ედმილსონი: მესი "ბარსელონას" მხრებით ატარებს

ედმილსონი: მესი "ბარსელონას" მხრებით ატარებს

"ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ედმილსონი, "ნაპოლისთან" გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, ფავორიტი კატალონიური კლუბია.

"გატუზოს გუნდმა თამაში ისევე უნდა გააგრძელოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, ყოველგვარი შიშის გარეშე, რადგან "ბლაუგრანა" შეშინებული არ იქნება.

ვფიქრობ, "ნაპოლის" საკუთარი შანსების გამოყენება შეუძლია.

პანდემიის შემდეგ, ლა ლიგა ძალიან რთული გამოდგა, თუმცა ეს მაინც "ბარსელონაა", ისინი სახლში თამაშობენ და ყოველთვის ფავორიტები არიან.

თუმცა "ბარსას" არც ისე კარგი დრო უდგას. მესი, ფაქტობრივად, მარტო თამაშობს და მთელ გუნდს მხრების ატარებს", - თქვა მან Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში.

ედმილსონმა "ბარსელონაში" 2004-2008 წლები გაატარა და მონაწილეობა 96 მატჩში მიიღო. მან კლუბში 1 ჩემპიონთა ლიგის, 2 ლა ლიგისა და 2 ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 8 აგვისტო 2020 13:55
    6
    მხრებით კი არა ხარივით მარტო ეწევა ჭაპანს.