ჩემპიონობას მხოლოდ 3 მატჩი გვაშორებს - სერჟი რობერტო

  • 9-08-2020, 02:45
  • ჩემპიონობას მხოლოდ 3 მატჩი გვაშორებს - სერჟი რობერტო

    "ნაპოლის" დამარცხების შემდეგ (3:1), "ბარსელონას" უნივერსალი, სერჟი რობერტო მატჩის პერიპეტიებს აფასებს:

    "შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში გავაკონტროლეთ. ის, რომ მეტოქემ გოლები ვერ გაგვიტანა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი ჩვეულ სტილში ვერ დავიჭირეთ.

    ეს არ ნიშნავს, რომ კლუბმა კონკრეტულად რამე უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ "ბაიერნი" უნდა შევისწავლოთ, მათი სუსტი წერტილები ვიპოვოთ და ყველა საჭირო დეტალი ზედმიწევნით დავგეგმოთ.

    "რეკორდმაისტერი" დიდი გუნდია, რომელშიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ასპარეზობენ - წინ რთული თამაში გველის. ჩვენი მიზანი ლისაბონში გამგზავრება იყო, რასაც მივაღწიეთ. ახლა კი, გერმანელებთან დაპირისპირებამდე, დავისვენებთ. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას ფავორიტი არ ჰყავს, შესაბამისად, მისი მოგება ნებისმიერ კლუბს შეუძლია, ისევე როგორც - წაგება. ყოველი თამაში ფინალია. ჩემპიონობას მხოლოდ 3 მატჩი გვაშორებს", - აცხადებს კატალონიელი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldinho. გულშემატკივარი [?]

    9 აგვისტო 2020 14:19

    დავაააი ბიჭებოო!!!
    ჩემპიონობას ბაიერნი სიტი და პსჟ გვაშორებს🤯

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    9 აგვისტო 2020 10:47

    "ყოველი თამაში ფინალია. ჩემპიონობას მხოლოდ 3 მატჩი გვაშორებს"

    უბედურება იმაშია, რომ ეგ ყველამ იცის და ყველა მაქსიმუმზე იბრძოლებს, ბაიერნის მაქსიმუმი კი ფიზიკაა. 2013-ში ნახევრად ტრავმირებული მესი ამ მიულერმა სულ გამოიყვანა წყობიდან, ზედ რო შეახტა ეს 2 მეტრიანი ვირი. იგივე განმეორდება წელს, გული მიგრძნობს.

    0
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    9 აგვისტო 2020 10:34

    ისე ერთი მაგარი ვარდნა გააკეთა დაცვაში ამან

    1
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    9 აგვისტო 2020 08:23

    ბაიერნის და სიტის ბარიერები თუ გადავლახეთ ფინალში მოვიდეს ვისაც უნდა მთავარია ეს ორი ბრძოლა მოვიგოთ

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    9 აგვისტო 2020 08:09

    ეს 3 თამაში მოინდომეთ და ბედნიერი წუთები გვაჩუქეთ.

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV