ფრენკი დე იონგი "ნაპოლისთან" მატჩამდე ფუტკარმა დაკბინა

  • 9-08-2020, 03:13
  • ფრენკი დე იონგი "ნაპოლისთან" მატჩამდე ფუტკარმა დაკბინა

    კატალონიის "ბარსელონამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და ანგარიშით, 3:1 სძლია, რითაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ხსენებულ მატჩში ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი მარცხენა ხელზე სახვევით თამაშობდა, რაც მისი მეგობარი გოგონას, მიკის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზეც ჩანს.

    23 წლის ფეხბურთელის მეორე ნახევარი ადასტურებს, რომ სახვევის საჭიროება ფუტკრის ნაკბენმა განაპირობა და მიუხედავად იმისა, რომ ხელი შეშუპდა, საშიში არაფერია.

    შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგმა იტალიურ კლუბთან სრული შეხვედრა ჩაატარა და კარგადაც გამოიყურებოდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    12 აგვისტო 2020 21:02

    ციტატა: BEQA BARCA
    ფუტკრის ნაკბენმა როგორ მაგრად აათამაშააა.

    😂 😂 😂
    ისე, ყველა მატჩის წინ თითოს თითო ფუტკარი რომ მიასვან ტაკოზე არ იქნება ურიგო (უკაცრავად)
    😎

    0
    საიტზეა
    BEQA BARCA ფანი [?]

    9 აგვისტო 2020 21:19

    ფუტკრის ნაკბენმა როგორ მაგრად აათამაშააა.

    0
    გასულია
    Golden Boy from Holland F.De Jong წევრი [?]

    9 აგვისტო 2020 10:51

    es bichi barcas xerxemali xdeba nelnela

    6
    გასულია
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    9 აგვისტო 2020 08:37

    ვიღაცა ფიქრობს , რომ მაინცდამაინც ხავი-ინიესტასავით უნდა ითამაშო ნახევარდაცვაში , მაგრამ ამ ბიჭს ეს არ ჭირდება , მას სხვა თამაშის მანერა და ხელწერა აქვს და უდიდეს ავლენას ახდენს თამაშის მიმდინარეობაზე . რომ არა მესი , გუშინ ფრენკის საუკეთესოობას ვერავინ შეეცილებოდა , დროა დადგეს მის ადგილზე , აშკარად ხელს უშლიდა რაკიტიჩი გუშინ შეტევის დაწყებაში . რაც შეეხება სუარეს , მემგონი მართლა დროა დავემშვიდობოთ , მარტო სახელია დარჩენილი .

    15
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აგვისტო 2020 08:24

    ძაან მაგრად ითამაშა ფრენკიმ

    15
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    9 აგვისტო 2020 08:12

    კარგი იყო დღეს ფრენკი, მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

    14
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV