არტურის კიდევ ერთი თავსატეხი - მაურიციო სარი გაათავისუფლეს

არტურის კიდევ ერთი თავსატეხი - მაურიციო სარი გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ტურინის "იუვენტუსმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარი დაითხოვა.

გუშინ, "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ლიონს" დაუპირისპირდა. "იუვენტუსმა" თამაში 2-1 მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 61 წლის სპეციალისტის "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან გამოვარდნას უკავშირდება.

მაურიციო სარის გათავისუფლება, შესაძლოა, დიდი დარტყმა აღმოჩნდეს "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველისთვის, არტურისთვის, რომელიც "იუვენტუსში" მომავალი სეზონიდან ითამაშებს.

Sky Sports-ის ადრე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი არტურის შეძენას პირადად ითხოვდა. იგი ნახევარდაცვის აგებას 23 წლის ფეხბურთელის გარშემო გეგმავდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის სარის და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს არტურისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, არტურს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გაწყვეტა უნდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში თამაში და ვარჯიში აღარ სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 9 აგვისტო 2020 12:48
    0
    ციტატა: ika9101
    რატო გახდა დიდი გუნდების მწვრთნელი ეს არასასიამოვნო მასტი ვერ ვხვდები. 30 წლის განმავლობაში 20 გუნდის მწვრთნელი იყო და აქედან 17 საშუალო ან დაბალი დონის გუნდები იყო. არადა ისე ამბობენ სარის ესეთი ტაქტიკა აქ აქვს ისეთი ხედვა აქ არადა ჩვეულებრივი რიგითი დაბალი დონის მწვრთნელია რომლის მაქსიმუმი ვერონა ან რამე იტალიური დაბალი დონის გუნდია. დღევანდელი ფეხბურთის სიმახინჯეა . იმედია სამდე უნგრეთში ან სადმე მე5 დივიზიონში წავა რო ამ ტიპზე ნიუსი აღარ ვნახო.

    მე ვფიქრობ, არ აცალეს თავის აზრების გატარება. გახსოვთ რონალდუს უაზრო ბორიალი მოედანზე, მოსკოვის ლოკომოტივთანაც კი, მაშინ ამან რონალდუ სკამზე დასვა და კიდევ ერთი თამაში გამოატოვებინა. იუვემ ლოკომოტივსაც მოუგო და შემდეგი თამაშიც. ეს კარგად ხედავდა რო ქრისტინა მოედანზე გოლის საძებნელად გადიოდა, მთელი გუნდიც მისთვის მუშაობდა, თუ ვინმე გაიტანდა(კოსტა მახსოვს) ბოდიშს უხდიდნენ პრესის საშუალებით, ეგ გოლი სეი იყო და მე არ უნდა გამეტანაო. ისიც საკმარისია გავიხსენოთ რონალდუს მეტს გოლი არავის გაუტანია პლეი ოფში, და ნელნელა მესის ბარსას დაამსგავსეს გუნდი, სადაც ყველა რონალდუს ეძებს და კარში ვერავინ ბედავს დარტყმას. ერთი განსხვავებაა ლეო მარტო თვითონ კი არ იტანს ის იმდენივეს რაც გაიტანა საგოლეებს აკეთებს.(ოფიციალურად თორემ, რაც ლეოს საგოლეები ანიავეს გრიზმანმა და სუარესმა ვერ დაითვლი) ერთი არტური გამოდგა რომ თითქმის ყველა მომენტი გამოიყენა. აი ეს განსხვავებაა ანუ ლეო გუნდს თამაშის აწყობაშიც ეხმარება. სარის უნდოდა რონალდუზე გუნდის დამოკიდებულება მოეხსნა და ყველას ეთამაშა თავისი ფეხბურთი. ბოსებმა კი რომლებსაც იტალიის მასშტაბით იმდენი გადაიხადეს პორტუგალიელში რომ ფულის ამოღება ეჩქარებათ, ამიტომაც დააყენებინეს ისევ უცვლელად, ისიც კი ათქმევინეს, რონალდუს ტრავმა ქონდა თორემ რას დავსვავდიო. თუმცა იმ მომენტში ვითომ "ტრავმირებულმა" რონალდუმ ნაკრებშიც ითამაშა და არც ისე ცუდად. კაროჩე სარის არ მისცეს საშუალება თავის რამე ხედვა რეალობაში შეესრულებინა.
    გულშემატკივარი [?]
    #16 9 აგვისტო 2020 01:51
    0
    ფარნა,
    ალეგრი და პოჩეტინო როგორ არიან პეპის დონე???? პეპის ცალი ყვე*ის ფასი არაა ორივე ერთად, რა ერთი დონე🤣
    Culé [?]
    #15 8 აგვისტო 2020 22:08
    0
    FloweN,
    მაშ ვინ პოჩეტინო? ბაზარი არაა ტოტენჰემი მაგრა მოხოდა აქაც გაასწორებს ალეგრის ხელში იუვე მხეცი გუნდი იყო პეპ გვარდიოლას დონეზე არიან პოჩეტინო და ალეგრი სარი და კიკე ჭ კლასის დონეზე არიან ზუსტად ისე როგორც საფრანგეთის ლიგა 1

    marco reus 11,
    რა კარგი სიმართლე არაა? სკუდეტო მოიგო კაი მოხოდილი დატოვა იუვე ორჯერ გაიყვანა ჩემპ ლიგის ფინალში ტრიპლეტამდე ცოტა დააკლდა ეგეც მიღწევაა სარი და კიკე დებიუტანტები არიან ზუსტად ისე როგორც გატუზო სარი გამოეთიშა დარჩა კიკე და გატუზო გატუზოც გამოეთიშება კიკეს კი რთული მატჩები ელოდება იოახიმ ლიოვთან და ფინალში თუ სიტის დაეტაკა პეპ გვარდიოლასთან ლიონი კი პსჟ ეთამაშება ტუხელი? მაგან დორტმუნდში ვერაფერი ქნა და მანდ რამეს იზამს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 8 აგვისტო 2020 20:17
    2
    რატო გახდა დიდი გუნდების მწვრთნელი ეს არასასიამოვნო მასტი ვერ ვხვდები. 30 წლის განმავლობაში 20 გუნდის მწვრთნელი იყო და აქედან 17 საშუალო ან დაბალი დონის გუნდები იყო. არადა ისე ამბობენ სარის ესეთი ტაქტიკა აქ აქვს ისეთი ხედვა აქ არადა ჩვეულებრივი რიგითი დაბალი დონის მწვრთნელია რომლის მაქსიმუმი ვერონა ან რამე იტალიური დაბალი დონის გუნდია. დღევანდელი ფეხბურთის სიმახინჯეა . იმედია სამდე უნგრეთში ან სადმე მე5 დივიზიონში წავა რო ამ ტიპზე ნიუსი აღარ ვნახო.
    --------------------
    აზრი?
    Culé [?]
    #13 8 აგვისტო 2020 19:58
    3
    უზომოდ დამენანა ატრური, უდიდესი პოტენციალი ქონდა, მშვიდად ვიყავი ეგ რომ მოედანზე იყო, ეხლაც ვერ ვხვდები რატომ გაუშვეს, ვინც გასაშვები იყო კიდე დატოვეს. ახალგაზრდა იყო დიდი პერსპექტივით, როცა გუნდი გიბერდება დქ გეცლება ძირითადის ფეხბურთელები, ასეთ ნაბიჯს არ უბდა დგამდე.
    ფანი [?]
    #12 8 აგვისტო 2020 19:39
    5
    სარის კი ეკუთვნის იუვედანაც მიაბუნძულეს და ნაპოლიდანაც აირტყა გამყიდველის იარლიყი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #11 8 აგვისტო 2020 19:39
    3
    სარი გაანთავისუფლეს კი არა, სარზე რომ არ დასვეს არ გიკვირთ? 😁
    ფანი [?]
    #10 8 აგვისტო 2020 19:38
    3
    ანჩელოტი მიიყვანონ ან მოურინიო ანდა დააბრუნონ კონტე/ალეგრი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #9 8 აგვისტო 2020 19:31
    0
    Rasambobt su tavis nebit wavida 🤣 🤣 🤣
    გულშემატკივარი [?]
    #8 8 აგვისტო 2020 19:09
    0
    ფარნა,
    რა სკუდეტო ძმაო ხუმრობ?
    სკუდეტო სარიმაც კი მოიგო🤣
    მართლა მოგწონს ალეგრის სათამაშო სტილი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 აგვისტო 2020 18:55
    1
    ციტატა: ფარნა
    სკუდეტო რამდენჯერ მოაგებინა იუვენტუსს გახსოვს?

    კარგი ახლა .. 😀
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Culé [?]
    #6 8 აგვისტო 2020 18:46
    0
    ციტატა: FloweN
    ფარნა,
    რაუნდა ალეგრის ბარსას მწვრთნელად🤔

    აბა მაშ ვინ უნდა მოიყვანო? კიკეს ფაფხურს როდემდე უნდა ვუყუროთ?ალეგრი მაგარია სკუდეტო რამდენჯერ მოაგებინა იუვენტუსს გახსოვს? ჩემპ ლიგის ფინალშიც 2 ჯერ გავიდა წააგო მარა ეგეც შედეგია აქ ლიგის მოგების დიდი შანსი აქვს ალეგრის ჩავი 3 წელი მაინც არ მოვა კუმანი კიდე ჰოლანდიას სანამ არ გაიყვანს ევრო ჩემპიონატზე და არ მოიგებს არ მოვა ამიტო ან ალეგრი ან პოჩეტინო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 აგვისტო 2020 18:22
    2
    მაგ ბიჭს სხვა პრობლემები აქ უფრო და ისინი თუ მოაგვარა, უეჭველი სასტავში იდგება და ლიდერიც გახდება იუვეს ერთერთი. უკეთესიცაა ქლიავ სარისთან თუ არ მოუწევს მისვლა ,ეგება ნორმ მწვრთნელი მოიყვანონ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    #4 8 აგვისტო 2020 18:09
    3
    ვენაცვალე იუვეს რა დაინახეს რო არადროს მაქნისია და ეგერევე გაუშვეს ყველანაირად შანსი მიცეს მარა ვერ გამოიყენა. აბა ბარსა ყოფილიყო პირიქით გაუხანგძლივებდნენ
    გულშემატკივარი [?]
    #3 8 აგვისტო 2020 18:08
    2
    ფარნა,
    რაუნდა ალეგრის ბარსას მწვრთნელად🤔
    Culé [?]
    #2 8 აგვისტო 2020 18:00
    1
    სარი წავიდა დიდი ალბათობით იუვენტუსი მასიმილიანო ალეგრის დაელაპარაკება და დაბრუნებას სთხოვს ალეგრისთვის მეორედ მისვლა იქნება ზიდანმაც მასე გააკეთა რეალში ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ეგ იუვეს საქმეა ვის დანიშნავს მარა მასიმილიანო ალეგრი მინდა მე კიკეს შემცვლელად ან პოჩეტინოოო დიდი შანსები სწორედ პოჩეტინოს აქვს სანამ ჩავი მოვა კუმანი? მაქამდე ვერ დავიცდით კიკეს ხელში გუნდი არასრულფასოვან თამაშს აჩვენებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 აგვისტო 2020 17:54
    0
    პიანიჩი გაუშვეს და არტურზე უკეთესი ნახევარ მცველი კიდე იუვეს არ ყავს ასე რომ არაფერი ემუქრება არტურს ჩვეულებრივად იდგება ძირითადში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued