ლოთარ მათეუსი: "ბაიერნმა" ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, რომ წააგოს
- 9-08-2020, 12:26
-
josephk
- 20

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, Sky Sport-სთან ინტერვიუში "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის გასამართ დაპირისპირებას აფასებს. მისი აზრით, გერმანული კლუბი ნახევარფინალში გასვლის აშკარა ფავორიტია.
"ბარსელონას ერთ მატჩში საუკეთესო თამაშის ჩვენების უნარი შესწევს, თუმცა, ვფიქრობ, რომ "ბაიერნმა" ძალიან ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, ამ "ბარსელონასთან" რომ წააგოს.
ერთმატჩიან დაპირისპირებებში ყველაფერი ხდება, შეიძლება, იმ დღეს თამაში უბრალოდ არ წაგივიდეს. ორმატჩიან სისტემაში შეცდომის გამოსწორების საშუალება გაქვს", - თქვა 59 წლის მათეუსმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]