შემთხვევითი არაა, რომ "ლა მასიაში" რიკი პუჩის მსგავსი ფეხბურთელები იზრდებიან - ჯენარო გატუზო

შემთხვევითი არაა, რომ "ლა მასიაში" რიკი პუჩის მსგავსი ფეხბურთელები იზრდებიან - ჯენარო გატუზო

"ბარსელონას" დღევანდელი მეტოქის, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო კატალონიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველზე, რიკი პუჩზე საუბრობს.

"პუჩი ახალგაზრდა არაა, ის ჩემპიონია, რომლისთვისაც დიდებულად თამაში ჩვეულებრივად ჩანს. რიკის თამაშის ყურება, რომელიც ფეხბურთს უკეთესს ხდის, ნამდვილი სპექტაკლია. ეს ყველაფერი "ბარსას" დამსახურებაა - შემთხვევითი არ გახლავთ, რომ "ლა მასიაში" ასეთი ფეხბურთელები იზრდებიან", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Diario Sport.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" იტალიურ კლუბს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის განაცხადში 20 წლის მოთამაშეც იმყოფება და, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდეს. გასულ სეზონში კატალონიელმა, პირველი გუნდის რიგებში, 12 მატჩში თავი 2 ასისტით გამოიჩინა. გარდა ამისა, პუჩმა "ბარსა ბ-ში" 21 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 8 აგვისტო 2020 19:31
    1
    კიდე კარგი რომ ესეთი, ბარსას დნმ-ს მქონე ლამასიელები გვყავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 აგვისტო 2020 17:48
    1
    ძირითადში უნდა იდგეს პუჩი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Ronaldinho.
    სტუმარი [?]
    #3 8 აგვისტო 2020 16:34
    1
    აი. ვნახოთ დიდ მატჩებში როგორ ითამაშებს.ისე კი ბარსას დნმ აქვს ფაქტია.ინიესტას მაგონებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აგვისტო 2020 16:23
    4
    "ლურჯ-ბროწეულისფერები" იტალიურ კლუბს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვადფინალის განმეორებითი მატჩის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

    განმეორებითი მატჩის ეგიდით რას ნიშნავს? სწორი იქნებოდა ასე დაწერა, თუ მაინც და მაინც "ეგიდით" გინდათ ახსენოთ.
    ბარსა ნაპოლის, ჩემპიონთა ლიგის "ეგიდით" გასამართ მერვედფინალის განმეორებით მატჩში შეხვდება.
    "ეგიდით" ნიშნავს რომელიმე ორგანიზაციის(ამ შემთხვევაში უეფას) ხელმძღვანელობით. ანუ ჩემპიონთა ლიგა იმართება უეფას ეგიდით(ოფიციალურ ჩამტარებელი). ასე რომ განმეორებითი მატჩის ეგიდით არის სრული უაზრო წინადადება.
    buka971
    სტუმარი [?]
    #1 8 აგვისტო 2020 16:08
    2
    პუჩი რობერტო და დე იონგი 👌