში "ინტერთან" მისი შვილის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ხორხე მესი იტალიის ქალაქში სახლს ეძებდა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელის "ნერაძურიში" ტრანსფერზე ჭორები არ ცხრება.

    La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მესი და მამამისი 2021 წლის ზაფხულში "ინტერში" ტრანსფერისთვის ნიადაგს ამზადებენ. იტალიელი ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ხორხე მესიმ დაახლოებით ორი კვირის წინ მილანის მდიდრულ გარეუბანში, Via Joe Colombo-ში, სახლი შეიძინა. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე იაფიანი ბინის შეძენა მინიმუმ 1 მილიონ ევროდ შეგიძლიათ.

    Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხორხე მესი მისი შვილისგან განცალკევებით ცხოვრებას იწყებს და ამას "ბლაუგრანას" ლიდერის "ინტერში" ტრანსფერთან საერთო არაფერი აქვს.

    ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ იტალიური წყაროს ცნობით, მესის მამამ მილანში სახლის შეძენის პროცედურა 6 ივნისს დაიწყო და ყველაფერი ფარულად გააკეთა.

    იმავე წყაროს ინფორმაციით, "ინტერის" მფლობელი კომპანია Suning Holdings ლეო მესის ტრანსფერის ფინანსურს შესაძლებლობას სწავლობს. სწორედ მსგავს ხერხს მიმართა "იუვენტუსმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 აგვისტო 2020 14:04

    ციტატა: marco reus 11
    .სწორედ მსგავს ხერხს მიმართა "იუვენტუსმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას

    რა ჩემი დურბინდი მოიგეს რო? ძან არასწორი ნაბიჯი გადადგა იუვემ სპორტული კუთხით. არ ვიცი მარკეტინგულად ამდენს რას შოულობენ, მარა სპორტულად.. ნახევარფინალს თამაშობდნენ ტიპები ყოველ მეორე სეზონზე ლიგაზე, 2ჯერ ფინალი ითამაშეს,მიიყვანეს რონალდუ და ხან აიაქსი ბულკავს 1/4ში ხან ლიონი მერვედფინალში😀 35 წლის რონალდუზე ააწყვეს გუნდი ,ვინ მოიფიქრა ეგ იმის თავში ჩამახედა. მაგათ რეალმა რო იყიდა 25 წლის რონალდუ ისევ ის რონალდუ ეგონათ😂

    ჯერ სად ხართ, რონალდუს აგენტი მენდეში, თურმე პსჟ-ს ელაპარაკება, რონალდუს თხოვნით.
    იუვე არ ვიცი გაამდიდრა თუ არა, მაგრამ თვითონ რო იხეირა ფაქტია. ორი ჩემპიონის ტიტული დაიმატა, რეალში რო ვერ ეღირსა ლეოს გამო.

    1
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    10 აგვისტო 2020 13:27

    არ გვიღალატებს ვარიანტი არაა.

    3
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    10 აგვისტო 2020 01:04

    ნეტაი ერთი თქვენ არ აფრენდეთ

    1
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    9 აგვისტო 2020 22:28

    .სწორედ მსგავს ხერხს მიმართა "იუვენტუსმა" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენისას

    რა ჩემი დურბინდი მოიგეს რო? ძან არასწორი ნაბიჯი გადადგა იუვემ სპორტული კუთხით. არ ვიცი მარკეტინგულად ამდენს რას შოულობენ, მარა სპორტულად.. ნახევარფინალს თამაშობდნენ ტიპები ყოველ მეორე სეზონზე ლიგაზე, 2ჯერ ფინალი ითამაშეს,მიიყვანეს რონალდუ და ხან აიაქსი ბულკავს 1/4ში ხან ლიონი მერვედფინალში😀 35 წლის რონალდუზე ააწყვეს გუნდი ,ვინ მოიფიქრა ეგ იმის თავში ჩამახედა. მაგათ რეალმა რო იყიდა 25 წლის რონალდუ ისევ ის რონალდუ ეგონათ😂

    1
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    9 აგვისტო 2020 22:25

    ბართომეუს ურჩევნია თავი აიფეთქოს თორე სახალხოდ მო..ნავენ ეგ რო მოხდეს(გოგოებო ბოდიში)

    2
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    9 აგვისტო 2020 22:13

    მესი არსად არ წავა აქ დაამთავრებს კარიერას

    2
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV