რატომ არ შეუშვეს არტურ მელო "კამპ ნოუზე"

რატომ არ შეუშვეს არტურ მელო "კამპ ნოუზე"

ცოტა ხნის წინ ESPN-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას არტურ მელო თვალს "კამპ ნოუდან" მიადევნებდა.

ახლა კი Sport-ი იუწყება, რომ ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად, კლუბმა მას სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცა, რადგან წინასწარ შედგენილ სიაში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბრაზილიელ ნახევარმცველს სახლში დაბრუნება მოუხდა. 

მიზეზის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს Cat radio, რომელიც ამბობს, რომ არტურმა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" კორონავირუსის ტესტის შედეგები არ აჩვენა.

"ბარსას" დირექტორი, ამორი კი აცხადებს: "ბრაზილიელი ადგილზე დათქმულ დროს არ მოვიდა და კლუბთან ერთად არც COVID-19-ის ტესტი ჩაუტარებია. სწორედ ამიტომ, არტური წინასწარ შედგენილ სიაში ვერ მოხვდა. მომავალში ვნახავთ, რა მოხდება".

შეგახსენებთ, რომ არტური ესპანეთში "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გასაწყვეტად ჩავიდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აგვისტო 2020 11:57
    0
    შეგახსენებთ, რომ არტური ესპანეთში "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გასაწყვეტად ჩავიდა.

    კონტრაქტს, რო მოაწერ ხელს სხვა გუნდთან, ჩათვალე "გასაწყვეტი" აღარაფერია, კონტრაქტს ვადა გაუვა და ავტომატურად "წყდება" ეგ ბარსელონაში საჯარიმო სანქციების განსახილველად მიიწვიეს და არა ფეხბურთის საყურებლად.
    ფანი [?]
    #1 9 აგვისტო 2020 07:43
    1
    არტური, არტური, რა ტვინი მოხანით ამ არტურით. ეგ უკვე ბარსას წარსულია, მომავალზე ვიფიქროთ.