მაიკლ ოუენი: “ბარსელონა” არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც ფინალამდე მიაღწევს

მაიკლ ოუენი: “ბარსელონა” არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც ფინალამდე მიაღწევს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა, მაიკლ ოუენმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" შანსები შეაფასა. 

"როდესაც თამაშს კარში დარტყმების რაოდენობით აფასებთ - ეს ცალმხრივია. "ბარსელონა" არ გამოიყურება, როგორც გუნდი, რომელიც ფინალამდე მიაღწევს. მათ შემადგენლობაში ბევრი ტალანტია, თუმცა გუნდის დიდი ნაწილი დაბერებულია. მათ შეტევაში ტემპი აკლდებათ ხოლმე. 

ჩემი აზრით, ეს არ არის ნამდვილი "ბარსელონა". ვფიქრობ, უახლოეს სეზონებში ისინი დიდ განახლებას ჩაატარებენ." - ოუენის სიტყვებს BT Sport ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 10 აგვისტო 2020 02:07
    0
    შენ ხო რასამბობ გავდი იმ ფეხბურთელს ოქროს ბურთზე რომ ექნებოდა პრეტენზია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 აგვისტო 2020 01:27
    0
    აი მარტო ამის გამოა ჩამოსაკიდი ბართომეუ ამათი სალაპარაკო რო გახდა ბარსელონა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 აგვისტო 2020 23:14
    0
    ბართო შენი ოჯახი ავაწიოკე, რომ ბარსა ამ დონემდე მიიყვანე და დორბლიან გატუზოსაც საბლატაო მიეცი. აბა ადრე არც კი გაბედავდა იმის თქმას, რომ ბარსას ნოუ კამზე მოუგებდა.
    ყვავ-ყორნები დაესია ბარსას, მაგრამ მომავალი წლიდან მოგხედავთ ყველას.
    გულშემატკივარი [?]
    #6 9 აგვისტო 2020 22:27
    0
    მართალია მართლაც ბებერი სასტავი გვყავს. ამიტომ უფრო მოტივირებულები არიან ყველამ იცის რომ პიკე რაკიტიჩი
    ბუსკეცი ვიდალი და სუარესი თუ ბოლო არა ბოლოს წინა სეზონს ატარებენ აწი როდისღა უნდა მიეცეთ ასეთი შანსი რომ ლიგა მოიგონ ამიტომ მაქსიმუმი უნდა გაიღონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აგვისტო 2020 21:13
    6
    100%-ია. მაგრამ ამას დიდი პროფესორობა არ უნდა, ოუენმა კი არა მეც ვხედავ გუნდი ბერიკაცს გავს, სიარულიც კი რო უჭირს. აი პუჩის დონის სხარტი ფეხბურთელი რო გვყავდეს თუნდაც 4-5 კაცი, მესის კიდევ შეეძლება უხელმძღვანელოს და თამაში გააკეთოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აგვისტო 2020 21:02
    8
    ეგრეა ნამდვილად, მოულოდნელი შედეგები კი ხდება ყოველთვის, მარა მოსალოდნელი ისაა, რაც თქვა ამ კაცმა
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    #3 9 აგვისტო 2020 20:56
    15
    ეგრე ეგონოს ყველას, ჯობია. ბაიერნს რო მოუგებთ მერე იტლიკინონ ვითომ ექსპერტებმა.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 9 აგვისტო 2020 20:30
    10
    რო მივა და მოიგებს მერე კი აგეწვებათ ერთი ადგილი
    ფანი [?]
    #1 9 აგვისტო 2020 20:07
    16
    კარგია კარგიაა ყველას ვეგონოთ აუსაიდერები :)